მინა დილას ძალიან ადრე ადგა. თავი საშინლად უსკდებოდა. გამოცვლილ ტანსაცმელს რომ დახედა ტუჩებზე ხელები აიფარა და გაწითლდა .
- ნუ- თავზე ხელები მოიჭირა- ქმარია რა ვუყო - სააბაზანოში შევიდა და გრილი შხაპი მიიღო.
თეჰიონი წასული დახვდა. იოთანი აიყვანა ხელში და სამზარეუკოსკენ გაემართა. ძაღლი კალთაში ჩაისვა და ჭამა დაიწყო . თან ინტერესით იხსენებდა გუშინდელ დღეს. რაღაც მომენტები გაიხსენა. ბოლო კი საერთოდ აღარ ახსოვდა. ტელეფონი აიღო და სიახლეები თვალიერებას მოჰყვა. იოთანი ხელებში უძვრებოდა გოგოს.არ აცდიდა არაფერს.
- მოიცა თანი- ჩაწია ძაღლი და მისი და თეჰიონის სურათები გახსნა. არა, უხდებიან ერთმანეთს. რაც არ უნდა ითქვას კარგი წყვილი არიან. აჰყვა სურათებს .დიდი არაფერი. თანის საჭმელი დაუყარა და თვითონ თავის კაბინეტში გავიდა. მაგიდაზე ტელეფონი აინთო და მესიჯი მოვიდა
- ვინ არის- გამოვიდა უკან და ტელეფონი აიღო. თეჰიონის მოწერილი დახვდა"გაიღვიძე?"
გაუკვირდა. ფანჯარას მიაშტერდა და შემდეგ ტელეფონში ჩაიხედა.
"კი"
დაუბრუნა პასუხი და ტელეფონის დადება ვერ მოასწრო, სურათი რომ მოვიდა.
მინამ სურათი გახსნა და თვალები მიაშტერა. ბიჭის კისერზე ჩამოკიდებული, ისეთი მონდომებით კოცნიდა. ტელეფონი მაგიდაზე დააგდო და ხელები პირზე აიფარა. შემდეგ ჩაიკეცა და გაწითლდა.
რა სირცხვილია. თავის თავიც შეარცხვინა და თეჰიონიც. ამდენ ხალხში. ალბათ ყველა დასცინებს.
- ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა - სწრაფად იძახდა და თან თვალებზე თითებს იჭერდა. კიდევ მოვიდა მესიჯი. აიწია და ნიკაპი მაგიდას ჩამიადო. ტელეფონი ასწია და მესიჯს დააკვირდა" მანქანაში გაინტერესებს რა მოხდა?"
ამოიგმინა. იქაც იყო რამე?
"კი..."
ისევ მოვიდა სურათი. გოგო თეჰიონის კალთაზე იყო წამოკონწიალებული. თავი კისერში ჰქონდა ჩარგული და აშკარად კოცნიდა.
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....