29

1.7K 194 48
                                    

- არც არასდროს მყვარებიხარ! მიაძახა თეჰიონმა სწრაფად მიმავალ გოგოს და კაბინეტის კარი მოიჯახუნა.

_

- საუზმე მზადაა, გამოდი- მინას ოთახის კარებზე ფრთხილად მიაკაუნა თეჰიონმა. პასუხი რომ ვერ გაიგო კარი ოდნავ შეაღო და გოგოს გახედა. რომელიც საწოლზე მოკუნტული იწვა და თავი ბალიშში ჰქონდა ჩარგული
- გამოდი, ჭამე
- გამანებე თავი- ბალიში კარისაკენ ისროლა მინამ და უფრო მოიკუნტა. ბიჭმა კი თვალები აატრიალა და კარი მოხურა. უკვე საღამოს რვა საათი იყო, მინა კი იმ ჩხუბის შემდეგ  ოთახში იჯდა და აღარ სცილდებოდა იქაურობას.
- იცოდე არაფერს არ დაგიტოვებ საჭმელად და შემდეგ ინანებ
- არ მჭირდება არაფერი- ამოიტია გოგომ. იმ წამს კი მიხვდა თეჰიონი რომ ზედმეტად მისი განერვიულება არ ღირდა. უბრალოდ უნდა დაეტოვებინა მარტო.

თორმეტი საათისკენ თეჰიონი მისაღებში, ტახტზე მოკალათდა და ნახევარი საათის მოყვანილი იოთანი პლედში ჩაიწვინა. თავის ოთახს აღარ გაკარებია. მიხვდა რომ თავის საწოლზე კომფორტული, არაფერი ეგულებოდა სახლში და ჯობდა გოგოს იქ დაეძინა.
- არანაირი სიყვარული- თავი ააწევინა იოთანს და შეხედა- ორსულია და ცოდოა. თან აღუასავით სულ ტირის - ამოიხვნეშა და როცა მიხვდა რომ იოთანს პატრონის ლაპარაკზე ძალიან, ცხვირის ლოკვა აინტერესებდა, შეეშვა.

ნახევარი საათი ისევ ვერ მოხუჭა თვალი. შემდეგ კი წამოიწია, რადგან ფაჩუნის ხმა გაიგო. იოთანი დაბლა ჩააგდო და თვითონ დივანზე შეიკეცა. მინა დაინახა, სამზარეულოსკენ მიმავალი.თვალები აატრიალა. ცოტახანს დააცადა და შემდეგ წამოდგა. სამზარეულოს მიმართულებით წავიდა. მინა მავიცრისკემ იყო მიბრუნებული. აშკარად  არ შეუწუხებია თავი კარების დაკეტვით და ღია მაცივრის წინ ჭამდა. ბიჭი ჩუმად მივიდა გოგოსთან, სიბნელეში. ზემოდან დახედა მის ხელებს და გაეღიმა
- აქ რას აკეთებ?- ჩასჩურჩულა მინას ყურში და გოგოც უმალვე შეხტა. გამოტენილი პირით თეჰიონისკემ მოიხედა. მხოლოდ მისი ლუკმა უშლიდა ხელს, რომარ ეკივლა შიშისგან.
-მე...- ლუკმის გამო დაგუდული ხმით ამოილაპარაკა გოგომ და სწრაფად დაღეჭა პირში მოქცეული, გადაყლაპა და ბიჭის სახეს მიაშტერდა. თეჰიონი მეტად წაიწია წინ. ხელში დაკავებული მარწყვის ჯემის ქილა ააცალა მინას და თვალები გაუფართოვდა. ჯემი უმალ მოიქნია ნიჭარაში და იქვე ჩაიმსხვრა
- ჯანდაბა! ეს ჯემი შენი წასვლის მერე არც მიჭამია. ძველია - იყვირა- რაღა მაინც და მაინც ამის ჭამა მოგინდა.- გოგო გაოცებული დარჩა. შეეშინდა კიდეც და უფრო მოიბუზა. თვალები აუცრემლიანდა და წამწამებზე ცრემლები დაეკიდა.
- ბევრი ჭამე?- თმაში ხელი შეიცურა თეჰიონმა და უკან გადაივარცხნა. გოგომ მხოლოდ თავი გააქნია და მაცივარს მიეკრო, შეძლებისდაგვარად. თეჰიონმა კი დილას შემწვარი, თხლად დაჭრილი ხორცი გამოიღო,  მომზადებული დაჭრილი პომიდორი და სალათის ფურცელი დაალაგა პურებზე და სენდვიჩები გააკეთა. მინას გაუწოდა და მაცივრიდან გამოსწია.
- ეს ჭამე და თავს თუ ცუდად იგრძნობ გამაღვიძე - სამზარეულო დატოვა და ფრასტუნით გავიდა მისაღებში. მინა კი შოკირებული დატოვა მაცივართან. მალე გოგოსთან იოთანი მოვარდა და სწრაფად სირბილს მოჰყვა, გახარებული ხტუნავდა და გოგოს უყეფდა.
მინამ სენდვიჩები დაალაგა მაგიდაზე და თანის მიეფერა, შემდეგ კი ოთხაში გაუჩინარდა.

-

- სად მიბრძანდები?- იკითხა თეჰიონმა და პიჯახი შეისწორა
- შემახსენე ვინ ხარ ჩემი?- მოტრიალდა კარებიდან მინა და კარი ოდნავ მიხურა
- მისმინე. ჩემ სახლში შემოხვედი  და არც კი მეკითხები შეიძლება თუ არა ამ სახლიდან გასვლა
- არც ვაპირებ რაიმეს კითხვას, არ ვარ ვალდებული
- მეც გავდივარ და გასაღებს არ მოგცემ
- ხოდა მოგიწევს სახლი დარჩე და დამელოდო - მიატრიალდა კარებისკენ გოგო კვლავ
- მეტყვი სად მიდიხარ?- კარები ნელა მიკეტა თეჰიონმა
- ექიმთან- კვლავ კარებს მიაშტერდა გოგო და თავი ოდნავ დახარა
- წაგიყვან
- არ მინდა, თავადაც წავალ
- წაგიყვან - კარები გამოაღო და  გავიდა. შემდეგ კი გოგოს გასვლას დაელოდა. მინა თავჩახრილი იდგა გასასვლელში. შემდეგ ფრთხილად გადადგა ნაბიჯი წინ და კიბეებს ნელა ჩაუყვა.

მანქანაში ჩაჯდომისას სამჯერ გაიწია თეჰიონი გოგოსკენ , დაფეთებული უყურებდა და  ადგილზე ცქმუტავდა.
- თეჰიონ. დაწყნარდი- ხელი მკლავზე მოუჭირა მინამ და მანქანაში ჩაჯდა. ღვედი ფრთხილად შეიკრა და მოკალათდა
- არ გიშლის.. ეგ.. მუცელი?
- მივეჩვიე უკვე - დაიჩურჩულა გოგომ და ფანჯარაში გაიხედა. მას შემდეგ კიდევ ცადა თეჰიონმა  საუბრის წამოწყება, თუმცა დუმილით მიახვედრა გოგომ რომ ლაპარაკი აღარ სურდა. ჯობდა საავადმყოფომდე დარჩენილი ნახევარი საათი ფიქრში გაეტარებინა

- გინდა....- გააჩერა თეჰიონმა  მანქანა და  ოდნავ შეიშმუშნა - წამოგყვები
- ჯერ კიდევ გუშინ თქვი უარი სხვისი შვილის პატრონობაზე- შეხედა ბიჭს. შემდეგ კი თავი დახარა
- ჩემ სახლში ცხოვრობ და თუ რამე მოგივიდათ შენ ან შენს პატარას, მე დამაბრალებ. გგონია არ გიცნობ?
- არ მიცნობ კიმ თეჰიონ- დაიყვირა მინამ და წარბშეკრულმა თავი ასწია- არასოდეს თქვა რომ მიცნობ. ეს ყველაზე დიდი სისულელეა რაც შეგიძლია თქვა ჩემთან მიმართებაში - ღვედი შეიხანა. კარი გააღო და ფრთხილად გადავიდა
- შეიძლება ბავშვი ჩემი არ არის, მაგრამ შენ დათმობას მერჯერ აღარ ვაპირებ- სწრაფად დაქოქა მანქანა თეჰიონმა და გზის პირიდან მოშორდა.

______
გილოცავთ არდადეგებს და ფრთხილად იყავით 💛💛💛 თუმცა არ დაპანიკდეთ. საგანგაშო არაფერი ხდება ჯერ.... შემდეგ ვნახოთ 💛💛

მიყვარხარტ და მადლობა 💛❤

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now