11

2.3K 232 57
                                    

თეჰიონი წყვილს გაფაციცებით აკვირდებოდა. ბიჭის თითოეულ მოძრაობას, ხელების ტრაექტორიას ტვინში ხაზავხა. თუ რამეა მზადაა წამოსახტომად. არადა რამდენად პატარაა ქუქი თეჰიონზე. თავს მასზე სიმპატიურადაც თვლიდა, ამ იდიოტობა ტანსაცმელშიც, თუმცა არასოდეს გამოუთქვამს გოგოს მასთან ერთად პაემანზე წასვლის სურვილი. იჯდა და უყურებდა გაზეთების ნახევებიდან როგორ კისკისებდა გოგო. ხელს გულზე იდებდა და გოგოს სიცილს აჯავრებდა. შემდეგ თავს სინანულით ინევდა და ისევ არჭობდა თვალებს ორი მაგიდით შორს.
- ეიიიი თეჰიოოოონ- გაისმა მთელს კაფეში ყვირილი. ბიჭის მაგიდასთან ახალგაზრდა ყმაწვილი ატუზულიყო. ყვირილზე თეჰიონმა თავი მაგიდაზე დადო და თავზე გაზეთი დიფარა. შემდეგ წამოხტა და შენიბიდან სირბილით გავარდა
-რა მოუვიდა?- მხრები აიჩეჩა ყმაწვილმა. -მგონი ცოტა ვერაა

მინამ თვალი გარეთ გავარდნილ ბიჭს გააყოლა. წამით სკამიდან წამოიწია კიდეც. ქმრის სახელის გაგონებამ შეაშფოთა. გული აუჩქარდა. ეგონა თავს წამოადგა
-კარგად ხარ?- იკითხა ქუქიმ  და წყალი მიაწოდა მინას
-არაფერია...არაფერი -ხელით დაინიავა და კიდევ წამოიწია შესამოწმებლად

თეჰიონმა სახლამდე მიირბინა. მაინც ვინ იცის, იქნებ გიჟ გოგოს მოპრიანებოდა და გამოჰკიდებოდა. დეგენერატი ჰოსოკი!უდროო დროს,უდროო ადგილას, უდროო ხმით! რამ გაამწარა.

ოთხში შევიდა და გამოიცვალა. დასაბანად შევიდა და შემოსასვლელი კარები ღია დატოვა ცოლისთვის. ვინ  იცის როდის დაბრუნდებოდა პაემნიდან. ან როგორ მდგომარეობაში

-მოვედი- წამოიძახა მინამ როდესც თეჰიონი ახალი გამოსული იყო სააბაზანოდან
-გხედავ- თმა პირსახოცით აიჩეჩა ბიჭმა და იოგურტი გამოიღო, მარწყვის .
-გაერთე?- იკითხა ბიჭმა და კოვზით ამოყებული იოგურტის გორა პირში იტაკა. მინამ ტუჩზე იკბინა
- ხო. იქ მესამე გოგოც შემოგვიერთდა და კარგათ გავერთეთ- გვერდი აუარა და ოთხში შევიდა. თეჰიონის ხელში იოგურტის ჭიქა მოიკუჭა.
- იქით პარასკევსაა საღამო. ამიტომ იმ დღეისთვის არაფერი დაგეგმო. სალონში ხარ ჩაწერილი
-გავიგე- სააბაზანოში შეუხვია და კარები მიაჯახუნა.
-ბატონი ქუქი. ახლავე გავრკვევთ- კოვზი გალოკა ბიჭმა და ტელეფონი ამოიღო
-დიახ ქუქი! მე მხოლოდ ეს სახელი ვიცი. მალე უნდა შეაგროვოთ ინფორმაცია მასზე- თქვა მკაცრად და  ტელეფონი სავარძელში მიაგდო . დივანზე გაწვა და ჭამა განაგრძო

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now