რადგან მინა ოთახიდან აღარ დაბრუნდა, თეჰიონმა ჩათვალა რომ უკვე დაწვა დასაძინებლად. საჭმელი აალაგა, ჭურჭელი დაასუფთავა და იოთანით ხელში ოთახში გავიდა. მინა ტახტზე იწვა, გვერდით სკამზე კი ტანსაცმელი და ჩანთა ჰქონდა მომზადებული. რა თქმა უნდა , ხვალ ხომ ორშაბათია, მინას პირველი დღე სასწავლებელში. გოგოსთან მივიდა და პლედი გაუსწორა, შემდეგ კი იოთანს შეუბღვირა რომელიც იღრინებოდა
- გაჩუმდი - ბეწვი მოწიწკნა ცხოველს და საწოლზე დაჯდა, ცხვირზე სათვალე მოირგო, საბუთები აიღო და მათი შესწორება განაგრძო . თან მინას უყურებდა რომელიც ბორგავდა და ხანდახან რაღაცას წამოიბურტყუნებდა
-სულელი ბავშვი -თავი ღიმილით გააქნია თეჰიონმა და განათებას დაუწია, დაწვა და თვალები მინაბა, თუმცა ვერ მოისვენა და რამდენჯერმე მინას გამოხედა~
-მე წავედი - თქვა გოგომ ხმამაღლა და კარებთან დაწყობილი ბოტასები მოირგო. ჩანთა შეისწორა და კარები გამოაღო . თეჰიონი უსიტყვოდ მივიდა გოგოსთან ჯერ კიდევ სახლის ტანსაცმელში გამოწყობილი, კონტეინერი გაუწოდა და მეორე ხელი ჯიბეში ჩაისრიალა. მინა დიდხანს უყურებდა თეჰიონს თვალებში, უსიტყვოდ, ულაპარაკოდ. შემდეგ კონტეინერი ნელა გამოართვა და ჩანთაში დააბინავა
-ჭკვიანად იყავი - კარები დაიკავა და მინას წასვლის შემდეგ მიკეტა. ცოტა ხანს დაელოდა და შემდეგ ტელეფონი ამოიღო
- აბა ქალბატონო მინა საით მიბრძანდებით - ნაყინი დამოიღო და დივანზე დაჯდა. თან ტელეფონში რუკაზე მოძრავ მინას სურატს დააკვირდა. გოგო მოკლე- მოკლე გაჩერებებით ინსტიტუტში მართლაც მივიდა, მთელი პირველი სართული გახარებულმა შემოირბინა და გახარებული შევარდა პირველ ლექციაზე. ლექტორის მოჟუჟუნე თვალებს მზერა აარიდა და სკამზე დაებერტყა ბიჭიის გვერდით
- დიდი ხანია დაიწყო?- იჩურჩულა მინამ
- არა. მეც დამაგვიანდა - ჩაიხითხითა შავთმიანმა ბიჭმა. შემდეგ კი ლექტორს სმენა განაგრძეს.
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....