მინა ხმაურმა გააღვიძა. ღამე თითქმის გაათენა, ვერ იძინებდა იმის ფიქრში რომ ჰოსოკმა ასეთი რამ გააკეთა. ყველაფრის მიუხედავად მათი მადლობელი იყო. თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში შეიფარეს და სითბოს არ აკლებდნენ.
ხელები ფრთხილად შემოხვია მუცელს გოგომ და წამოდგა. ოთახის კარგი გამოაღო და მისაღებში ქალის სხეული დაინახა, რომელიც აღფრთოვანებით, წვრილ ხმაზე ლაპარაკობდა
- ოჰ?... შვილო...- ქალმა მას გამოხედა და გაკვირვებული სახით მიაშტერდა- მოიცა...
- გამარჯობა- დაიჩურჩულა მინამ და მსუბუქად დაუკრა თავი. საპასუხოდ კი მხოლოდ გაოცებულ მზერად იღებდა
- თეჰიონ.. ის მითხარი რომ ცოლი გყავს მაგრამმ....შვილსაც ელოდებიიით???- იყვირა და შვილს გადაეხვია. მინამ თავი ზედმეტად უხერხულადაც იგრძნო. უნდა დამალულიყო სადმე და ქალი აღარ დაენახა, თუმცა წამებძი, მისკენ გამოქანებული, შეძლებისდაგვარად მჭიდროდ ეკვროდა გოგოს.
- ჯანდაბა როგორი ბედნიერი ვარ... ბებია გავხდები- მინას მუცელზე ფერებას მოჰყვა, შემდეგ კი თეჰიონს ეტაკა
- შვილო, გოგოა თუ ბიჭი? იქნებ ტყუპები არიან?? აქამდე რატომარ ვიცოდი, ამდენი ხნის ორსულია გოგოო?
- დედა დაწყნარდი - ხელები მხრებზე ჩამოაწყო თეჰიონმა- ვწუხვარ რომ აქამდე ვერ გითხარი
- არ გეპატიება ეგ შენ!- ცხვირთან თითი აუქნია ჯიამ და მინასკენ წამოვიდა- შვილო, ასე რატომ დგახარ, წამოდი საუზმეს მოგიმზადებ. თეჰიონი საკუთარ თავს ვერ უვლის და ცოლს მოუვლის?
- დედაა!!
- წადი ოთახი აალაგე, სალაპარაკო მაქვს გოგოსთან - ხელი აიქნია ქალმა, მინას სამზარეულოში შეუძღვა და ფრთხილად დასვა სკამზე
- მომიყევი სად გაიცანით ერთმანეთი- სათვალე მოიხსნა და ბედნიერი ღიმილი მიანათა მინას
- იცით... ჩვენ.... - და სად გაიცნეს ერთმანეთი...თითქმის ერთი წლის წინ, უბრალო ფიქტიური ქორწინების მიზეზით შეხვდნენ ერთმანეთს. და საბოლოოდ ძალიან ღრმად შეტოპეს. იმდენად ღრმად რომ ამ ვითარებიდან უკვალოდ გამოსვლა შეუძლებელიც კი გახდა. კარგი იქნებოდა ერთმანეთი, ისევე როგორც სხვებს, ნორმალურ, რომანტიულ გარემოში გაეცნოთ. ან თეჰიონს გადაერჩინა რაიმე საფრთხისგან . ან გამოტყდომოდა სიყვარულში. თუმცა მსგავს ამბებს აცდენილს გოგოს ახალი ამბის მოგონება დასჭირდა.
- ჩვენ...მე და თეჰიონმა ერთმანეთი გავიცანით... - ტუჩები გაილოკა- მეგობრის დაბადების დღეზე... დიახ მეგობრის დაბადების დღეზე.
- მართლა? მერე? მერე რა მოხდა
- ამ... თეჰიონი ახალი მოსული იყო, ბიჭებმა ხელში ჭიქები რომ მიაჩეჩეს. სანამ თავის ადგილამდე უსაფრთხოდ მიაღწევდა, ფეხი სკამს წამოკრა და სასმელი ზედ გადამაქცია - უხერხულად გაუღიმა
- ჩემი შვილი ასეთი დაბდურა როგორ გამოვიდა, არვიცი- თავი გააქნია ქალმა და საუზმის მზადება გააგრძელა - შემდეგ?
- შემდეგ... შემდეგ ქუჩაში შევხვდით და იქიდან მოყოლებული ვურთიერთობთ- მოკლედ მოჭრა გოგომ და რძეს ხელი დასტაცა, დასალევად
- რამდენი ხანია დაქორწინდით? - თეფშებზე დაუწყო განაწილება საკვებს ჯიამ
- ორი წელი - ამოიჩურჩულა და საკუთარ ხელს გახედა, ბეჭედი კვლავაც არ ეკეთა.
- თეჰიონ! საუზმე მზად არის
- მოვდივარ დედა- თმების სწორებით გამოვიდა თეჰიონი ოთახიდან, მინას მოპირდაპირედ დაჯდა და ბეჭედი ფრთხილად დადო მაგიდაზე- საყვარელო, სააბაზანოში დაგრჩა
- მადლობა, თეჰიონ- გაყინული მზერით ახედა გოგომ და ბეჭედი აიღო
- არა, მე გაგიკეთებ. დედამ ისედაც ვერ ნახა ჩვენი ნიშნობა - გაუღიმა და გოგოს ხელი თითებში მოიქცია, ბეჭედი ფრთხილად წამოაცვა. გოგოს გაცეცხლებულ მზერას კარგად ატყობდა. აშკარა იყო, ჯიას წასვლის შემდეგ კონცერტი დაიწყებოდა სახლში.
- რეზინას მოვიტან ოთახიდან- წამოდგა მინა და საძინებლისკენ ფრთხილად წავიდა. კარი მიკეტა, ფანჯარა გამოაღო და ჩამოჯდა დივანზე. ბეჭედს დააკვირდა. თეჰიონმა მისი ჩანთა გაქექა, არუნდოდა გოგოს, სცოდნოდა თეჰიონს რომ ბეჭედს კვლავ ინახავდა. ახლა ისევ მის თითს ამშვენებდა. ნახევარი წლის შემდეგ კვლავ მისი ცოლის სტატუსში იყო, არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენი ხნით.
კარი თეჰიონმა შემოხსნა, სწრაფად შემოვიდა ოთახში და საკეტი გადაატრიალა
- რა თამაშს თამაშობ თეჰიონ?
- დედაჩემი დამადგა, არც გავუფრთხილებივარ რომ მოდიოდა.
- ბეჭდის სცენა აუცილებელი იყო?
- ამხელა მუცელი გადევს და რა მეთქვა დედაჩემისთვის, ცოლი გამშორდა და სხვასთან წავიდა, ვიღაც ნაბიჭვრისგან შვილი ჰყავს და იმის გამო რომ სახლი არ ჰქონდა, ისევ მე შევიფარე თქო?
- გეთანხმები, შვილი ნაბიჭვრისგან მყავს - წამოდგა და თმა შეიკრა. გასასვლელისკენ გავიდა
- ბედნიერია, და გთხოვ ნუ მოაწყობ სცენებს
- თეჰიონი არვარ- თვალი ჩაუკრა და ძალით გაუღიმა- მედა შენ ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გავიცანით. შემთხვევით გადამასხი სასმელი.
- რა რომანტიკაა- წამწაბები სწრაფად დაახამხამა თეჰიონმა
- მოკეტე- მკერდზე ხელი მიარტყა გოგომ და ოთახიდან გავიდა.
![](https://img.wattpad.com/cover/187410744-288-k466783.jpg)
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....