- გამარჯობა?- გაკვირვებულმა თეჰიონმა მდივნის მიერ გადმომისამართებულ ნომერს უპასუხა.
- მიცანი?- ჩაიცინა კაცმა ყურმილს მიღმა
- ვერ- დაფიქრდა ბიჭი
- აბა ამას თუ იცნობ- გაიცინა ისევ უცხო კაცმა და ტელეფონიდან კარგად ნაცნობი კივილი მოისმა
- თეჰიოოოონ!! მიშველე- გოგოს ხმა მალევე ჩაახშეს. თეჰიონი ფეხზე წამოხტა, ხელი მაგიდას დაჰრკა და კბილები ერთმანეთს დააჭირა
-ჩოი სუჰო!
- ყოჩაღ ჩემო ბიჭო, კარგი მახსოვრობა გქონია. ალბათ ისიც გემახსოვრება რა გაუკეთე ჩოი სუჰოს
- მოკეტე და თქვი რა გინდა
- ოუ შვილო , გაზრდიხარ მამას.
- ნუ მიწელავ- იღრიალა თეჰიონმა ბოლო ხმაზე. კაცმა კიდევ ერთხელ გადაიხარხარა და ტელეფონი ყურიდან შორს გასწია
- მგონი ეს გოგო კიარა თეჰიონია დასაბმელი- სიგარეტი იატაკზე დააგდო და ფეხით გასრისა
- რამდენს ითხოვ- სკაზე მოწყვეტით დაჯდა ბიჭი, შუბლი მოისრისა
- სამწუხაროდ გადავიფიქრე- გაეცინა კაცს- არ მჭირდება ფული
- ჯანდაბა თქვი! მილიონი? ორი მილიონი?
- დროებით თეჰიონ. მალე შევხვდებით. როგორც ვიცი შავი სამოსი გიყვარს- ჩაიცინა სუჰომ და ტელეფონი ჩაწია. თეჰიონმა გაიგო როგორ იყვირა მან რომ გაეთიშათ გოგო. შემდეგ კი გაეკოჭათ. მაგიდიდან ყველაფერი გადაყარა და გამწარებული გავარდა კაბინეტიდან
- ბატონო თეჰიონ?- უკან გაეკიდა მდივანი- რა მოხდა?
- შენს საქმეს დაუბრუნდი. არავინ არ უნდა გაიგოს ამ ზარის შესახებ. -მანქანნაშ ჩაჯდა და სწრაფაად წავიდა პოლიციის შენობისკენ , რომლის კარებიც ასევე ტრიუმფით აიღო
- თეჰიონ რა მოხდა- წამოდგა იუნგი, თეჰიონის ძველი კლასელი, ახლა კი ქალაქის მთავარი სამმართველოს უფროსი

DU LIEST GERADE
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....