21

1.8K 216 90
                                    

ოთხი თვე გავიდა ,  თუმცა თეჰიონს ისევ ეუცხოვება დილით მინას გარეშე ადგომა. სამსახურში იშვიათად მიდის, უფრო ჩაკეტილი გახდა და საქმეების მოგვარებას სახლშივე ცდილობს. ყოველ საათს მაინც კითხულობს სოციალურ ქსელებში სტატიებს მისი და მინას დაშორების შესახებ

 მაინც უწევს სამსახურში წასვლა. ქვეყანა დაიქცა , მაგრამ მხოლოდ მისთვის. ცხოვრება ხომ გრძელდება?

მესამეჯერ ახსენებს ამ კვირაში მდივანი, რომ პარასკევს საღამოს საღამოზე უწევს წასვლა. კომპანიის ერთ-ერთი "მეგობარი" სუნამოს ახალ ხაზს უშვებს. 

სააბაზანოში ნელა მიიზლაზნება და მეათასეჯერ უყურებს იმ ადგილს, რომელიც ძნელი დასავიწყებელია. თვალებს ხუჭავს და სახეს ცხელ წყალს უშვებს

"გეყო თეჰიონ, გეყო!"



საღამო ისეთი მოსაწყენი არ გამოდგა როგორც ბიჭი ფიქრობდა. ჯერჯერობით არავინ არ მოსულა მასთან ჟურნალისტი და არ ჩაუთხრია მიკროფონი ხახაში, რა მოხდა თქვენსა და თქვენს ცოლს შორისო. სუნამოც სასიამოვნო სუნს ტოვებდა ბიჭის ხელზე. კიდევ ერთ კომპანიონს გაუღიმა, რომელიც მიესალმა მას და ხალხისგან ოდნავ მოშორებით დადგა. ბანერებს გახედა, რომლიც ჯერჯერობით დაფარული იყო. ახალი სუნამოს სახე წესით ლამაზი უნდა ყოფილიყო. ისეთივე ელეგანტური როგორც თვითონ სუნამო. თუმცა ნაკლებად აინტერესებდა, მთავარია ჩაეთვალა მოსვლად, რამდენიმე ყუთ სუნამოს იყიდის ან უბრალოდ ფულს გადაიხდის და არც კი წამოიღებს. სულ ესაა.

მალევე ხედავს წარმომადგენელს და მის მეგობარს ოდნავ ამაღლებულ სცენაზე , რომელსაც გაბრწყინებული თვალები აქვს და ხელში ახლადგამოშვებული სუნამო უკავია. ყველას აცნობს მის სპეციფიკურ შემადგენლობას და ჰპირდება რო რამდენიმე წუთში სუნამოს სახეს წარადგენენ მათ წინ. რამდენიმე კითხვას პასუხობს და ბანერებსაც ხსნიან. თეჰიონი თავს არ იწუხებს შეტრიალებით, საერთოდ არ ადარდებს არაფერი. ხალხი ტაშს უკრავს, ზოგი აღფრთოვანებული ხვნეშის და აყოლებს რომ არ მოელოდნენ ამას. იატაკზე მსუბუქი ქუსლების კაკუნი აიძულებს სცენისკენ გატრიალებას. თუმცა ვერაფერს ხედავს. ამიტომ კედელთან ოდნავ ამაღლებულ ადგილას დგება და სცენას გასცქერის. შამოპანიურის ჭიქა, რომელიც ბიჭს ხელში ეკავა იატაკზე ენარცხება და რამდენიმეს ყურადღებას იქცევს. სცენაზ ის დგას , თუმცა სრულიად შეცვლილი . მკვეთრი მაკიაჟით და სადა, კანისფერი ფართხუნა კაბით. იგივე ფერის ქუსლებზე შემდგარი და ამაყი. ხალხს ღიმილით ავლებს თვალს და მზერა თეჰიონზე ეყინება. ღიმილისგან აწეული ტუჩის კუთხეები ქვემოთკენ იწევს და ფერს კარგავს. 

 ოთხი თვის შემდეგ... ისევ შეხვდნენ. 

თეჰიონი დაფშვნილ ჭიქას უყურებს იატაკზე. ახალს იღებს, ნახევრამდე შამპანიურით გავსსებულს და ისევ მინას გახედა. ხელი მისკენ გაიშვირა და გაუღიმა . შემდეგ კი მოსვა და ჯიბეშიხელებჩაწყობილმა დატოვა დარბაზი. გამოსვლისთანავე იგრძნო ყელში სიმძიმის მოჭერის პიკი, ჰალსტუხი შეიხსნა და ხველა აუტყდა. კედელს მიეყუდა და თვალები დახუჭა. 

  თავიდან დატრიალდა ყველაფერი თავში, თვალებში , გონებაში.

 შეგრძნებების ტალღა მოაწვა ბიჭს და ერთი ბიძგით წაიწია წინ. უნდა წასულიყო იმ ადგილიდან, მაგრამ სად ? სახლში სადაც ყველგან მინას სახე ელანდებოდა?

 გზასთან მიირბინა და ტაქსი გააჩერა . ჩაჯდა და სასტუმროს მისამართი უკარნახა, პერანგის ღილები კი შეიხსნა.

 სანამ ტაქსი სასტუმრომდე მივიდა, თეჰიონის თვალი ქალაქის თვალიერებით გაერთო. შუბლი ცივ ფანჯარაზე ჰქონდა მიყრდნობილი და აორთქლებდა მას. მძღოლს ბერვად მეტი ჩაუკუჭა ხელში, ვიდრე ეკუთვნოდა და რამდენიმე ღამით დაიქირავა სასტუმროს ოთახი, სწრაფად ავიდა და ფეხსაცმელები ჯანდაბაში მოისროლა. საწოლში შეწვა და საბანი თავზე გადაიფარა. ბალიში ძლიერად მიიხუტა. მისი კუთხით პირის ღრუ ამოივსო, კბილები დააჭირა და მთელი ძალით იღრიალა. 

 ვეღარ გაუძლო

არა და ისე მოენატრა. ერთი წამით ბედნიერიც იიყო კვლავ რომ დაინახა... თუმცა ამ 4 თვეში ისე გაიზარდა და შეიცვალა.. უფრო გალამაზდა.. ალბათ ვიღაც ჰყავს არა? თვალები ცრემლებით ამოევსო და მაგრა დახუჭა. არავითარ შემთხვევაში არ გამოუტყდება საკუთარ თავს...

_____________

ჩემ თავს მართლა არ ვეკუთვნი.. გასული ვარ ამ ქვეყნიდან

აბა რას ფიქრობთ?

თავის ზომები გაიზრდება ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ !!!

მადლობა <3

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now