მინა თავის საწერ ოთახში ჩაიკეტა . წინ წიგნები დაილაგა და რაღაცის წერას მოყვა გამალებით. მალევე ოთახში ამინდის გამო ჩამობნელდა . გოგომ ფარდები ჩამოაფარა. სანათი აანთო და კითხვა დაიწყო . მალევე მთავარი კარის ხმა გაიგო და წიგნიდან თავი ასწია. კი მაგრამ ახლახანს არ დაბრუნდა თეჰიონი სამუშაოდან? მხრები აიჩეჩა და კითხვა განაგრძო. მალე ჭექა-ქუხილი ატყდა და ქარი ამოვარდა. მალევე გაისმა ოთახის კარებზე ფხაჭუნის ხმები. გოგომ გაკვირვებუმა გაიხედა კარსკენ და ტუჩები მოკუმა. შემდეგ ნელა მივიდა და გამოაღო. იოთანი ყეფით შევარდა ოთახში და მინას ფეხებში შეუძვრა
- დაგჭირდი ჰოო?- თავი გააქნია. ძაღლი ხელში აიყვანა და სავარძელში ჩაჯდა. ბეწვზე თამაშს და ფერებას მოყვა. თან ხმამაღლა იზეპირებდა გაკვეთილიდან მონაკვეთს. ყოველი გრუხუნის შემდეგ ძაღლი კანკალს იწყებდა, რაც გოგოს ღიმილს იწვევდა
- სად წავიდა შენი პატრონი -ყურებზე მოეფერა,რასაც ხმამაღალი ყეფა მოჰყვა -კარგი კარგი დაწყნარდი - გაეცინა მუნას და ძაღლი კომფორტულად დაისვა კალთაში. წიგნი წამოსწია და ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელდა. გოგომ თვალები ჭყიტა. დენი წავიდა
-ჯანდაბა... სიბნელე- ხელით მაგიდაზე ტელეფონის ძებნას მოჰყვა. შემთხვევით რამდენიმე წიგნი გადმოყარა, რომლებმაც ხმაური და გოგოს კივილი გამოიწვია.მინა სავარძლიდან წამოხტა და იოთანი მჭიდროდ მიიკრა, რომელიც ყეფას არ წყვეტდა. ტელეფონს დასტაცა ხელი და სირბილით გავარდა მისაღებში და დივნის კუთხეში მიიყუჟა. ფეხები მოკეცა და თანი კალთაში დაისვა. ტელეფონის ფანარი კანკალით აანთო და ოთახი მოათვალიერა. მარტო იყო
- სად ჯანდაბაში წავიდა- ცხვირი თანის ბეწვში დამალა და ცახცახს მოჰყვა.
იფიქრა ტელეფონში რაიმესთვის ეყურებინა, მაგრამ არ უნდოდა ელემენტი დაესვა...თანაც ინტერნეტი...
-თანი შენ მაინც მორჩი კანკალს - უსაყვედურა და თავზე ხელი გადაუსვა.
შემდეგი ათი წუთი სიჩუმეში გაატსრეს, რომელსაც მომენტებში მინას სრუტუნი არღვევდა. მანამ სანამ გასაღების გადატრიალების ხმა არ მოისმა. ძაღლს ბეწვი აეშალა, ყეფას მოჰყვა, მინა კი უფრო მოიკუნტა. სახლში თეჰიონი შემოვიდა, ტელეფონით მისაღები გაანათა და ნათება მინაზე გააჩერა. იოთანი სწრაფად მივარდა პატრონს და წკმუტუნი დაიწყო, მინა კი აღარ განძრეულა
-მოვედი - გაუღიმა.
- მერე შენს მოსვლას ვინ ელოდებოდა რო... -ამოიბურტყუნა- მე შუქს ველოდები
- ძალიან კარგი -თქვა თეჰიონმა და ტუჩის კუთხეები ჩაუტყდა . ტელეფონის ფანარი ჩააქრო და მუქი ტანსაცმლის წყალობით სიბნელეში უმალ გაუჩინარდა. შემდეგ დაინახა როგორ გაიღო საძინებლის, სააბაზანოს კარი, დაბრახუნდა რაღაც ნივთი და ოთახი ქვითინის ხმამ გაავსო. მუხლებზე ხელებშემოჭერილ მინას თავი ჩაერგო და შეშინებული თრთოდა. მხარზე შეხებისგან შეხტა, თუმცა უმალ დაიკავეს
-წყნარად მე ვარ -მიიხუტა და ფანატი აანთო.-მალე მოვა შუქი- აქეთ იქით მიმოიხედა და მოკუნტული გოგო მკერდზე აკრული დაიტოვა
-არ დაგეძინოს -ჩასჩურჩულა ჩუმად როცა გოგოს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია.
რა დააძინებდა ქმრის მკლავებში. თავის საყვარელ სურნელში. თეჰიონმა ნიკაპი თავზე დაადო გოგოს და ამოიხვნეშა. მოწკმუტუნე ძაღლი ვისღა ახსოვდა
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....