31

1.9K 191 50
                                    

მინა და თეჰიონი ერთმანეთის პირისპირ მაგიდასთან ისხდნენ . თეჰიონი პურზე თხლად გადასმულ მარწყვის ჯემს მისჩერებოდა, მინა კი წინ დადებულ სალათს ჩანგლით ქექავდა. დილით, ახალ გაღვიძებულზე ჩხუბის შემდეგ, არც ერთს არჰქონდა ჭამის მადა.
თეჰიონი თვალს ხშირად აპარებდა მინასკენ, უყურებდა მის გაქვავებულ სახეს და ისევ რგავდა თავს, ჯემის ყურებაში.
ბოლოს წამოიწია. ხელები მაგიდაზე დააწყო და გოგოს ახედა
- მამამისი გირეკავს მაინც? - მინამ ტუჩები მოკუმა. ჩანგალს თითები კანის გათეთრებამდე მოუჭირა.
- რატომ ხარ დაინტერესებული ასე?- ამოიხვნეშა
-არ შეიძლება?
- არ არის საჭირო ჩემზე ზრუნვა. კარგად ვარ
- შენზე არც ვზრუნავ - ამოიფრუტუნა თეჰიონმა და თითქმის გაციებული ყავა მოსვა - ბავშვს არაფერი დაუშავებია ჩემთვის
- მასაც მე მივხედავ
- მარტო ქალებს რომ შეეძლოთ მათზე ზრუნვა, კაცები არ იიარსებებდნენ- წამოიძანა უცბად თეჰიონმა და თავის დებილობაზე გაკვირვებული სკამიდან წამოდგა.
- რა სისულელებს ბოდიალობ- გაეცინა მინას
- დაივიწყე. - ყავა ბოლომდე დაცალა და ჭურჭელი ნიჟარაში ჩაალაგა- უბრალოდ ბედნიერი ვიქნებოდი, ბავშვი ჩვენი რომ ყოფილიყო - თქვა ხმადაბლა და სამზარეულო დატოვა. მინას კი დანა გაუვარდა და ბიჭს თვალი გააყოლა. შემოსასვლელი კარის ხმაზე კი ამოიგმინა და ცრემლები წამოუვიდა. არ უნდოდა ყველაფერი ასე ყოფილიყო. ნახევარი წლის წინ ეგონა რომ თეჰიონთან ერთად ბედნიერად იცხოვრებდა , ახლა კი მასთან ჩხუბის მეტს არაფერს აკეთებდა.
ამ ყველაფერმა კი ძალიან დაღალა. ნორმალურად დიდი ხანია არ სძინებია. წამოდგა და მაგიდა აალაგა. ტელეფონი მოძებნა და გახსნა. დიდ ხანს უყურა თეჰიონის ნომერს. შემდეგ დარეკა და პასუხს დაელოდა
- გისმენ
- თეჰიონ...
- ხო
- მმ- ტუჩები დაბრიცა და საღამური გაისწორა - სად ხარ?
- მითხარი რატომ დამირეკე
- ნაყინი მინდა- თქვა ჩუმად და რეაქციას დაელოდა- როცა სამუშაოს მოეჩები... წამომიყოლებ?
- რისი?
- მარწყვის- წამოიძახა გახარებულმა- ან არა.. შოკოლადს... არა მარწყვის... იყოს შოკოლადის... ერთი შოკოლადის ნაყინი
- კარგი - ყურმილი მალევე გაითიშა და მინა ეკრანს დააჩერდა. აშკარად ნაწყენი ხმა ჰქონდა. მაგრამ რანაირად არ უნდა ჰქონოდა. ორივე წარმოუდგენელ გაურკვევლობაში იყო და ამის გამკ ერთმანეთის ნერვებს ჭამდნენ.
გოგომ კალთაში თანი დაისვა და მისი თმით თამაში დაიწყო. თან შემოსასვლელ კარებს უყურებდა და ელოდა საათების გასვლას, რათა თეჰიონის მოტანილი ნაყინი ეჭამა. ტელევიზორი ჩართო და საყვარელი ანიმაცია ამოარჩია, თუმცა მოკალათება არ დასცალდა , რადგან კარზე ბრაგუნი გაისმა და გოგოც ნელა წამოდგა სავარძლიდან. კარები გამოაღო და გაოცევული სწრაფად გახტა უკან. სახლში თეჰიონი შემოვიდა, უზარმაზარი ყუთით ხელში. გოგოს გაეღიმა , ტაში რამდენჯერმე სწრაფად შემოკრა და ყუთთან ახლოს მივიდა, რომელიც ბიჭმა სამზარეულოში, იატაკზე დადო. შემდეგ კი გადახსნა და უკან გამოიწია
- ხო მაგრამ მე ერთი ცალი გთხოვე - შეხედა ბიჭს და ტუჩი მოიკვნიტა, ყუთს მიუახლოვდა.
- არაუშავს- მხრები აიჩეჩა. მინა თეჰიონს სწრაფად ჩაეხუტა, მადლიერების ნიშნად. შემდეგ კი ყუთს ჩააშტერდა. თეჰიონი გაოცებული იდგა და გოგოს გახარებულ სახეს უყურებდა. დაასწრო გოგოს დახრა და შოკოლადის ნაყინი მოაწოდა,კონტეინერით.
- მადლობა- კოვზი აიღო გოგომ, გაიღიმა და მისაღებში გავიდა, დაწყებული ანიმაციის გასაგრძელებლად.
თეჰიონს გაეღიმა, თავი გააქნია და ჭურჭელი გარეცხა, შემდეგ ორი მარწყვის ნაყინი ამოიღო ყუთიდან და მისაღებში გავიდა, მინასთან. დივანზე ჩამოჯდა გოგოსთან , ერთი შეკვრა გოგოს გაუწოდა, მეორე კი თავისთვის დაიტოვა და ჭამა დაიწყო
- მე ხომ გითხარი, სამსახურის მერე თქო- მოთხუპნული პირით გამოხედა მინამ და კონტეინერს თავი ახადა
- არ ვმუშაობდი
- აბა მეგობართან იყავი?
- საყვარელთან- ნაყინიანი კოვზი ენაზე დაიდო თეჰიონმა და გაეცინა, მინას შეცვლილ სახეზე
- ეგეც გყავს?
- ხო აბა? ცოლი აღარ მყავს და არ შეიძლება?- ტუჩები გაილოკა
- ჩემი საქმე არაა- გატრიალდა გოგო. გაბუსხულმა განაგრძო ნაყინის ჭამა და ტელევიზორის ყურება.
თეჰიონი მინას უყურებდა. ეღიმებოდა მის ბავშვურს საქციელზე. უნდოდა ჩაეხუტებინა გულში და აღარ გაეშვა. თუმცა ნაწყენი იყო. ამდენი თვის მერეც ვერ ივიწყებდა იმ ძველ წყენას... ვერც ახალ ამბებს ეგუებოდა

მაგრამ მაინც, ფრთხილად წაიღო ხელი გოგოს თმისკენ და ნაზად ჩამოუსვა თითები . მინამ გამოხედა და თვალებში მიაშტერდა. როცა ბიჭმა ყურს უკან გადაუწია თმა, სიამოვნებისგან ლამის ტირილიც კი დაიწყო. თვალები მინაბა, თეჰიონმა კი ნელა ჩამოუსვა თითები ლოყაზე, შემდეგ კი ხელი უკან გასწია
- რატომ გამომიგზავნე წერილი - კითხა ჩურჩულით და თვალებში ჩახედა.
- წერილი?- გაკვირვებულმა გამოიხედა გოგომ
- ჰო.. სადაც მწერდი რომ შენ და ჰოსოკი..- კბილები ერთმანეთს დააჭირა . ღრმად ამოისუნთქა და განაგრძო- ბედნიერები იყავით დამალე ბავშვი გეყოლებოდათ
- თეჰიონ... - მისკენ შეტრიალდა და მიაჩერდა- მე არაფერი გამომიგზავნია მსგავსი...
- როგორ არა. წერილი შენი სახელით იყო დაწერილი.
- გეფიცები. თეჰიონ...- თვალები აუცრემლიანდა - არაფერი გამომიგზავნია...
  თეჰიონი წამოდგა. ნაყინის კონტეინერი დადო და თავის კაბინეტში ავიდა  . შემდეგ კი ფურცლით ხელში უკან დაბრუნდა და  გოგოს გაუწოდა. მინამ სწრაფად ჩაიკითხა წერილი . თეჰიონს ახედა  და თავი გააქნია
- ნაბიჭვარი- თმაში ხელი შეიცურა თეჰიონმა- ჯანდაბა.- წინ და უკან სიარული დაიწყო. ლანძღვას მოჰყვა და აყეფებულ იოთანს ყურადღება არ მიაქცია.
- ჯანდაბა...ჩემი ბრალია- ბურტყუნებდა ბიჭი- გაბრაზებულმა დავავალე ჰოსოკზე სკანდალები აეგორებინათ... მეგონა ჩემი გამწარება გინდოდა - სახეზე ხელი ჩამოისვა და მინას გამოხედა, რომელსაც ცრემლებით ჰქონდა თვალები სავსე
- მაპატიე... მაპატიე- მიდ შემხედვარეს გული საშინლად დაეწვა. ჩაიმუხლა დივნის წინ თე და ხელები ნელა მოხვია გოგოს, გულში ჩაიკრა და კანზე სისველე იგრძნო. ისევ ის გახდა მინას ცრემლე კს მიზეზი. ალბათ მერამდენედ უკვე.
- მაპატიე. არ ვიცოდი... არ ვიცოდი ეს იმ ნაგავმა თუ გააკეთა. მაპატიე- თავზე აკოცა . მინა უკან გაიწია .  წამოდგა ფეხზე და ოთახისკენ წავიდა
- ვწუხვარ...
- არაფერია - ამოიბურტყუნა გოგომ და ოთახის კარი მიხურა. ჩანთიდან ექოსკოპიის სურათი ამოაძვრინა და გულში ჩაიკრა

___
743 სიტყვაა

შემდეგი თავის წერას ვაგერძელებ ახლავე. ფიკი მიდის ფინალისკენ. ბოდიში რომ დავიკარგე. კომენტარები გადავიკითხე და მხოლოდ ამიტომ დავდე ეს თავიც... მომენატრეთ და ბოდიში. მადლობა და მიყვარხართ💛💛💛🖤🖤🖤

თავს მოუარეთ

დარჩით სახლში

20 დღეა სახლში ვზივარ და არ გავდივარ

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now