-რას მიყურებ?- იკითხა თეჰიონმა ცინიკურად და თითის ბალიშები ერთმანეთს მიადო. - ვგონებ, გასაგებად ვთქვი
- მაგრამ მე... - გაიყინა გოგო- შენ მე აქ ვერ დამაბამ. - კარის სახელურს წვდა და ჯაჯგური დაიწყო. თეჰიონმა ხელი ასწია და გასაღები გააჩხრიალა.
- აქ არის. მაგრამ გპირდები უახლოესი ერთი კვირა ვერ გახვალ სახლიდან
- აღარ მინდა შენი ცოლობააა- ღრიალი დაიწყო მინამ. თეჰიონი კი მშვიდი სახით უყურებდა- საერთოდ რატომ გამოგყევი შეეენ!!! რა მინდოდაააა
- იმიტომ რომ მოგეწონე - ფეხი ფეხზე გადაიდო ბიჭმა.
- არ არის ასეეე... სასწრაფოდ გამიშვიიი!!! წასასვლელი ვარ
- ვერ წახვალ! უკვე ჩემი ცოლი ხარ. გარეთ კი არაფერი გესაქმება ამ შუა ღამეს!-წამოდგა - მე დასაძინებლად წავალ. თუ ჩემს გვერდით არ დაიძინებ ახლა მაშინ მთელი შენი არსებობა ტახტზე წოლა მოგიწევს- დაამთქნარა
- შენს გვერდით წოლას ჯობია გარეთ ქუჩის ძაღლებთან დავიძინო. ისინი უკეთესები არიან!- თეჰიონი მისკენ აუღელვებლად წავიდა და გოგო კედელზე ააკრა
- მიფრთხილდი პატარა გოგონავ. მადლობა მითხარი რომ არ გეხები. ჩათვალე რომ იღბლიანი ხარ. მგონი აფ გინდა რომ გაიგონ შენი ქორწინების მიზეზი- გვერდულად გაეღიმა - ძილინებისა - ტუჩი მოიკვნიტა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილი ოთახში შევიდა. თვალებ დაჭყეტილმა გოგომ მის კარებს გამწარებულმა შეხედა . მივარდა და ბოლო ხმაზე ბრაგა-ბრუგი დაუწყო. კარები წელს ზემოთ შიშველმა თეჰიონმა გამოაღო გამწარებული სახით. მინას სუნთქვა შეეკრა და დაიბნა. ბიჭმა მას ხელიდან ტელეფონი გამოგლიჯა
- ეს ამ ბრაგუნისთვის. იწექი იმ სიბნელეში მარტო!! არ ეღირსები ტექნიკას!
- შენი აღუა ჰოარ ვარ რას მბრძანებლობ - ტონს აუწია გოგომ. საპასუხოდ თეჰიონმა ცხვირწინ მიუჯახუნა კარები და გადაკეტა.
- დამპალი ვირი! - ვიწრო ტყავის ტახტისკენ წავიდა და ნელა დაჯდა. თავს საშინლად შებოჭილად გრძნობდა. აღარც ტელეფონი ჰქონდა. არც არაფერი. საზურგეს მიეყუდა და თვალი ერთ წერტილს მიაშტერა
- შარში ვარ!- თავი გააქნია. თვალები მოხუჭა და მალევე მიეძინა. თუმცა გვერდით გადატრიალებისას ხელი მტკივნეულად მოყვა სავარძელში და წამოიწია. თავში ის შავი თმის სამაგრი ეჩხვლიტა რომელიც არც კი გახსენებია.
- ოჰ!- გამოიძრო თმიდან- მიყვარხარ- სწრაფად გაღუნა და გასასვლელ კარებთან მივარდა. მუხლებზე შედგა და რკინის საკეტში ტრიალი დაიწყო
- გაიღე გთხოვ გაიღე - კრუსუნებდა - სერიულ მკვლელებს უღებ და მე ამ ტირანისგან დაჩაგრულმა რა დაგიშავე - გააჩხაკუნა და ფეხის ხმაზე ეგრევე ფეხზე წამოდგა. გაფითრებული სახით უყურებდა მუქ ლანდ რომელიც მისკენ ნელა მოიწევდა. ბოლოს მთვარის შუქის გამო თეჰიონს ნახევარი სახე გაუნათდა , რომელზეც აშკარა გაბრაზება ეწერა
- სულელი გგონივარ?- წარბები მეტად შეკრა ბიჭმა. თავის დაწყნარებას ცდილობდა ამიტომ მკერდი ნელა ადი-ჩამოუდიოდა. - რომ ვთქვი საკმარისი არ იყო?- გოგო კანკალმა აიტანა. ახლა კი ნამდვილად არ ელის კარგი ღამე. ბიჭმა მაჯაში ხელი ჩაავლო და თავის ოთახისკენ წაათრია
- გამიშვი!! გ-გამიშვი აღარ ვიზამ- მაჯაზე მოჭერილი ხელის გაწევას ცდილობდა თუმცა ვერაფერი გააწყო . მალე სკამზე სწრაფად დაახეთქეს და დიდი ნაჭრით ხელები მისაყუდებელზე მიუბეს.
- ხმას ამოიღებ და იცოდე ინანებ - საწოლზე აძვრა და თბილად მოკალათდა. გოგომ კი მთელი ღამე გამხმარ სკამზე გაატარა.
დილით ერთი საათის ჩაძინებულს ძლიერი ხმაური აღვიძებს . თვალებს ძლივს ახელს სიტუაციის არსაქმელად და აცნობიერებს რომ თეჰიონი რკინის ჯამითა და კოვზით ხელში ოთახში დადის და ამ უკანასკნელს რკინის ნაჭერზე მთელი ძალით აჯახებს. გოგოს თავის ტკივილი უვლის . ახლა გრძნობს რომ ხელები განთავისუფლებული აქვს და წწინ იწევს
- ადექი საუზმის დროა. - ოთახიდან გავიდა და სააბაზანოში შეაჭრა. გოგო კი სამზარეულოში გავიდა. მხოლოდ ერთი გამზადებული ჩაი და თხლად დაჭრილი პურები ეწყო. მარწყვის ჯემი და კიდევ დიდი, ლამაზი მარწყვები რომელიც მიმზიდველად გამოიყურებოდა. გოგოს ახალმა იდეამ გაუელვა თავში. თაროს მივარდა და ყველა კარი გამოაღო. მარილი გამოიღო და ბლომად ჩაუშვა ფინჯანში. ნელა მოურია და გზა თეჰიონს დაუთმო რომელიც სამზარეულოში ახალი შემოსული იყო. ბიჭი მაგიდას მიუჯდა. ჩაის მოურია და მოიყუდა. ფინჯანი თითებზე შეახმა. წარბი არ შეუხრია ისე წამოიწია. უკანა ჯიბიდან მინას ტელეფონი ამოიღო და იატაკზე დააგდო. ფეხი ასწია და მთელი ძალით დააბიჯა ტელეფონს. მტვრევის ხმა გაისმა. გოგო გაიყინა ადგილზე. მისი შრომით გამომუშავებული ტელეფონი. რამდენი იწვალა მის საყიდლად . ახლა კი ვიღაც ქმარმა ტელეფონი დაუმტვრია.
- განანებ! მართლა განანებ- ცრემლები გადმოუშვა გოგომ და ოთახიდან გავიდა~~~~~~
ესეც მეორე თავი. შეფასებებს ველი <3 მადლობა ასეთი აქტიურობისთვის. იმედია ასე გავაგრძელებთ <3 მიყვარხართ. ( ვოუთებს/კომებს ველი (*'﹀'*)
~ YoongisSwagGirl
![](https://img.wattpad.com/cover/187410744-288-k466783.jpg)
KAMU SEDANG MEMBACA
✔/ My Fictitiously Wife
Fiksi Penggemarამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....