თეჰიონი სიტყვითაც გამოვიდა. გამოსვლის დროს არც ერთხელ არ შეუხედავს მინასთვის,რასაც ვერ ვიტყოდით გოგოზე, რომელიც სულ თეჰიონს და მის თეთრ თმას უყურებდა.
თეჰიონმა მხოლოდ მაშინ შეხედა გოგოს, როდესაც სცენას ჩაუარა და გაუღიმა. ამ დროს მინას თვალები განსაკუთრებით ბრწყინავდა მოწოლილი ცრემლების გამო. ბიჭი თავის ადგილას არ დაბრუნებულა, გასასვლელში გავიდა ბოდიშის მოხდით და კარი ოდნავ შეღებული დატოვა. გოგო წამოდგა. ჰოსოკი დარბაზში დატოვა და თვითონ კი სწრაფად წავიდა გასასვლელისაკენ. კარები ზურგს უკან მიხურა და ბოძთან მდგარი თეჰიონი დაინახა, რომელიც ღიმილოთ ელოდა გოგოს.
- თე...თეჰიონ- ამოიჩუჩულა და ბიჭს თვალი თვალში გაუყარა
- გამარჯობა მინა- თითებით თმა შეისწორა და მინასკენ ნელა წამოვიდა- რამდენი თვე გავიდა... ოთხი? ხუთი?
- თეჰიონ- მიმოიხედა და ხელი მისკენ გაიშვირა- გუშინ რატომ იყავი ჩემს ოთახში?- ამოიჩუჩულა და კედელს მიეყრდნო.
- ლამაზი ბეჭედია- თვალები ოქროსფერი ბეჭდისკენ გააქნია, რომელიც ასე ბზინავდა- ოდესღაც მეც მეკეთა ასეთი, არა?- ხელი აწია და თითები აათამაშა. შემდეგ კი მოტრიალდა. - მაგრამ სიმართლე გითხრა საერთოდ არ ვაპირებდი იმ ბეჭდის მოხსნას. - მიუახლოვდა და ნიკაპზე თითები დააწყო
- თ-თეჰიონ- აცახცახდა გოგო
- რას მალავთ ქალბატონო?- გაუღიმა თეჰიონმა და უსასრულოდ ჩაიძირა თვალებში.
- თეჰიონ უნდა წავიდე- გამოწევას შეეცადა, თუმცა ძლიერმა ხელმა გააკავა
- ჯერ პასუხი არ მიმიღია - სახე ახლოს მიუტანა- რას მალავ
- თეჰიონ მე..- აქეთ-იქით გაიხედა- გამიშვი გთხოვ
- ერთხელ უკვე გაგიშვი ლამაზო ქალბატონო. როგორც წინად, არც ახლა გაკავებ მაგრამ ჯერ პასუხი მინდა მივიღო
- თეჰიონ...ჰოსოკი გამოვა თეჰიონ- აფართხალდა გოგო
- და რას მიზამს. მცემს? თუ მიჩივლებს?- სახე ახლოს მიუტანა თუმცა გოგო მის თვალებში გაბრაზების გარდა ვერაფერს ხედავდა - იქნებ ამას მალავ - ხელი ნეკნებიდან ფრთხილად ჩაასრიალა ქვემოთ მუცლისკენ. მაგრამ შეხება ვერ მოასწრო რადგან ხმაურით გაიღო კარი და იქიდან ნამჯუნი გამოვარდა, მარჯუნთან ერთად. თეჰიონი მაშინვე მოშორდა ყოფილ ცოლს და მეგობრებს გახედა, რომლებიც იმედგაცრუებულები უყურებდნენ მას
- წავედით ჰიონ- ტანსაცმელი ჩამოიფერთხა თეჰიონმა და თეთრი თმა უკან გადაიყარა. შემდეგ კი შეტრიალდა , გასასვლელისკენ მიმავალ ხალხს შეერია და კედელზე აკრული გოგო უკან მოიტოვა.
რამდენიმე წამის წინ , გოგოს თვალებში დანახული შიში, ვედრება და სინანული აეზილა თეჰიონს ფიქრებში. ამდენი თვის მცდელობის შემდეგ, გოგო საბოლოოდ მაინც ვერ დაივიწყა. პირიქით, იგრძნო როგორ მოენატრა და როგორ უნდა იმ წამს მინას გამწარების ნაცვლად , ჩახუტებოდა. უსიტყვოდ და ყოველგვარი სპექტაკლის გარეშე. მისი მონატრებული სურნელი უფრო ღრმად შეესუნთქა.
მაგრამ არა. თამაში თამაშია და ყველაფერი საბოლოოდ ფინიშამდე მიდის
- ხხვალ საღამოს ფრენაა- განაცხადა ნამჯუნმა ლიფტში
- ხო მაგრამ მანამდე საქმე მაქვს- კრემისფერი პიჯაკი შეისწორა თეჰიონმა და ლიფტიდან გავიდა. მარჯუნი მას უკან გაეკიდა, თანაც სწრაფად და მაღლებზე კაკუნით
- თეჰიონ მისმინე რაღაც მაქვს შენთვის სათ..
- არა მარჯუნ. არაფრის მოსმენა არ მსურს ახლა. დღეს შევალ და ყველაფერს გავარკვევ - დიდ დერეფანს გაუყვა და ნომრის გასაღები ამოიღო. შემდეგ კი გაუკეთა და გადაატრიალა
- თეჰიონ მისმინე
- არა - შეუბღვირა და ოთახში გაუჩინარდა, კარი კი საკმაოდ კარგად ჩაკეტა.
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....