14

2.1K 233 41
                                    

- ამ საღამოს წვეულებაა- დკუმენტები დაალაგა თეჰიონმა და უნივერსიტეტიდან პირდაპირ წამყვანილ ცოლს ახედა- 4 ზე დაბარებული ხარ სალონში, 6 ზე წამოხვალ. სახლში სანამ მე არ მოვალ გაუნძრევლად უნდა იჯდე. არანაირი მოძრაობა. უბრალოდ  იჯექი და დამელოდე

- ამისთვის წამომიყვანე?

- კი - კალამი აიღო- 4 ამდე მეცადინეობა უნდა მასწრო. საღამოს შევხვდებით

- კარგი -თავი ოდნავ დაუკრა ქმარს და გასასვლელისკენ  წავიდა

- საღამომდე

~~

- ეს რა არის - სარკეში იყურებოდა მინა და თან თავს ათვალიერებდა- მეგონა რამე იქნებოდა

- თეჰიონს გადატვირთული არაფერი უყვარს- უთხრა მდივანმა. მინამ უნაკლოდ გასწორებულ თმაზე ხელი გადაისვა, შემდეგ კი გოგოს შეხედა

- თქვენთვის ბატონი თეჰიონი- ჩანთა აიღო და ნერვებაშლილი წავიდა მანქანისკენ. რატომ იცის ამ გოგომ მასზე მეტი თეჰიონზე, მის ქმარზე?

ეს ხარვეზი სასწრაფოდ გამოსასწორებელი იყო.

სახლში მისული მინა ფრთხილად დაჯდა დივანზე და გაშეშებულმა დაუწყო წინ კედელს ყურება.
- ასე უნდა ვიჯდე? - ტუჩები ამოაბრუნა და თმა წინ გადმოიყარა. დივანს მიეყუდა და ტელეფონში ქექვა დაიწყო. ნახევარ საათს ერთი საათი მიყვა მაგრამ თეჰიონი მაინც არ ჩანდა. გოგოს კი შიოდა. თან მობეზრდა ასე ყოფნა
- თეჰიონ- აკრიფა სწრაფად ნომერი და დარეკა
- გისმენ. სახლი დაწვი თუ თმა დაიშალე
- დავიღალე ლოდინით
- მოგენატრე პატარავ? მალე მოვალ
- თეჰიოოონ!
- გისმენ?
- ახხ!
- კაბა ჩაიცვი, ერთ საათში სახლში ვიქნები- ჩაიცინა ბიჭმა
- რამდენშიიი?- აღმოხდა გოგოს, თუმცა ყურმილი უკვე დაკიდული იყო. მინა ნელა წამოდგა.
- ისე საღამოს რომ ჩავეწერე და უკვე კაბაში გამოწყობილს გაეკეთებინათ ეს კარგი იქნებოდა- ოთახში გავიდა- არა და საჭიროა ჩემი იქ წაყვანა, თავის ქერა თოჯინა წაიყვანოს - კაბა ნელა გამოიღო და საწოლზე მიაფინა. გამოცვლა დაიწყო
- არა ნუ გემოვნება აქვს- კაბას სარკეში შეხედა კმაყოფილმა, შემდეგ შუბლი მოისრისა - ჩემთავს ველაპარაკები.ჯანდაბა თეჰიონ სულ გამომაშტერე! - იყვირა და ოთახის კარებიც გაიღო. გაღიმებულ სახიანმა ბიჭმა შემოიჭყიტა
- მეძახდი პატარავ?
- ეიიი გადიიიი- კარებს მიაწვა გოგო- იქნებ ვიცვლი რასმივარდები
- ჩემი ოთახია - სიცილით თქვა ბიჭმა და თავის კოსტუმთან ერთად მეორე საძინებლისკენ გადაინაცვლა.
  როდესაც თეჰიონი მისაღებში დაბრუნდა, მინა იქვე ძეგლივით ერჭო, თითებს იმტვრევდა. სწრაფად მიტრიალდა თეჰიონისკენ შეშფოთებული სახით.
ბიჭი უბრალოდ უყურებდა მას. არც ხმა ამოუღია, არც რაიმე ემოცია გამოუხატავს, უბრალოდ იდგა და უყურებდა,რაც გოგოს მეტად აშინებდა. თეჰიონს გოგოს კაბაზე ოდნავ მუქი შარვალ-კოსტუმი ეცვა. ხელები ჯიბეებში ჰქონდა ჩაწყობილი
- რა მოხდა- იკითხა შიშით გოგომ . თეჰიონმა სახეზე. შემდეგ კი გასაღები ამოიღო და გასასვლელისკენ წავიდა
- წავედით
- მოიცადე - კაკუნით გაყვა მინა - დამელოდე თეჰიონ.ვეღარ დავდივარ ამეებით
- მომკიდე ხელი- მკლავი გაუშვირა ბიჭმა- ოღონდ კოსტუმს ნუ დამიხევ.
- ახლა ჩაგარტყავ- შეუღრინა გოგომ და თეჰიონის სწრაფ ტემპს ძლივს აყვა კიბეებზე

✔/ My Fictitiously WifeDonde viven las historias. Descúbrelo ahora