33

2.7K 207 113
                                    

წინა თავი არ გამოგრჩეთ

თეჰიონი მთელი ღამე სიბნელეში იჯდა. უბრალოდ დასცქეროდა თავის ხელებს და საკუთარი თავი ეზიზღებოდა იმის გამო რომ ასეთი ფიცხი იყო. ყველაფერი ერთი უაზრობის გამო დამთავრდა. უაზრობის გამო გაწირა გოგო ამხელა საშინელებისთვის და მარტო დატოვა. ბევრი ცუდი რამ გაუკეთა. დაშორების შემდეგ, ძლივს აწყობილო სამუშაოც დააკარგინა და სახელიც შეულახა. არუნდოდა ასე გამოსულიყო. საკუთარი თავის გარდა ყველა დაადანაშაულა.

- რაც მოხდა, მოხდა. დაიძინე თეჰიონ- კარები შემოუღო მინამ ბიჭს და მოკეცილ სხეულს დააკვირდა.
- არ მინდა არაფერი.
- ძილი გჭირდება . აქ ცივა, წამოდი ოთახში - ჩურჩულებდა გოგო
- დამტოვე მარტო..
- ერთხელ გამაგდე და დაგტოვე, გინდა ახლაც წავიდე? ესაა გამოსავალი? - ტონს აუწია მინამ და შუქი აანთო- ფიქრობ წავალ და მორჩა? პრობლემები ასე არ იჭრება. უნდა ისწავლო საკუთარი თავის მართვა მაშინ როდესაც ბრაზდები
- ადვილია იმის გააზრება, რომ ყველაფერი შენს გამო დაინგრა?
- მაგრამ უკვე ყველაფერი მოხდა. დაიჯერე ერთხელ ნანახი სისულელის, თუმცა მოსმენა არც ცადე. მაგრამ დამთავრდა. რატომღაც ისევ შენს სახლში აღმოვჩნდი , ისევ ბეჭედი მიკეთია და ისევ შენზე ზრუნვას ვცდილობ.
- გთხოვ
- არა,თეჰიონ! - კარი მიაჯახუნა- იქამდე ვიჯდები აქ სანამ აზრზე არ მოხვალ.
- ცივა აქ
- ხო, ცივა თეჰიონ აქ - დივანზე ჩამოჯდა
- მინა
- გისმენ
- მაპატიე...
- მე გაპატიებ ,მაგრამ ეს ბავშვი თუ გაპატიებს გაყინვას, არ ვიცი- გაიღიმა და მუცელს შემოეხვია. თეჰიონსაც გაეღიმა. ფრთხილად წამოჯდა და მოკუნტულ გოგოს დაუწყო ყურება. შემდეგ ფრთხილად მიუახლოვდა და მის წინ მუხლებზე დადგა.
- ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო?...- ამოიჩურჩულა მინამ და თავი ასწია. ბიჭის გაფითრებულ სახეს დააკვირდა.
- არვიცი.. მაგრამ ხომ არ დასრულებულა - სახეზე გოგოს ცივი ხელი იგრძნო. ნაზად ეფერებოდნენ ლოყაზე. თეჰიონი აიწია. ხელები შემოხვია გოგოს და მჭიდროდ ჩაიკრა გულში. ამდენი ხნის შემდეგ, ძლივს დაიბრუნა გოგო. ის იგრძნო რასაც ყოველ ღამე, ძილის წინ ნატრობდა. სული შეეხუთა, არ იცოდა აქამდე ამის გარეშე როგორ სუნთქავდა. რანაირად შეეძლო ასე უხეშობა.
- დაივიწყე -  თმები უკან გადაუწია - ახლა აქვარ.. დავიღალე ჩხუბით, იცი?
- ვწუხვარ - თვალები მოისრისა ბიჭმა- მიხარია, აქ რომ ხარ
- წამოდი, აქ ცივა- ადგა მინა და თეჰიონის ხელი მჭიდროდ ჩასჭიდა. ოთახში დაბრუნდნენ.  საწოლის ზურგს მიყუდებულნი, ფანჯარას გაჰყურებდნენ. არც ლაპარაკობდნენ. უბრალოდ ერთმანეთზე მიყუდებულები სიჩუმით ტკბებოდნენ.

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now