24

1.8K 199 85
                                    

დარბაზში, რომელიც წითლად და ოქროსფრად იყო გაწყობილი, ჰოსოკი და მინა შემოვიდნენ. გოგო გამვლელებს ესაუბრებოდა და ხელს თავაზიანად ართმევდა. უღიმოდა და მადლობას უხდიდა მობრძანებისთვის.ჰოსოკი კიდევ დაცვასავით გვერდით ედგა და ექაჩებოდა მაგიდისაკენ, რომელიც სცენასთან ყველაზე ახლოს იყო გაშლილი.
- რა დაემართა?- კითხა ნამჯუნმა, რომელიც თეჰიონის ჩამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ ჩამოვიდა და თან თავის მომავალი საცოლე, მაჯრუნი წამოიყოლა
- ცოტა არ იყოს, არ უხდება ეს კაბა - ტუჩსაცხი დაიმატა ტუჩებზე და შემდეგ ერთმანეთს გადაუსვა გოგომ
- ფართე კაბებზე მეტად, მოტკეცილები უხდება მაგრამ მათი ნებაა როგორ ჩააცვან- ამოიბირტყუნა თეჰიონმა
- და იმ ბიჭს ასე ახლოს რა უნდა მინასთან?- იკითხა ნამჯუნმა ჰოსოკზე
- დანიშნულები არიან - შამპანიური მოსვა და ნამჯუნის შეშფოთებულ სახეს შეხედა
- შეუძლებელია...
- თურმე შესაძლებელი ყოფილა - ჩაეცინა თეჰიონს და ისევ სცენისკენ გატრიალდ, ყოფილი ცოლის საყურებლად
- და... - თვალები მოჭუტა მარჯუნმა- ასეთი ფერმკრთალი რატომაა... ან კიდევ... მოიცა ღიპიანი მოდელებიც ჰყავთ?- ნამჯუნს გახედა. ბიჭმა თავში ხელი შემოირტყა
- გააგრძელე ტუჩსაცხის დამატება- ტუჩები გამიუპრუწა და გაიცინა, სანაცვლოდ კი საცოლის მუჯლუგუნი მიიღო მხარში.
თეჰიონი მინას თვალს არ აცილებლა. ყოველ მის ნაბიჯს უყურებდადა შესაბამისად არც ის გამოჰპარვია , როგორ დაეცა ვიღაცის მკლავებში ღონემიხდილი. თეჰიონი ინსტიქტურად ფეხზე წამოდგა. ნამჯუნმა ვერ მოასწრო მისი მკლავით დაჭერა. გოგოს მალევე მოეხვივნენ გასს, რათა არეულობა თავიდან აეცილებინათ, ხოლო თეჰიონი ერთ-ერთი ბიზნეს-პარტნიორისკენ წავიდა, არაფრის შესამჩნევად.
- წავედი. ჩემი დროა გავარკვიო რა მოხდა - ჩანთა ნამჯუნს ჩააბარა მარჯუნმა, თვითონ კი ხალხისკენ გასწია

საღამო რომ დამთავრდა, თეჰიონი თავის ოთახში დაბრუნდა და მაშინვე თავის მდივანთან დარეკა, ჰოსოკზე ინფორმაციის შეგროვება სთხოვა მომდევნო საღამოსთვის. შემდეგ ცხელი შხაპი მიიღო და კაპიუშონიანი ჰუდი დაიხურა. სპორტულად გამოეწყო და ზედა სართულისკენ წავიდა.
- 501... 502 - კარებებზე მიკრულ ნორმებს ძლივს არჩევდა სიბნელეში ბიჭი, თუმცა გაჩერება შესახვევთან მალევე მოუწია, რადგან მინას ოთახის კარი კვლავ არ იყო დაკეტილი. მეტიც, რამდენიმე წუთის შემდეგ ოთახიდან ექიმი გამოვიდა და მას ჰოსოკი გამოჰყვა, შემდეგ კი ლაპარაკი გაუბა.
თეჰიონმა ჩუმად გადაუღო სურათი და მდივანს გაუგზავნა, ექიმის ვინაობის დასადგენად. შემდეგ კი მათ გასვლას დაელოდა და მინას ოთახისკენ ნელა წავიდა. ოთახში შესულს საწოლში მძინარე მინა და ექთანი გოგო დახვდა, რომელიც შეშინებული, კივილისთვის ემზადებოდა.
- დაწყნარდი, მე მენეჯერი ვარ - დახედა გოგოს და საწოლისკენ მიტრიალდა-ბატონი ჰოსოკი ახლა გავიდა?
- დ-დიახ- თავი სწრაფად დაუქნია და საგორავებელ მაგიდას ამოეფარა გოგო, თეჰიონმა კი მინას გაფითრებულ სახეს შეავლო თვალი და საბანი კარგად დააფარა მხრებამდე. ექთანს თავი დაუკრა და ნომრიდან სწრაფად გავიდა. ჰოსოკს შეუმჩნევლად აუარა გვერდით და თავისი ნომრისკენ წავიდა.

✔/ My Fictitiously WifeWhere stories live. Discover now