რამდენიმე დღე თეჰიონმა სიმარტოვეში გაატარა. დღეში მხოლოდ ერთხელ თუ დგებოდა საჭმელად და ისიც ძალით. სამი დღის შემდეგ კვლავ დაბრუნდა სახლში, ცხელი შხაპი მიიღო და კომპანიაში გამოცხადდა. კონტრაქტის თანახმად მის კომპანიაში ბევრგან გააკრეს სუნამოს რეკლამა, თავისთავად გოგოს სურათით. ყოველ ჩავლაზე თვალს არიდებდა ბიჭი მას და ფიქრობდა, რას გრძნობდა გოგო ახლა. საერთოდ თუ იდარდა მის გაუჩინარებაზე. ყველა გრძნობა ფიქრებს მიაწყდა, თუმცა თეჰიონმ ისინი შებოჭა და ფიქრი მხოლოდ სამსახურზე განაგრძო.
კიდევ ერთ საღამოს უნდა დასწრებოდა, თუმცა ამჯერად ვახშმის სახე ჰქონდა ამ ყველაფერს. როგორც გაიგო , მისი კომპანიონიც იქ იქნებოდა, თუმცა ყველანაირად გამორიცხა ის ფაქტი რომ მინაც იქ იქნებოდა
თეთრი კოსტუმი მოირგო, შავი ჰალსტუხით და შავი მერსედესით, რომელიც გასულ კვიირას სუნამოს წარდგენისას შენობასთან დატოვა, დანიშნულების ადგილს მიადგა. მისი სახელი ამოიკითხეს და უპრობლემოდ შევიდა დიდ მისაღებში. ასეთი საღამოები ყოველთვის მოსაწყენი იყო ბიჭისთვის. უნდა ელაპარაკათ ბიზნესზე, პოლიტიკაზე, მანდილოსნების გასვლის შემთხვევაში მოეწიათ და ელაპარაკათ ქალებზე, ტრადიციულად.
მალევე მიიწვიეს თეჰიონი მაგიდასთან, მაგიდის თავთან განკუთვნილ ადგილას, მასპინძლის გვერდით. მანაც მადლობის მოხდით დაიიკავა ადგილი და ყველას გაუღიმა
- ჯეი დაიგვიანებს- ახსენა ჩონლომ- დღევანდელი დღის მასპინძელმა თეჰიონის კომპანიონი, ზემოთხსენებული სუნამოს შემქმნელი და ხალხს ვახშმობისკენ მოუწოდა. ბიჭის თვალი კი მის წინ ორ ცარიელ სკამზე იყო გაშტერებული . ჯეი და კიდევ ვინ.. მისი შვილი? შესაძლებელია. მისი ბიზნესისა დაგვარის გამგრძელებელი. დანა-ჩანგალზე მოჭერილი თითები ოდნავ მოოუშვა და დაძაბულობის მოხსნა გადაწყვიტა, მანამდე მაინც სანამ ჯეი გამოჩნდებოდა
YOU ARE READING
✔/ My Fictitiously Wife
Fanfictionამ ქორწინებას უბრალოდ ფორმალური სახე უნდა ჰქონოდა თუმცა....