სად ვარ?

8.9K 301 39
                                    

ჯენის P.O.V
"სად ვარ?" უკვე მეასეჯერ ვკითხულობ, მაგრამ უშედეგოდ. ხმას არავინ მცემს. ნუთუ ასე ძნელია ორი სიტყვის თქმა, რომელსაც შეუძლია უმანკოდ მომანიჭოს ბედნიერება ან უბედურება.
კარის მოძრაობა, ყურში ისეთივე უხეშად მხვდება როგორც მოძრაობს. ოთახში მაღალი, ყავისფერთმიანი, ბოხ ხმიანი ბიჭი შემოდის.

-ნუთუ არ შეგიძლია, დაბმულმა და პირ ახვეულმა ჩუმად იჯდე.-ჩამომხედა ზემოდან ცივი მზერით.

-ჩუმად ჯდომა არ მჩვევია! ვინ ხარ და ჩემგან რა გინდა!-ვუყვიროდი ისე თითქოს, სადაცაა სიკვდილს შევყურებდი თვალებში და მინდოდა ბოლო სიტყვა დამეტოვებინა მაგრამ ის ბოლო სიტყვაც ისეთივე უხეში და მწარე იყო, როგორც ის ტკივილი ჩემთვის რასაც ამ 2 დღის განმავლობაში განვიცდიდი.

-რა ჭირვეული ხარ პატარავ.-ვხედავ შავგვრემან ბიჭს რომელიც, ოთახში უფრო მძიმე ნაბიჯებით მოაბიჯებს.

-გამაგებინეთ რა გინდათ?

-თეჰიონ, აქ ვერ გავაჩერებ, ფერმაში წაიყვანე.-მეგობრული მზერით გახედა, შავთმიანმა, ყავისფერთმიანს.

-იმედი მაქვს, თამანშრომლები დაითხოვე.-ცალყბად ჩაიცინა ყავისფერთმნიანმა და ხელი მკლავში "დამავლო". რასაც სრულიად უემოციოდ შევხვდი.

-თეჰიონ, ბიჭებს დაურეკე?

-კი, 2 საათში ყველა აქ იქნება.
_
ყავისფერთმიანმა სადღაც მომიყვანა, იქ სადაც არავინ იყო. ვდილობდი დახმარება ვინმესთვის მეთხოვა მაგრამ, ამისთვის იქ არავინ იყო. გავაანალიზე რომ მარტო ვიყავი. ოთახში "შემათრია" და მისაღები ოთახის დივანზე დამსვა.

-აქ იჯექი, არსად არ წახვიდე.-მითხრა მკაცრი ტონით და უხეში მზერით გამომხედა.

-კარგი.

-მე სამზარეულოში გავალ, რამეს ვიპოვი და გამოგიტან.

ამ პერიოდში თვალებით ვათვალიერებდი, სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს. იმისთვის რომ მცოდნოდა საიდან გავქცეოდი ამ ტიპს და საერთოდ აქაურობას, მაგრამ ვიცოდი რომ მაინც ვერ გავიქცეოდი. მისი ერთი გამოხედვაც მაშინებდა.

ლუციფერი/დასრულებულიWhere stories live. Discover now