წვიმს..
ქუჩაში ისევ გაუნძრევლად დგას..
თითქოს მხსნელის გამოჩენას ელოდება, რომელიც ამ საზიზღარი სამყაროსგან გაანთავისუფლებსკვლავ არ ინძრევა..
მისი ტანსაცმელი გალუმპულია, ფეხსაცმელშიც წყალი აქვს შესული, თუმცა არ ადარდებს, მანამ არ იძვრის ადგილიდან, სანამ ტელეფონზე არ ურეკავენ
-დო კიონსუ!-ქალის ხმაში გაბრაზება მკვეთრად შესამჩნევი გახლდათ-სად ხარ ამდენ ხანს?!
გარეთ რა ამბავია, შენ კი უაზროდ დახეტიალობ ქუჩებში!-დედაა-უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა ბიჭმა-პატარას ვგავარ?
-გინდა ოცდა ექვსი წლის იყავი და გინდა ოთხმოცის, გაციება გაციებაა და ასაკი არ გააჩნია-კვლავ ცოფების გადმოყრა დაიწყო ქალმა
მის სისაყვარლეზე კიონსუს ჩაეღიმა, დედამისი ხომ მხოლოდ მასზე ზრუნავდა და მეტი არაფერი
-მალე მოვალ-ეს უთხრა და ტელეფონი გაუთიშა
ღიმილით აიხედა მაღლა და სახე პირდაპირ ციდან წამოსულ წყლის წვეთებს შეაგება
ფილტვებში ჟანგბადის დიდი რაოდენობა ჩაუშვა, შემდეგ კი ღრმად ამოისუნთქა..
ძალიან მოსწონდა წვიმაში ყოფნა, თითქოს ამით ყველანაირი ემოციისგან თავისუფლდებოდამალე ეს სრული რეალობა გახადა და ცრემლები, წვიმის წვეთებს შეურია
არ ტიროდა, უბრალოდ ცრემლები სდიოდა, დიდი ხანი უნდოდა ამის გაკეთება, ახლა კი შანსი მიეცა, მას გვერდით არავინ ყავდა რომ ხელი შეეშალა, ამიტომ სულ მალე ცრემლების ჯებირს გასაქანი მისცა
მისი სახე წამებში მოიღუშა, აღარ იღიმოდა ისე ძლიერ, როგორც სულ რაღაც ხუთი წუთის წინ, დედასთან საუბრისას
ის ახლა ტიროდა, ხმამაღლა ტიროდა, აღარ შეეძლო ამდენი ემოციის ერთგან დატოვება, უნდოდა მთელი ბრაზი ამოენთხია, რომელიც მისი ოჯახის დახმარებით იყო გამოწვეული
YOU ARE READING
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..