*8*

166 27 24
                                    

იმ დღეს, უბედნიერესი იყო, მართალია, წინა ღამე სიკვდილამდე მტკივნეული იყო, თუმცა დილის ასეთ მშვენიერ დაწყებად, ნამდვილად ღირდა

კვლავ მის სახეს აკვირდებოდა, მძინარე ჯონგინს თვალს ვერ აცილებდა, უფრო სწორედ, თვალს ჯონგინის ტუჩებს ვერ წყვეტდა

მსხვილი, დაბუშტული, წითელი ტუჩები, ისეთი, მის გასინჯვას რომ მოგანდომებს

შანსი აქვს, რომ ეს გემრიელი ბაგეები დააგემოვნოს, რომ მთლიანად შეიგრძნოს ჯონგინის ტუჩები

თუმცა, სწორედ ამ დროს, ეღვიძება, კიონსუ კი მასზე მიშტერებას წყვეტს, არ უნდა, თუმცა საჭიროება მოითხოვს

-გაიღვიძე?..-დილით, მისი ხმა იმაზე მეტად სასიამოვნო მოსასმენია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

ნაზი, ამავდროულად ხავერდოვანი, უბრალოდ ესეც რომ შეგაყვარებს მის თავს

-ჰო.. გავიღვიძე..-თავი დაუქნია, მეტი ვერაფერი თქვა, სიტუაციით მონისხულმა, სხვა სიტყვისთვის, ენა ვერ ამოიდგა

-"ღმერთო.. იდეალურია.."

უნდოდა კიონსუსთვის ხელი მოეხვია, გულში ჩაეკრა, ეთქვა მის მიმართ რასაც გრძნობს, უნდოდა ხმამაღლა გამოეცხადებინა, რომ კიონსუ მხოლოდ მისია..

ყველაფერი ასეთი მარტივი არასდროსაა, უნდა იბრძოლო, რომ შენს ოცნებებამდე გზა გაიკვლიო

არაფერია იმაზე რთული, ებრძოლო ლტოლვას, რომელიც საყვარელი ადამიანისკენაა მიმართული..

______________________________________

ჯონგინმა გადაწყვიტა მათთან ერთად კიდევ ცოტა ხანს დარჩენილიყო

მშობლები გააფრთხილა, რომ მხოლოდ რამოდენიმე დღით წავიდოდა, თუმცა ამ ადგილის დატოვება, თანაც უკვე მეორედ, უდიდეს სევდას გვრიდა

სამზარეულოს ფანჯრიდან, ღრუბლებში ჩაკარგული მთვარე, ლამაზად მოჩანდა

უკვე ვახშმის დრო იყო

სანიმ, როგორც საპატიო სტუმრისთვის, ხუთი სახის კერძი მოამზადა, თანაც, ყველა ჯონგინისთვის

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now