*19*

141 9 28
                                    

-აუცილებელია ამ სულელურ ლაშქრობაზე წამოსვლა?

-კიონსუ! მერამდენედ გიმეორებ რომ კი! აუცილებელია!

-ნუ ბრაზდები, უბრალოდ ამისთვის ზედმეტად ზარმაცი ვარ..

-გაჩუმდი და ბარგი ჩაალაგე!

-იოდა, ბრძანებებს ნუ გასცემ თორემ რაღაცას ჩაგარტყამ!-მზერას უსწორებს-ის მაინც მითხარი, რამდენი ხნით ვრჩებით

-არ ვიცი, არცერთი არ ვართ აზრზე

იცინის

-რა?! ჩემს ბედს ორ გამოთაყვანებულს ვანდობ! ყოჩაღ დო კიონსუ!

-ეეი, ჩემგან და ბექისგან რა გინდა?

-ბევრი რამ!

-გეყოს.. გულს მტკენ..

-მართლა გამოთაყვანებული ხარ..

როგორც იქნა, ჩანიოლი კიონსუს ბარგის ჩალაგებას რჩება რადგანაც თავად თითის განძრევა არ ინება, ხელს კიდებს და პირველ სართულზე აბრუნებს

-ვინ ხართ მზად?

-იოლ, დრო კიდევაა, რა გაჩქარებს?

-კარგით რაა, ყველაფრის მუღამს მიკარგავთ!

სეჰუნი თვალებს ატრიალებს, ვივის ცხვირზე კოცნის და მისაღებს ტოვებს

-წავალ, ბექის დავურეკავ!

როგორც კი ჯონგინს ამჩნევს და იაზრებს, რომ კიონსუსთან მარტო სურს დარჩენა, მაშინვე რაღაცას იმიზეზებს და კიბეზე არბის

-ჩაალაგე ნივთები სალაშქროდ?

-მე არა, იოდამ, ზედმეტად დამეზარა..

მხრებს იჩეჩს და ჯონგინისკენ მიიწევს

-მოდი ჩემთან

უმცროსი ხელებს დიდზე შლის და ელოდება, როდის შეასრულებს კიონსუ მის მოთხოვნას

უბრალოდ იღიმის, მასთან მიდის და წელზე ხელებს ხვევს

ჯონგინიც არ აყოვნებს და მთელი ძალით ეხვევა

-ეს რისთვის?

ლუღლუღებს უმცროსის მკერდიდან

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Donde viven las historias. Descúbrelo ahora