*18*

153 11 40
                                    

-ღამე ვის ოთახში გეძინა?

-შენ ვინ გეკითხება!

-კიონსუ! ნუ მაბრაზებ!

-უბრალოდ, თავი დამანებე!

გვერდი სწრაფად აუარა და სრული სვლით, სამზარეულოსკენ გაემართა

-შენ და ჯონგინი ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევით, რაშია საქმე?

ამ ადამიანის ადგილას ჩანიოლი რომ არ ყოფილიყო, ალბათ კიონსუ რაღაც ცუდს ჩაიდენდა, თუმცა მეგობრის მზერამ არა გააბრაზა, არამედ სიმშვიდე მოუტანა

-ნამდვილი ნაბიჭვარია!

-გინდა ვცემო?

-კარგი აზრია..

-სერიოზულად, რა ჩაიდინა?

-იუნას ეფლირტავება..

-შეუძლებელია, ყველა იმას ამბობს რომ ჯონგინი შენს გამო შეიცვალა, ალბათ გეჩვენება..

-არა, მათ საუბარს ჩემი ყურით მოვუსმინე, რაღაცას მალავენ..

-უბრალოდ, შენც აეჭვიანე, არ გინდა?

-ბავშვს ვგავარ?

-კარგი, ჩუმად ვარ..

ალბათ ბევრს სულელურად მიაჩნია დასკვნების გამოტანა მყარი ფაქტების გარეშე, მაგრამ.. ეს ხომ იუნაა!

ყველაზე მატყუარა ადამიანი ამ დედამიწაზე, რომელიც ღმერთმა საუბედუროდ, სამსახიობო ნიჭით დააჯილდოვა

მინის ჭიქა წყლით აავსო და თავის სქელ ტუჩებთან მიიტანა

ხუთი დღეა, მას და ჯონგინს ნორმალურად არც კი უსაუბრიათ

არადა როგორ მოენატრა..

ყოველ წვრილმანზე კამათობდნენ და ერთმანეთს ეკიდებოდნენ, ნუუ ამ ყველაფერს უმეტესად კიონსუ იწვევდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ჯონგინი დამნაშავე იყო და მორჩა!

"-იუნა, იქნებ გვეყოს? საერთოდ აღარ მელაპარაკება! მალე ჭკუიდან გადავალ!

-წყნარად, ძვირფასო, ცოტაც და საწადელს მივაღწევთ.. "

ისევ ეს კოდური საუბრები, როგორ უშლიდა ნერვებს, ცოტაც და ორივეს ცემით სულს ამოხდიდა

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now