*20*

126 9 62
                                    

გაზაფხული იყო, ციოდა, თუმცა იმდენად არა, რომ გარეთ ვერ გასულიყავი და ბუნების მშვენიერებით ვერ დამტკბარიყავი

საინტერესო იყო ლაშქრობა მეგობრებთან ერთად, შეიძლება საჭმლის საკმარისი რაოდენობის წამოღება თავიდან ამოუვარდათ, გზაც რამდენჯერმე აერიათ, თუმცა მაინც სახალისო იყო!

-მეორედ თქვენთან ერთად თუ სადმე წამოვიდე, მე ვიყო კუ!

ღრმად ამოიხვნეშა კრისმა და იქვე ახლოს, ხის მორზე ჩამოჯდა

-ყოველ წამს თუ შევისვენებთ, მინიმუმ სამასი წელი მოგვიწევს სიარული!

ბურდღუნით ჩაილაპარაკა სუჰომ და კრისს, გვერდით მიუჯდა

ჩანთა ბალახზე უაზროდ მიაგდო, დანიავების მიზნით კი, ხელი სახესთან ახლოს რამდენჯერმე გააქნია

-ეხლა ცოლ-ქმრული გარჩევები არ დაიწყოთ, თორემ მე წავალ!

უკმაყოფილოდ ამოთქვა სეჰუნმა

-მოკლედ, ამიხსნის ვინმე სად მივდივართ?!

-ნუ, კიონსუ, ჰმ... ისე ხო, სად მივდივართ?

-ღმერთო, სეჰუნ, რა დებილი ხარ!

-შენთვითონ არ თქვი ტყის შუაგულში ქოხი რომაა, ერთი ღამე იქ გავატაროთო?!

-აა, ხო, გამახსენდა.. მოკლედ, ტყის შუაგულში რომ ქოხია, ვაპირებთ, იქ გავატაროთ ერთი ღამე!

კიონსუს მიუბრუნდა და დებილივით გაეკრიჭა

-ღმერთო..

შუბლში ხელი მსუბუქად, არა, ძლიიერად შემოირტყა

-მოიცადეთ, ჯონდე სადაა?

ჯუნმიონმა სივრცეს თვალი მოავლო, თუმცა ჩენი ვერსად დალანდა

-ჯონდე კი არა, მინსოკი სადაა?!

შეშინებული ხმა ამოუშვა ჯონგინმა, მაგრამ სიტუაცია მალევე გაიაზრა და სახეზე ეშმაკური ღიმილი აიკრა

-ეგ ორი რაღაცას ცუღლუტობს..

-წავედით წავედით, რორამე გზას ოპოვნიან, ან მოკვდებიან..

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now