დილით საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა, ოდნავ წამოიწია, არაფერი ახსოვდა, თითქოს წინა ღამის მოგონებები მთლიანად უფსკრულში ჩაიძირაო
ოთახისთვის თვალიც კი არ მოუვლია, ფეხზე წამოდგა და ისე გავიდა საძინებლიდან, ეცადა არ გაღვიძებოდა
თვალებ დახუჭულმა გაიარა დერეფანში რამოდენიმე მეტრი, თეთრი ფერის კართან შეჩერდა და მთქნარებით გამოაღო
როგორც კი საქმე მოათავა უკან, ოთახში დაბრუნდა და კვლავ თბილ საწოლში ჩაწოლა დააპირა, როდესაც მისთვის რაღაც ძაძააალიან უცნაური შეამჩნია
-ჯონგიიიინ! აქ რა ჯანდაბა გინდა?! ან როდის შემოხვედი?! გამეცი პასუხი! ნუ გძინავს!
ჯონგინმა ხმადაბლა ამოიზმუვლა, მოჭუტული თვალებით დააკვირდა კიონსუს, ამოიხვენშა, ბიჭის მხარეს გადაბრუნდა და როგორც შეძლო, ისეთი მშვიდი ტონით უთხრა
-კიონსუ.. გუშინ სექსი გვქონდა.. არ გახსოვს?
ერთ ადგილს მიეყინა, აქამდე დაკარგულმა ყველა მოგონებამ თავი წამებში იჩინა და კიონსუს გონებაში უზარმაზარი ადგილი დაიკავა
მაშინვე კანკალმა აიტანა, ვერასდროს წარმოიდგენდა თუ ამას იზამდა, თანაც საკუთარ ბიძაშვილთან
ჯერ კიდევ საგონებელში იყო ჩავარდნილი, ეს ხომ უბრალოდ შეუძლებელია, არა?! რატომ უნდა დაემყარებინა სექსუალური კავშირი ჯონგინთან!
ცოტა ხანს ხმას არ იღებდა, ანდაც რა უნდა ეთქვა, რაც მოხდა მოხდა, წარსულს უკან ვერ დააბრუნებდა
-არა არა და არა! ეს.. ეს შეუძლებელია.. მე.. ამას არ ვიზამდი.. ჯონგინ! მითხარი რომ ეს ხუმრობაა.. მითხარი რომ მატყუებ და სინამდვილეში..
სიმართლე, სწორედ რომ მის თვალწინ იყო, მასსა და ჯონგინს შორის ისეთი რაღაც მოხდა, რასაც ვერასდროს ვერ შეცვლიდა
-კიონსუ.. დაწყნარდი.. ისეთი არაფერი მომხდარა..
მისი თითები საკუთარ ხელებში მოიქცია, თუმცა ვერაფრის გაკეთება მოასწრო, როდესაც უფროსმა ხელი გამოგლიჯა და შეშინებული თვალებით დააკვირდა
KAMU SEDANG MEMBACA
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romansa"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..