ხუთი დღე ოთახიდან ფეხი არ გაუდგამს, არ ჭამდა, არ სვავდა, თავიდან ბოლომდე გამოფიტული იყო, ამისთვის თავის დანებებას არ აპირებდა, მანამ, სანამ მის მოთხოვნებს სისრულეში არ მოიყვანდნენ
კიონსუმ ყველას ხმამაღლა განუცხადა, რომ არ აპირებდა ასეთ ხალხთან ერთ სახლში გაჩერებას, სახლიდან წასვლა მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი, თუმცა ამის ნება არ მისცეს
ოთახში გამოკეტეს, დღეში სამჯერ მაინც მისთვის საკვები შეჰქონდათ, თუმცა ის პირს არაფერს აკარებდა
დედა და მამა გააფრთხილა, ან შიმშილით მოიკლავდა თავს, ან სახლიდან წასვლის ნება უნდა მიეცათ, და ისიც მშვიდად განაგრძობდა ცხოვრებას
იმ დაწყევლილი დღის შემდეგ, მამამისისთვის ხმა არ გაუცია, აღარ ეუბნებოდა
'დილამშვიდობის'
'დღე კარგად გაატარე'
'ძილინებისა'
და სხვა მსგავს სიტყვებსპრინციპში, არც სანისთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა
დედამისი რამდენჯერ დარჩენილა კიონსუს ოთახის წინ, იქ გაუშლია ერთგვარი საწოლი და ღამე იქ გაუტარებია
ნანობდა რომ იმ დღეს ხმა არ ამოიღო, თუმცა დროს უკან ვერ დააბრუნებდა, ამის შანსები საერთოდ არ ჰქონდა
იუნა ყოველ დღე ბედნიერი იღვიძებდა, ასევე ბედნიერი მიირთმევდა საუზმეს, სადილს და ვახშამს, სულაც არ ადარდებდა მისი ძმა, მხოლოდ ჯონგინის შესახებ გააჩნდა გეგმები, რომელთა სისრულეში მოყვანას სულ მალე აპირებდა
თვითონ ჯონგინიც არ იყო კარგად, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდა, ისიც იმის საჩვენებლად, რომ არ შიმშილობდა, ღამეებს ათენებდა, კიონსუს კართან საათობით იდგა და შესვლას ლამობდა, თუმცა მისი სინდისი ამის უფლებას არ აძლევდა
ახლაც, კარების წინ, სუნთქვაშეკრული იდგა და არ იცოდა რა ექნა
მხოლოდ ის უტირიალებდა გონებაში, რომ აუცილებლად უნდა დალაპარაკებოდა, თუმცა რას ეტყოდა, ეს თავადაც არ იცოდა
ESTÁS LEYENDO
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..