ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ, ხმას არც ერთი არ იღებდა, ორივე მშვიდად შეექცეოდა თავის წილ საკვებს
-იქნებ.. იქნებ ერთად წავსულიყავით?-ხმის კანკალით იკითხა ჯონგინმა, ძალიან ეუხერხულებოდა ამის კითხვა, თუმცა მაინც გაბედა და ხმა ამოიღო
-დღეს.. დღეს ღამის ცვლაში ვარ.. არ გამოვა..-აწითლებული ლოყებით უპასუხა
-გასაგებია.. მაშინ.. სხვა დროს იყოს.. -უხერხულად გაუღიმა-მაშინ, ჩემი წასვლი დროა..
-ხო.. ასეა.. -გასასვლელამდე მიაცლა, თავად კი წინ დაუდგა
-ხო მართლა, ხვალ რომელზე მოხვალ სახლში?-კიონსუმ დაბნეულად უპასუხა რიცხვი '10' რასაც ჯონგინის პატარა ღიმილი მოჰყვა-ეცადე არ გადაიტვირთო.. საჭმლის ჭამაც არ დაგავიწყდეს.. როცა დრო გექნება დაიძინე.. თუ რამე მოხდა დამირეკე..
კიონსუმ უბრალოდ თავი დაუქნია, პირველად მოხდა რომ ჯონგინი მასზე ასე ზრუნავდა
-წარმატებები, კიონსუ.. -მისმა შემდეგმა მოქმედებამ ბიჭი სრულიად გადარია
ჯონგინის ცხელი ტუჩები, სულ რამოდენიმე წამში კიონსუს ლოყაზე აღმოჩნდა, მის ხელებში კი ბიჭის აწითლებული სახე მოთავსდა
ორივეს სიამოვნებისგან თვალები მიენაბა, ეს ისეთი შემთხვევა იყო, რომელსაც ვერცერთი ვერ დაივიწყებდა მთელი ცხოვრების განმავლობაში
კოცნა სულ რაღაც ათ წამს გაგრძელდა, სურვილისდა საწინააღმდეგოდ ჯონგინს ამის შეჩერება მოუწია, რადგან იცოდა, ცოტად და რაღაც არასწორს ჩაიდენდა
-ნახვამდის..
-ნახვამდის..
ასე დაიწყო კიონსუს მუშაობით დატვირთული ღამე, რომელმაც ჯონგინის დახმარებით ნათელი ფერები შეიძინა და მის მიერ რესტორანში გატარებულ დღეებს შორის, პირველი ადგილი დაიკავა
______________________________________
დამღლელი ღამე იყო, იმ დროს რესტორანში უამრავი შეკვეთა მივიდა, კიონსუც იძულებული გახდა ყველაფერი სწორად გაეკეთებინა, თორემ სამსახურის დაკარგვას თავს ნამდვილად ვერ აარიდებდა
![](https://img.wattpad.com/cover/204511357-288-k720270.jpg)
YOU ARE READING
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..