*9*

173 22 21
                                    

ყველაფერი ზედმეტად სასიამოვნო, ამავდროულად არარეალური იყო

ორივე, კიონსუს ოთახში, მშვიდად იჯდა, ერთი წიგნს თვალმოუცილებლად კითხულობდა, მეორე კი ნოუთბუქში ფილმს უყურებდა

ისინი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებოდნენ, მათი გემოვნებაც კი არ ემთხვეოდა ერთმანეთს

კიონსუს უყვარდა სიწყნარე, როდესაც შეეძლო მშვიდად, ფიქრში გაეტარებინა დრო, არ იზიდავდა ხმაურიანი ხალხი, ისინი მასზე ცუდ ზეგავლენას ახდენდნენ

ჯონგინი კი-პირიქით

მას უყვარდა ხმაური, იყო ფლირტის მოყვარული ახალგარდა, ხალხის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც იგი "წიგნის ჭიებს" ეძახდა, ვერ უგებდა, ერჩივნა მათთან სულ არ ყოფილიყო

შეუძლებელია, მათ ერთმანეთი შეყვარებოდათ

თუმცა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს მაინც მოხდა, მათი გრძნობები ერთმანეთს მოულოდნელად დაუკავშირდა

ეს კავშირი კი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, მისი თავიდან მოშორება რამდენჯერაც არ სცადეს, მაინც ვერ შეძლეს

სიყვარულს თავად ჯონგინი და კიონსუ დაემონნენ

ერთად ყოფნა არ შეეძლოთ, თუმცა ეს უნდოდათ, უბრალოდ წარმოუდგენლად მიაჩნდათ, როგორ უნდა ეცხოვრათ შორი-შორს

ის გასაგიჟებელი ორი კვირა, ტანჯვას გაუტოლდა

ახლა ერთად იყვნენ

სულ რაღაც ერთი სიტყვა "მიყვარხარ" ყველაფერს უშველიდა, ყველა სირთულეს გადალახავდნენ, მხოლოდ ის იყო საჭირო, რომელიმეს პირველი ნაბიჯი გადაედგა..

-კიონსუ, არ გშია?-ხმაზე ბიჭმა წიგნიდან თავი წამოყო, გაიაზრა, რომ მართლაც ძალიან შიოდა, ამიტომ ჯონგინს სამზარეულოსკენ გაუძღვა

სანი და ჯეჰიონი სახლში არ იყვნენ, როგორც ყოველთვის ოჯახის შესანახად გრძელ და მძიმე გზას გადიოდნენ

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Onde histórias criam vida. Descubra agora