*6*

182 28 14
                                    

იმ ღამით ახალი წელი დგებოდა, რა მალე გავიდა დრო, არა? თითქოს გუშინ გადავიდა ჯონგინი სანისთან საცხოვრებლად

ყველაზე უღიმღამო ახალი წელი, რაც კი კიონსუს ახსოვს, არც განათებები, არც თოვლის ბუნებრივი სილამაზე და საჭმელებიც კი არ ცვლიდა მის განწყობას

ოთახში, პატარა დივანზე, უემოციო სახით იჯდა და წიგნს კითხულობდა

სხვა არაფერი ადარდებდა, მხოლოდ წიგნზე იყო კონცენტრირებული

-კიონსუ.. ნაძვის ხის საყიდლად მივდივართ, არ წამოხვალ?-საძინებელში სანიმ ღიმილით შეიხედა, თუმცა როდესაც შვილის თვალებს გადააწყდა, უკვე შემოსვლაც კი ინანა

-არ მინდა.. თქვენ წადით..-ხმადაბლა უპასუხა და კითხვა განაგრძო

-დღეს იუნა ბოლოჯერ რჩება ჩვენთან.. ხვალ ისევ სეულში ბრუნდება..-ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა ქალმა, თითქოს ამით ანიშნა, შენი და ბოლოჯერ ნახე და გააცილეო

-და მე რა ვქნა?! მივულოცო რომ ისევ მარტო აგრძელებს ცხოვრებას?! თუ ის რომ ჩვენ მიგვატოვებს და სხვაგან წავა?!-გაღიზიანებული სახით შეხედა კიონსუმ

-არაფერი.. საერთოდ არაფერი არ უნდა ქნა..

სანი არაფერ შუაში იყო, თუმცა კიონსუმ ჯავრი პირველ რიგში მასზე იყარა, დედამისიც ნაწყენი, უხმოდ გავიდა ოთახიდან

ბიჭი წიგნის კითხვას მიუბრუნდა, თუმცა, როდესაც ეს საქმე უბრალოდ მობეზრდა, გარეთ გასვლისთვის განკუთვნილი ტანსაცმელი მოირგო, და პირველ სართულზე ფაქტიურად სირბილით ჩავიდა

-მე წავედი..-წინასწარ გააფრთხილა მშობლები და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო, თუმცა სანიმ სწრაფად შეაჩერა და მისკენ შებრუნება აიძულა

-დღეს შენს სახელზე ფოსტა მოვიდა.. ისევ.. -ხელში პატარა შეკვრა გაუწოდა, კიონსუმ სწრაფად გამოართვა და უხეშად გახსნა

"კიონსუს, ჯონგინისგან"

ამის წაკითხვის თანავე მუქი ფერის ნივთს ხელი ძლიერად მოუჭირა, მოზღვავებული ემოციებს განთავისუფლებისგან თავი შეიკავა და დედას ისე მიუბრუნდა

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now