*7*

181 23 24
                                    

ახალმა წელმა ისე ჩაიარა, როგორც არაფერი..

კიონსუს საერთოდ არ ადარდებდა ის საჩუქრები, რომლებიც მხოლოდ მისთვის იყო ლამაზად შეფუთული, არც ის ადარდებდა, რომ უკვე შობა იყო, დრო, როდესაც ყველა უბრალოდ ბედნიერი იყო, მიზეზის გარეშე

-კიონსუ!ამას შეხედე რა ლამაზია გარედან! თან შენთვისაა, გახსენი, იქნებ მოგეწონოს..-ღიმილით მიაჩეჩა ხელში სანიმ საშუალო ზონის, მწვანე, პრიალა ქაღალდით დაფარული ყუთი

-ნეტა რატომ აქვს საჩუქრებს ასეთი დიდი მნიშნველობა თვენთვის..-ღრმად ამოიხვნეშა და ყუთი ბუზღუნით გამოართვა-ან საერთოდ, ვისგანაა?

-სახელი არ ეწერა, იქნებ შენი თაყვანისმცემელია, ვინ იცის..-ჩაიხითხითა სანიმ და თვითონაც აიღო ხელში პატარა ვარდისფერი შეფუთვა

-დროს ტყუილად ვკარგავ..-ხმადაბლა ჩაილაპარაკა კიონსუმ, დიდი ჯაჯგურის შემდეგ მაინც შეძლო საჩუქრის გახსნა, რის შემდეგ მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა-ეს რა ჯანდაბაა..

-რა დევს?-ინტერესით იკითხა სანიმ

-საღამურები..-ხელში ცისფერი ტანსაცმელი მოიმარჯვა, რომელსაც უსაყვარლესი ნახატები ამშვენებდა

დათვი და პინგვინი ერთმანეთს იყვნენ ჩახუტებულნი, მთელი მატერია ამ შესანიშნავი ნახატებით იყო გავსებული, ზოგგან ხელები ჰქონდათ ჩაკიდებული, ზოგგან კი ისე ჩანდა, თითქოს ერთმანეთს კოცნიდნენ..

-ვაიმე ძალიან საყვარელია-სიხარულით წამოიძახა სანიმ-შენ რას იტყვი?

-ეს ვინ გამოგზავნა?!-მკაცრად იკითხა ბიჭმა

-ხომ გითხარი უკვე,არ ვიცი..-თვალები აატრიალა ქალმა და ფეხზე წამოდგა-ამ ბავშვებმა არაფრის დაფასება არ იციან..

კიონსუ დაფეთებული მიშტერებოდა საჩუქარს, რომელმაც მისი გულის აჩქარება, უპრობლემოდ გამოიწვია

ყუთში ჩაიხედა, ფურცელი ეგდო, ხელში აიღო და მასზე დაწერილი, გაურკვეველი შინააარსის მქონე წინადადებას დააკვირდა

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now