*14*

154 15 51
                                    

დილის თერთმეტი საათი იქნებოდა, ისინი მხოლოდ ახლა იწყებდნენ საუზმობას იმ ადგილას, სადაც თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ ოჯახში

დაახლოებით სამი კვირა გავიდა, კიონსუს ცხოვრებისეული გადაწყვეტილების მიღებიდან

ფიქრობდა, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც კი აქამდე მიუღია

ის თავს ბედნიერად გრძნობდა სეჰუნის სახლში, რომელმაც კიონსუ საკუთარ უფროს ძმად მიიღო

ყველაზე მთავარი კი, რაც ამ დროის განმავლობაში მას თავს გადახდა, ჩინეთიდან ჩანიოლისა და ბექიონის დაბრუნება იყო

როგორც ყოველთვის, ემოციებს დიდად არ გამოხატავდა, თუმცა მისი შინაგანი 'მე' ბედნიერებისგან, გამუდმებით ჩანიოლის სახელს გაჰყვიროდა

ყველა დაახლოვდა, სამეგობროს წევრებს, რომლებიც თორმეტ ადამიანს წარმოადგენდნენ, ერთმანეთი ყველაფერს ერჩივნათ

-მოკლედ, დღეს ლუჰანს უნდა შევხვდე-ეშმაკური ღიმილით შეხედა სეჰუნმა სამზარეულოში მჯდარ რამოდენიმე ადამიანს

-ისევ იგივე სისულელის ჩადენას თუ აპირებ, ჯობია სახლში დარჩე-ერთგვარი რჩევა მისცა სუჰომ და კიდევ ერთი ლუკმა მოითავსა პირში

-მართალია-მხარი აუბა მათგან ერთ-ერთმა-შემდეგში ჯელტმენი იყავი, და არა ჩვეულებრივი ნაბიჭვარი

-ისეთი არაფერი ჩამიდენია, მსგავსი რეაქცია რომ გქონოდათ!

-ამ.. შეიძლება ვიკითხო რა მოხდა?-ოთახში ჩანიოლის ხმამ გაიჟღერა, რაზეც ზოგიერთს ხმადაბალი სიცილი აუტყდა

-ლუჰანი პაემანზე დაპატიჟა, მივიდა, ვახშამი შეუკვეთა და საჭმლის ფული ლუჰანს გადაახდევინა

-ეგ კი არა, ავტობუსით ამგზავრა, სხვა ტრანსპორტი ძვირიაო

-მაგრამ ავტობუსის ფულის გადახდაც ლუჰანს მოუწია

-სეჰუნ..-ღიმილით ამოილაპარაკა კიონსუმ-მოდი სახლში დარჩი კარგი? ცოდოა ბიჭი შენს ხელში..

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now