უკვე ექვსი სხვადასხვა დაწესებულება მოიარა, ყველგან შესაფერის შეკვეთებს ტოვებდა და კუთვნილ თანხას ინახავდა
ჯიპიესმა რაღაც არასწორად უჩვენა
აქამდე შეკვეთებს მხოლოდ მის რაიონში არიგებდა, თუმცა ამჯერად მას ორი საათის სავალზე უწევდა წასვლა
-ჯანდაბა..
თვალები აატრიალა, მოპედის მსგავს ტრანსპორტის სახეობაზე მოთავსდა და გზას გაუყვა
ისე დაიღალა უაზრო მგზავრობით, რომ მზად იყო შუა გზაში შეჩერებულიყო და უკან დაბრუნებულიყო
თავს მხოლოდ იმით იმხნევებდა, რომ მისი პირობის გათვალისწინებით, იგი მომავალი სამი დღე სამსახურში არ ივლიდა, რაზეც მინსუნს გართულება არ ექნებოდა
ცა მოიქუფა, მზემ კი შავი ფერის ფუმფულა ღრუბლებში ჩაკარგვა არჩია, სულ მალე კი წყლის წვეთებმა იწყეს ხმელეთზე დაშვება
-ესღა მაკლდა..
დავუშვათ დანიშნულების ადგილამდე ცოცხალმა მიაღწია, შემდეგ იქიდან რანაირად უნდა წამოსულიყო?!
გონებაში თავს იწყევლიდა, დარჩენილიყო ქალაქში, ერთი შეკვეთის მიტანაზე უარის თქმა, კიონსუს ნამდვილად არ მოკლავდა
წვიმამ სვლა ააჩქარა
ქუჩები ნისლში ჩაიკარგა
ასეთ დროსაც კი, როდესაც კიონსუ უბრალოდ საშინელ სიტუაციაში იყო, გარემო, ულამაზესი ეჩვენა
გაეღიმა
ბევრი მსგავს ამინდს წყევლიდა, საერთოდ არ სიამოვნებდათ წვიმასთან ურთიერთობის დამყარება, თუმცა ასეთ მოსაზრებებს, კიონსუ მთლიანად უარყოფდა
წვიმის ხმა.. უბრალოდ შეუდარებელია
იყო ადამიანი, ვინც ყველაფერ ცუდშიც კარგს ხედავს, ნიჭია
ნიჭი, რომლითაც კიონსუ ღმერთმა უდაოდ დააჯილდოვა
-მგონი ეს ადგილია..
YOU ARE READING
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..