თოვლი იმდენად ხშირი აღარ იყო როგორც აქამდე, მისი ადგილი უკვე წვიმას დაეკავებინა, რომელიც ყოველთვის დიდი დოზით აღწევდა კორეის უამრავ ქალაქამდე
როგორც ცნობილია, იმ დღესაც საშინლად წვიმდა, მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა, გამუდმებით აწვალებდა მისი ხმა შენობებში მყოფ ადამიანებს
დიდი სისწრაფით ეხეთქებოდა წყლის გამჭირვალე წვეთები ფანჯრებს, რომლებშიც ორიდან მკაფიოდ მოჩანდა ორი ადამიანის სილუეტი
ამ ღამემ მათი ცხოვრება შეცვალა
კიონსუ ოთახში შესვლისას არაფერს დაკვირვებია, არაფრისთვის მიუქცევია ყურადღება
მშვიდად მივიდა საწოლთან და მის კიდეზე, მძიმედ დაეცა
ამოიხვნეშა
თავი ბალიშზე ჩამოდო, დაძინება არც უცდია რადგან იცოდა, ამას აზრი მაინც არ ექნებოდა
სრულიად მოულოდნელად, საძინებლის კარები გაიღო და შიგნით მაღალმა სხეულმა, ხმაურიანად შეაბიჯა
ჯონგინი ოდნავ წამოიწია რათა ენახა, ვინ დაურღვია შესანიშნავი სიმყუდროვე
-"ო.. ღმერთო.."
მართლაც ისეთი რეაქცია ქონდა, როგორიც სხვას მის სიტუაციაში ექნებოდა
წარმოიდგინეთ, კარის ზღურბლზე მდგარი, სველი თმით, წელს ზემოთ შიშველი, მის ტანზე ჯერ კიდევ შერჩენილი წყლის წვეთები და რაც მთავარია, გამოხედვა, რომელიც წამებში დაგამონებს
ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა
უბრალოდ ასეთი ჯონგინის დანახვა.. საშინლად სასიამოვნო აღმოჩნდა
საწოლზე უფრო კომფორტულად მოთავსდა, მზერის მოშორება არც კი უფიქრია
პირიქით!
მასზე ურცხვად დაკვირვება განაგრძო
![](https://img.wattpad.com/cover/204511357-288-k720270.jpg)
YOU ARE READING
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..