*16*

136 12 35
                                    

ტელევიზორში მათი საყვარელი ფილმი გადიოდა, საათის ისრები საღამოს თერთმეტ საათს აჩვენებდა, ფანჯრიდან კი სავსე მთვარე ნათლად მოჩანდა

კომედიური ჟანრი და მელოდრამა ერთად იგრძნობოდა ფილმის მსვლელობისას, არც ისინი უშინდებოდნენ მხიარულების და ამავდროულად სევდის გამოვლენას

მხოლოდ ჯონგინს და კიონსუს ეღვიძათ, სეჰუნს ლუჰანთან ტელეფონზე საუბრისას ჩამოეძინა, დანარჩენები კი უბრალოდ მთელი დღე არ ენახათ

რა ლამაზი ღამე იყო ნეტა იცოდეთ, ისეთი მშვენიერი სანახავი იყო ჩაბნელებული ქუჩის პირას მდგარი პატარა, კერძო სახლი, რომლიდანაც ულევი სიცლის ხმა ისმოდა, მაშინვე გულს გაგითბობდათ მათი ბედნიერების ცალი თვალით ხილვაც კი

მთვარის შუქი გზას ანათებდა და გამვლელებს მისი გაგნების საშუალებას აძლევდა, ვინაიდან მათ უბანში ერთი განათების ნატამალიც კი არ იყო

-ჯონგინ, გეძინება?

თმა შუბლიდან ღიმილით გადაუწია, როგორც კი ჯონგინმა თავი მხარზე ჩამოადო, ამ დროს ისე საოცნებოდ გამოიყურებოდა..

-არაა..-მთქნარებით უპასუხა-კარგი, სულ ცოტა..

-შეგიძლია დაიძინო, ცოტა ხანს კიდევ ვიქნები და მეც ამოვალ..

-იყოს, დაგელოდები..

წუთიც არ იყო გასული, როდესაც ოთახი მისმა ფშვინვის ხმამ მოიცვა

ისე საყვარლად ეძინა..

ასეთ მდგომარეობაში, პატარა, მცირეხნიანი კოცნა აჩუქა შუბლის არეში

პლედი მის მხარეს უფრო დიდ მანძილზე გადასწია (მიუხედავად იმისა რომ თავად თითქმის აღარ დარჩა), შემდეგ კი ნელა წამოიწია და ძაალიან ფრთხილად ადგა ფეხზე, რათა უმცროსს არ გაღვიძებოდა

-კიონსუ.. სად მიდიხარ..

-დაიძინე ჯონგინ.. არსად არ მივდივარ..

თავი ნელა დაუქნია და ისევ სიზმრების სამყაროში გადაინაცვლა

Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)Where stories live. Discover now