დილით გაღვიძებენ, საჭმელს გაკეთებინებენ, ნერვებს გიშლიან, არ გაძლევენ განტვირთვის საშუალებას და..
მიდი და არ შემოგაკვდეს!
ჯერ კიდევ არ გაზრდილან, არც ერთი! ყველას ორი წლის ბავშვის ჭკუა შემორჩა! ვერ შეედავები!
სეჰუნი, ლუჰანთან საუბრის და ურთიერთობის დალაგების გამო, ბედნიერი ზეცაში დაფრინავს, შეყვარებულ, თინეიჯერ გოგონას მოგაგონებდათ
შიუმინი და ჩენი ისევ დაიკარგნენ! იქნებ მინსოკმა მაინც აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა და ამდენ იდიოტს მოუაროს! მაგრამ, ასაკის მიუხედავად, არც ის გაზრდილა!
სუჰო და კრისი..
დღე და ღამე ჩხუბობენ, ყველაფერზე, საერთოდ ყველაფერზე, და ამაში, მართლა ყველაფერს ვგულისხმობ!
ჩანიოლი.. ოდესღაც პირქუში, დიდყურება, დაგრეხილფეხება იოდა, ახლა ანგელოზს დამსგავსებოდა, ნუ, რათქმაუნდა, ის ხომ ბექიონთანაა, გასაკვირი არცაა!
ლეი და ტაო
ერთმანეთზე უარესი დებილები!
იდიოტები! სულელები! მაგრამ მაინც თავისებურები..კიონსუს ნერვები?
ნუ იკითხავთ, მწყობრში აღარაა, სულ მალე ფუნქციონირებას შეწყვეტს, ან, უარესი, მისი პატრონი, ყველა იქ მყოფზე შურს იძიებს!
ყოველი ეს ტრიალებდა კიონსუს გონებაში, გამუდმებით ცდილობდა ზედმეტად არ ეყვირა, ეჩხუბა, გაელანძღა.. მაგრამ..
ამ დიდი ბავშვების საქციელი, აშკარად აღიზიანებდა!
-კარგი რა, რაზე ნერვიულობ? ისინი ხომ.. უბრალოდ.. იდიოტები არიან!
შეყვარებულის ზურგს უკნიდან მოეხვია, თავი მისი გამაბრუებელი არომატის მქონე კისერში ჩარგო და ღრმად შეისუნთქა
თავს კარგავდა
-ხოდა სწორედ ამაშია საქმე! ზედმეტად დიდი იდიოტები არიან!
![](https://img.wattpad.com/cover/204511357-288-k720270.jpg)
ESTÁS LEYENDO
Uncontrollabled Thing, Called Love (დასრულებულია)
Romance"-ჯონგინ.. ვიცი გზა, თუ როგორ დავრჩეთ ერთად.. სამუდამოდ.." ჯონგინის და კიონსუს უცნაური ისტორია, რომელიც ერთმანეთთან არაბიოლოგიური ნათესაობის დამსახურებაა..