💞თავი 5💞

1K 65 13
                                    

ჯინას pov
დილით ცხრა საათზე მაღვიძარამ გამაღვიძა. ახლა წესით სკოლაში უნდა ვიყო მაგრამ, დღეს ექიმთან მივდივარ, სააბაზანოში შევედი დავიბანე, თმა გავიშრე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.
_არ წავიდეთ? მე უკვე მზად ვარ(მე)
_არ გინდა ჯერ ჭამო?(დედა)
_იქიდან, რომ წამოვალთ სადმე შევიდეთ და იქ ვჭამოთ(მე)
_კარგი მაშინ წავიდეთ(დედა) როგორც იქნა მივედით და დედამ ჩემი ფსიქოლოგის  კარზე დააკაკუნა. ადრე პრობლემები მქონდა. ჩემს თავში ჩავიკეტე და ყველა ჩემს მეგობართან ურთიეთობა გავწყვიტე. ზოგჯერ უაზროდ ვყვიროდი და შემდეგ ტირილს ვიწყებდი. სწორედ ამ ყველაფრის გამო დავიწყე ამ ექიმთან სიარული და მინდა ვთქვა, რომ ახლა ბევრად კარგად ვარ.
_შეიძლება?(დედა)
_დიახ შემობრძანდით(ექიმი) ჩვენ ოთახში შევედით და ექიმის წინ დავჯექით. 
_ჯინა როგორ ხარ?(ექიმი)
_კარგად(მე)
_დედაშენმა მითხრა, რომ ისევ გესიზმრება კოშმარები(ექიმი)
_დიახ რამდენჯერმე ვნახე(მე)
_რაღაც პერიოდი აღარ ნახულობდა მაგრამ რამდენიმე კვირაა ისევ ესიზმრება.(დედა)
_ასე მაშინ ხდება თუ რამით შეშინდება, რამე ხომ არ მომხდარა?(ექიმი)
_იცით აქ ახლახანს გადმოვედით და მაშინ ინერვიულა, სხვა არაფერი მომხდარა.(დედა)
_ჯინა სხვა რამე ხომ არ მომხდარა?(ექიმი)
_არაფერი მომხდარა(მე) არ მინდოდა მეტად ენერვიულა დედას და არაფერი ვთქვი იმ დღეზე როდესაც მანქანამ კინაღამ გამიტანა.
_შეგიძლია მომიყვე შენ სიზმრებზე?(ექიმი)
_სულ ერთი და იგივე მესიზმრება, მანქანაში ვზივარ , ყველაფერი ძალიან მალე ხდება და შემდეგ დასისხლიანებული ძირს ვგდივარ(მე)
_მეგობრების მხრივ საქმე როგორ მიდის?(ექიმი)
_ერტი მეგობარი მყავს აქ რომ გადმოვედით მაშინ გავიცანი(მე)
_ძალიან კარგია, ჯინა შეგიძლია გახვიდე დედაშენს მინდა დაველაპარაკო(ექიმი)
_ნახვამდის(მე) დავემშვიდობე ექიმს და გარეთ გამოვედი.
ჯინას დედის pov
_ჯინას რამე ხომ არ გაახსენდა ავარიაზე?(ექიმი)
_ისევ არაფერი ახსოვს(მე)
_წეღან ვერაფერი გითხარით და ასე უეცრად თავის ძლიერი ტკივილები და ეს კოშმარები რაღაცის გამოა, ვფიქრობ მან რაღაც ისეთი დაინახა ან თავად გადახდა, რამაც იმ ავარიის დეტალები გაახსენა.(ექიმი)
_ასე რომ იყოს მეტყოდა ჯინა თან ის ხშირად გვეკითხება რატომ არ ახსოვს წარსული და რა მოხდა იმ დღეს(მე)
_გასაკვირი არც არის მას, რომ ეს ყველაფერი აინტერესებს და თუ რამე პრობლემები იქნება შეგიძლიათ ისევ მოხვიდეთ და მე გავესაუბრები ჯინას(ექიმი)
_კარგით მადლობა(მე)
ჯინას pov
ნეტა რაზე ელაპარაკება ამდენი ხანი? დედა ექიმის ოთახიდან გამოვიდა.
_წავიდეთ ჯინა(დედა)
_კარგი წავიდეთ და თან გზაში ერთ კარგი ადგილი ვიცი და იქ შევიდეთ, ძალიან მშია(მე) დედამ თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია და მანქანაში ჩავჯექით. დედას იმ ადგილის მისამართი ვუთხარი სადაც მე და მინა ხშირად დავდივართ. იქ მისვლისთანავე საჭმელი შევუკვეთეთ.
_დე ექიმმა რამე ცუდი გითხრა?რაღაც მოწყენილი ხარ(მე)
_არა, ყველაფერი რიგზეა(დედა)
მინას pov
სკოლიდან მოვდიოდი და ჯინაზე ვფიქრობდი. მასთან არ მილაპარაკია იმ საღამოს შემდეგ როცა ჩვენთან იყო და დღეს სკოლაშიც არ მოსულა. იმედია იმ საღამოს ჩემა ძმამ რამე ცუდად არ უთხრა. დღეს რამდენჯერმე დავრეკე მინასთან და არ მპასუხობს. ჩემს სახლთან უკვე ახლოს ვიყავი როდესაც ჩანი დავინახე და მასთან მივედი.
_გამარჯობა ჩან დღეს ჯინა სკოლაში არ იყო და არც ტელეფონზე მპასუხობს, რამე მოხდა?(მე)
_გამარჯობა, ექიმთან არის(ჩანი)
_ექიმთან? ცუდად არის?(მე)
_მთლად მასეც ვერ ვიტყვი(ჩანი)
_აბა რა ხდება?(მე)
_მგონი შენც უნდა იცოდე ამიტომ გთხოვ ახლა რასაც გეტყვი ჯინას არ უთხრა.(ჩანი)
_კარგი არ ვეტყვი(მე)
_ჯინა ხუთი წლის წინ ზამთრის არდადეგებზე მშობლებმა სეულში გამოუშვეს ნათესავთან. იმ დღეს ის ტაქსში ჩავსვით და რამდენიმე საათში დედას ვიღაცამ დაურეკა და უთხრა, რომ ჯინა საავადმყოფოში იყო. თურმე მოყინულ გზაზე მძღოლს მანქანა მოუსრიალდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა ჯინა კი როგორც ჩანს მანქანიდან გადმოსულა და გზაზე ვიღაც ბიჭს უპოვია უგონოდ, ის ბიჭი რომ არა ახლა ჩემი და ჩვენთან არ იქნებოდა. იმ ბიჭს თავისი მაისურის ნაჭრით ჯინას ჭრილობა გადაუხვევია და მერე სასწრაფოში დაურეკავს. ექიმა გვითხრა ის ბიჭი, ასე რომ არ მოქცეულიყო ჯინა სისხლისგან დაიცლებოდაო.(ჩანი) ამ ამბის მოსმენისას თვალები ამიცრემლიანდა.
_ჩან დამშვიდი ჯინა ჩვენთან არის და მას არაფერი ემუქრება.(მე)
ცოტახანს ვილაპარაკეთ მე და ჩანმა მერე მას დავემშვიდობე და სახლში შევედი. მთელი დღე ჯინაზე ვფიქრობდი მას არაფერი ახსოვს და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ავარიაში მოყვა, გარდაცვლილ მძღოლზე და იმ ბიჭზე არაფერი იცის. საღამოს ჩემი ძმა სახლში, რომ მოვიდა მასთან ავედი.
_ძმაო რაღაც მაინტერესებს.(მე)
_შემოდი(ჯონქუქი)
_იმ საღამოს ჯინა შენთან მადლობის გადასახდელად მოვიდა და მას შენ რამე ცუდად ხომ არ უთხარი?(მე)
_მოგიყვა თავის მოკვლას, რომ აპირებდა?(ჯონქუქი)
_რააა. რა უთხარი?(მე)
_სახლამდე მიგაცილებ თავს ისევ რამე არ დამართოთქო.(ჯონქუქი)
_სულ გააფრინე ძმაო? საიდან მოიტანე, რომ თავს იკლავდა.(მე)
_შუა გზაზე იდგა და არც კი ინძრეოდა.(ჯონქუქი)
_კარგი რა, არაფერი იცოდი და ასე რატომ უთხარი.(მე)
_მაშინ მითხარი რა არ ვიცი(ჯონქუქი)
_მე ვერაფერს გეტყვი, მაგრამ შენ შეგიძლია თავად კითხო ჯინას და ბოდიშიც მოუხადო.
ჯონქუქის pov
ამით რისი თქმა უნდოდა მინას? იქნებ ის მართალია და არასწორად გავიგე. ჯანდაბა ჯონქუქ რატომ ვერასდროს აჩუმებ ენას? ალბათ მართლა არასწორად გავიგე და ჯინასაც ვაწყენინე.
ჯინას pov
დილით მაღვიძარამ დარეკა თუ არა ავდექი სკოლისთვის მოვემზადე, ქვემოთ ჩავედი, საჭმელი ვჭამე და გარეთ გავედი. მინაც მალევე გამოვიდა. მე მას ხელი დავუქნიე და მისკენ წავედი.
_მინა როგორ ხარ?(მე)
_კარგად შენ როგორ ხარ?(მინა)
_მეც ძალიან კარგად ვარ და არ მკითხავ გუშინ სკოლაში რატომ არ ვიყავი?(მე)
_გუშინ შენ ძმას შევხვდი და მან მითხრა ექიმთან არისო.(მინა)
_კარგი ახლა წავიდეთ თორე გაკვეთილზე დავაგვიანებთ.(მე)
სკოლამ ჩვეულებრივად ჩაიარა, სახლში მე და მინა ფეხით წამოვედით და ერთ კაფეში შევედით ყავის დასალევად, ცოტა ვიჭორავეთ. სახლში, რომ მივედი უკვე საღამო იყო და მაშინვე ოთახში ავედი და გაკვეთილების მომზადება დავიწყე.

ორი კვირის შემდეგ.
ჯინას pov
გაკვეთილები დამთავრდა და როგორც ყოველთვის მე და მონა სახლში ერთად წამოვედით.
_ჯინა ამ შაბათ კვირას ჩემი ძმა და მაგისი მეგობრები წვეულებას აწყობენ ხომ წამოხვალ?(მინა)
_არა მინა მაგის ხასიათზე არ ვარ.(მე)
_აუუ გთხოვ რაა, შენ გარეშე იქ ძალიან მოვიწყენ.(მინა)
_კი მაგრამ...(მე)
_ჩემი ხათრით წამოხვალ, თან გავერთობით.(მინა)
_არ მინდა წამოსვლა იქ შენი ძმაც იქნება და მე მასთან არ მილაპარაკია იმ საღამოს შემდეგ.(მე)
_ჯინა ჩემი სულელი ძმის გამო ასეთ მაგარ წვეულებაზე უარი არ უნდა თქვა.(მინა)
_კარგი ჯანდაბას წამოვალ.(მე)
_ხვალ საყიდლებზე წავიდეთ(მინა) გახარებული ჩამეხუტა და სახლში შევიდა.
მე ჩემს მშობლებს წვეულებაზე ვუთხარი და მათ ჩემზე მეტადაც გაუხარდათ. რადგან დიდი ხანია გასართობად არსად წავსულვარ. მეორე დღეს გაკვეთილების შემდეგ მე და მინა საყიდლებზე წავედით.
_ო ღმერთო როგორი დამღლელია ეს ყველაფერი(მე)
_კარგი რა ჯინა, მალე ვიპოვით სასურველ კაბებს.(მინა) და აი ძლივს ვიპოვეთ ისეთი კაბები რომლებიც ორივეს მოგვეწონა და თან გვიხდებოდა კიდეც. სახლში ძალა გამოცლილი დავბრუნდი ჭამის თავიც არ მქონდა, ამიტომ პირდაპირ ოთახში ავედი და დავიძინე.

ესეც მეხუთე თავი და იმედია მოგწონთ🥰🥰❤❤💞💞
ამ სურათით დაგემშვიდობებით მომავალ თავამდე💞 💞💞❤❤🥰🥰

ესეც მეხუთე თავი და იმედია მოგწონთ🥰🥰❤❤💞💞ამ სურათით დაგემშვიდობებით მომავალ თავამდე💞 💞💞❤❤🥰🥰

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Don't Leave Me《completed》✔Where stories live. Discover now