💛თავი 19❤

597 48 12
                                    

რამდენიმე დღის შემდეგ.
_ჩან ყველაფერი ჩაალაგე?(დედა)
_კი დედა(ჩანი) ბიჭი ხელში რაღაც კონვერტს იღებს და სახლიდან გადის.
_შვილო სად მიდიხარ?(დედა)
_რაღაცა უნდა მოვაგვარო სანამ წავალ.(ჩანი)
მანქანაში ჯდება და ერთ-ერთ კაფესთან აჩერებს. შიგნით შედის და სასურველი სხეულის დანახვაზე ხარბად ისუნთქავს ჰაერს.
_მადლობა, რომ მოხვედი(ჩანი)
_დროზე მითხარი რა გაქვს სათქმელი.(ჯონქუქი)ჩანი ბიჭის წინ ჯდება და წყლით სავსე ჭიქას ბოლომდე ცლის.
_ჯონქუქ ვიცი, ის, რომ მე ეგოისტი ვარ და იმას ვაკეთებ, რაც ჩემთვის იქნება კარგი, მაგრამ ეს სულაც არ ცვლის იმ ფაქტს, რომ მე შენი და მიყვარს. ის მთელი ეს დღეები არ მპააუხობდა და თავს მარიდებდა. ამიტომ გთხოვე, რომ შემხვედროდი.(ჩანი)
_ჩან იცი ძალიან მომწონდი, რადგან ჩემ დას უყვარდი და თავს ბედნიერად გრძნობდა, შენთან ერთად. ყოველთვის, როდესაც შენზე ლაპარაკობდა თვალები უბრწყინავდა, ახლა კი უბრალოდ შენი სახელის გაგონებაც კი არ უნდა. აქ კი იმიტომ მოვედი, რომ ჯინას ძმა ხარ მე კი ის საკუთარ თავზე მეტად მიყვარს.(ჯონქუქი)
_მიხარია, რომ შენ ხარ ჩემი დის შეყვარებული. მიხარია, რომ ხუთი წლის წინ იმ ადგილას იყავი და ჩემი და გადაარჩინე. მადლობელი ვარ შენი. ეს აქამდეც უნდა მეთქვა. შენ, რომ არა ვინ იცის ჯინა ახლა როგორ იქნებოდა. არ ვიცი მადლობის გადახდა როგორ შემიძლია, უბრალოდ მინდა, რომ ჯინას გვერდით იყო ყოველთვის და მას გაუფრთხილდე.(ჩანი)
_შენ რა იცოდი ის ბიჭი, რომ მე ვიყავი?(ჯონქუქი)
_კი და კიდევ მაქვს სათხოვარი. ვიცი ამის არანაირი უფლება არ მაქვს, მაგრამ ეს წერილი გთხოვ მინას მიეცი.(ჩანი) ჯონქუქს კონვერტი მიაწოდა და მანაც გამოართვა.
_გადავცემ(ჯონქუქი)
_ყველაფრისთვის ვწუხვარ და ნახვამდის(ჩანი)
ჩანი კაფიდან გავიდა და ჯონქუქიც მალევე წავიდა სახლში.
_მინა ახლა ჩანს შევხვდი და მან ეს გადმომცა, შენთვისაა(ჯონქუქი)
_ნაგავში გადააგდე, არ მჭირდება.(მინა)
_ის დღეს საღამოს მიდის იქნებ წაიკითხო, მერე არ ინანო(ჯონქუქი) დას ხელებში შეაჩეჩა კონვერტი და ოთახში მარტო დატოვა. კონვერტს დიდხანს უყურებდა გაშტერებული და ბოლოს გამბედაობა მოიკრიბა და ის გახსნა. შიგნიდან ოთხად გადაკეცილი თეთრი ფურცელი ამოიღო, რომელსაც თან სამაჯური ამოყვა. საწოლზე ჩამოჯდა, იქვე დადო სამაჯური და კონვერტი.ფურცელი ნელა გაშალა და ნაწერის კითხვა დაიწყო.
წერილი:
პირველად, რომ დაგინახე მაშინ გავიფიქრე, ოხ ეს გოგო სრულყოფილება. იმ მომენტში ვერც კი ვიფიქრებდი, ასე ძლიერ თუ შემიყვარდებოდი. ეს გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ არც კი იცი რამდენი ვიფიქრე, იმაზე თუ რა რეაქცია ექნებოდათ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ვიცოდი, რომ გულს ვატკენდი მათ და შენ კი გულს გაგიტეხდი, მაგრამ მე ეს ნაბიჯი მაინც გადავდგი, ჩემი ოცნება ავირჩიე. ვიცი ეგოისტი ვარ და ჩემს თავს ამას არასდროს ვაპატიებ. არც იმას ველოდები, რომ შენ მაპატიებ. შენ რომც მაპატიო მე ვერასდროს შევძლებ შემოგხედო თვალებში. შენი ღირსი არ ვარ, შენ მეტს იმსახურებ. გვერდით გჭირდება ადამიანი, რომელიც ჩემს მსგავსად უარს არ იტყვის შენზე და არ მიგატოვებს. ვფიქრობ, ასეთი ადამიანის მოძებვნა არ დაგჭირდება. ის აქამდეც გვერდით გყავდა. არასდროს გამიხარდებოდა შენი სხვა ბიჭთან დანახვა, მაგრამ ჩემთვის მხოლოდ შენი ბედნიერებაა მნიშვნელოვანი. მინა შენთან გატარებული რამოდენიმე თვე ჩემს ცხოვრებაში დაუვიწყარი იყო და შენს სახელს ჩემს გულში ყოველთვის ექნება განსაკუთრებული ადგილი. განა შემიძლია გითხრა ის, რომ ეს სიყვარულია? შეიძლება ამის უფლება აღარ მაქვს მაგრამ მიყვარხარ.
წერილის დასასრული.
თეთრი ფურცელი გოგონას ცრემლებით დასველებულიყო. მინამ წერილი კონვერტში დააბრუნა და საგულდაგულოდ შეინახა. ისე თითქოს ყველაზე ძვირფასი ნივთი ყოფილიყოს. სააბაზანოში შევიდა. გრილი წყლის ქვეში იდგა და მთლიანად გამოთიშული ერთ წერტილს მიშტერებოდა. მთელი საათი ასე იყო და ფიქრობდა რაღაცაზე. უეცრად გონს მოეგო, წყალს მოშორდა, კარადაში რაც კი მოხვდა ხელთ ის ჩაიცვა. საწოლზე დადებული სამაჯური რომელიც კონვერტში იდო აიღო, თმა არც კი გაუშრია ისე ჩაირბინა კიბეები და ჯონქუქის ძებნა დაიწყო. მისი სახელის ძახილზე ჯონქუქი მინასთან მივიდა.
_რა მოხდა მინა?(ჯონქუქი)
_რომელ საათზე მიფრინავს?(მინა)
_ერთ საათში(ჯონქუქი)
_ძმაო დროზე აეროპორტში წამიყვანე, უნდა მივუსწრო, მას უნდა მივუსწრო.(მინა) სახლიდან გავარდა და ჯონქუქის მანქანაში ჩაჯდა.
_ჯონქუქ უფრო სწრაფად ვერ წახვალ?(მინა)
_ნუ ნერვიულობ მივასწრებთ(ჯონქუქი) დას ამშვიდებდა, გოგონა კი მაინც ვერ წყნარდებოდა, თითქოს ეს გზა საუკუნედ ქცეულიყო. ძლივს მიაღწიეს აეროპორტში და მინაც შიგნით შეიჭრა თვალებით ჩანს ეძებდა და აქეთ იქით იყურებოდა. უკან ჯონქუქი მოყვებოდა. მინა უეცრად გაჩერდა, როდესაც მის პირდაპირ ჩანი დაინახა თავის ოჯახთან ერთად. ის ზურგით იდგა და ვერ დაინახა მინა, რომელიც ნელა მიუახლოვდა უკნიდან და დაბალ ხმაზე თქვა, ისე, რომ მას გაეგო.
_შეიძლება ბოლოჯერ ჩაგეხუტო?(მინა)მინა მას უკნიდან ჩაეხუტა, ჩანმა ნაცნობი ხმის გაგონების და შემდეგ ხმის პატრონის შეხება იგრძნო. როგორ მოენატრებოდა გოგონას ხმა, სურნელი, შეხება, სიცილი. გოგონასკენ შებრუნდა ჩანი ისე, რომ თვალებში არც კი შეუხედავს
_შენ მოხვედი(ჩანი)
_შეგიძლია ეს სამაჯური გამიკეთო?(მინა)გოგონამ ჯიბიდა სამაჯური ამოიღო და ჩანს მიაჩეჩა ხელებში. ბიჭმაც უსიტყვოდ მოარგო მინას ხელს სამაჯური.
_მომენატრები ჩან(მინა)
_მეც მომენატრები(ჩანი)
ბიჭმა გოგონას ხელები შემოხვია და რამდენიმე წუთი ასე იდგნენ ჩახუტებულები. ეს იყო მათი ბოლო ჩახუტება და ბოლო შეხვედრა. ორივე ფიქრობდა, რომ ამ განშორების გადატანა შეუძლებელი იყო, მაგრამ არავინ იცის ბედი რას უმზადებდა მათ.
_ჩემი წასვლის დროა(ჩანი) დას და მშობლებს დაემშვიდობა, არც ჯონქუქი გამორჩენია, რომელიც იქვე იდგა და ნაღვლიანი სახით უყურებდა. ჩანი ჯონქუქთან მივიდა და ისე უთხრა რაღაც სხვებს, რომ ვერ გაეგოთ. ჯონქუქმაც თავი ოდნავ დაუქნია.

ესეც მეორე თავი და მე ისევ შუაღამით დავწერე ასე, რომ არ გაგიკვირდეთ რამე ისე თუ არ იყო.🤣🤣 თქვენი აზრი დააფიქსირეთ!🥰🥰💜💜

ასეთ მდგომარეობაში მაქვს დაწერილი ეს თავი😌😂😂🤣😴😴😴

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ასეთ მდგომარეობაში მაქვს დაწერილი ეს თავი😌😂😂🤣😴😴😴

Don't Leave Me《completed》✔Where stories live. Discover now