ჯინას pov.
ვგრძნობდი ჯონქუქის ხელს რომელიც ჩემსაზე ჰქონდა ჩავლებული და ცერა თითით სასიამოვნოდ მეფერებოდა ხელზე. ჩამძინებია, მაგრამ ასეთ სასიამოვნო ვითარებაში გაღვიძებამ კარგ ხასიათზე დამაყენა. თავიდან თვალებს არ ვახელდი და ამ სიმშვიდით ვტკბებოდი. ნეტა სად მივყავარ? ამდენი ხანია გზაში ვართ და მე გამოძინებაც მოვასწარი. სასიმოვნოდ თბილი ნიავი შემოდიოდა ოდნავ ჩაწეული მანქანის ფანჯრიდან. გაზაფხულის გასაოცარი სურნელით გაბრუებულს, რასაც ჯონქუქის სასიამოვნო სუნიც ემატებოდა ღიმილის საბაბს მაძლევდა და როგორც ჩანს ჯონქუქმა შეამჩნია და ხმამაღლა გაიცინა.
_რა გაცინებს? არ მძინავს(მე) თვალებდ დახუჭულმა შევეკითხე
_მეგონა ძილში იცინოდი, მთლიანი სახე გიბრწყინავს, ძალიან ლამაზი ხარ.(ჯონქუქი) და აი როგორც ყოველთვის გული საშინლად ამიჩქარდა და სახემაც გახურება დაიწყო, თვალები გავახილე და პირდაპირ მის მომღიმარ სახეს შევეჩეხე. რომელსაც ჭკუიდან გადავყავარ. მეც მორცხვად გავუღიმე.
_რატომ იღიმოდი?(ჯონქუქი)
_მსიამოვნებს ეს გარემო და ბედნიერებას მანიჭებს.(მე)
_ძალიან მიხარი, ალბათ დაიღალე, ცოტაც მოითმინე და მივალთ(ჯონქუქი)
_ქუქ მე არ დავღლილვარ, ჩემზე ფიქრს შენ თავზე აჯობებს იფიქრო, მთელი გზა შეუსვენებლად ატარებდი მანქანას და ალბათ როგორ დაიღალე, ცოტახანს გავჩერდეთ თუ გინდა.(მე)
_პატარავ თითქმის მივედით და თან ძალიან მიხარია, რომ ჩემზე ზრუნავ.(ჯონქუქი) ფანჯარაში ყურება დავიწყე გზა, რომლითაც მივდიოდით ორივე მხრიდან ჩაფლული იყო მწვანე ხეებში, და მათში მზის სხივებ ძნელად აღწევდა. რამდენიმე წუთში მანქანა ამ ვიწრო გზიდან გადავიდა და ტყეში უფრო ვიწრო, გაკვალულ გზას გაუყვა. ათ ან თხუთმეტ წუთში ჯონქუქმა მანქანა გააჩერა და იქიდან გადმოვიდა, ჩემს მხარეს მოვიდა და კარები ფრთხილად გამოაღო.
_გადმობრძანდით(ჯონქუქი) ხელი გამომიშვირა და მეც არ დავაყოვნე, მაშინვე მის ხელს ჩემი ჩავკიდე და მანქანიდან გადავედი. ჯონქუქის თვალებში ყურებით მთლიანად მოვწყდი ამ სამყაროს და ვეღარც იმ ადგილის დათვალიერება მოვახრეხე, რომელიც ჩვენს წინ იყო გადაშლილი. მწვანე ხეებს შორის, ხის ორ სართულიანი სახლი იდგა და მას ერთი მხრიდან პატარა ზომის ტბა ჰქონდა. ამ ყველაფრის შემჩნევა, რომ მოვახერხე, თვალებ გაბრწინებული ჯონქუქს ჩავეხუტე.
_ძალიან ლამაზია ეს ადგილი.(მე)
_წამოდი შევიდეთ და ცოტა დავისვენოთ, საღამოს კი აქაურობა დავათვალიეროთ.(ჯონქუქი)
_კარგი(მე)
ავტორის pov.
მასთან ერთად სახლში შევიდა ჯინა და შიგნიდან სახლი კიდევ უფრო ლამაზად მოეჩვენა. პირველი სართულის ერთ მხარეს კუთხის დივანი და ორი სავარძელი რომლის წინაც ტელევიზორი იდგა. დივნის უკან კი სამზარეულო იყო, რომელსაც ხის მასალისგან დამზადებული ბარის მაგიდა ჰქონდა. მთლიანი პირველი სართული ერთი დიდი ოთახი იყო რომელის მეორე მხარესაც პატარა ხის კიბით მეორე სართულზე ახვიდოდით სადაც ორი საძინებელი ოთახი იყო თავისი სააბაზანოებით. გოგონამ მთლიანი სახლი სირბილით დაათვალიერა და ბოლოს მაცივარს მიადგა, რომელიც სავსე იყო პროდუქტებით. როგორც თვითონ გოგონამ დაასკვნა აქ წინასწარ უკვე ვიღაცა იყო მოსული, რადგან მთლიანი სახლი სისუფთავისგან ბრწყინავდა და მაცივარიც სავსე იყო.
_ჯონქუქ აქაურობა ძალიან მომწონს, მაგრამ ამდენი პროდუქტი რათ გინდოდა ჩვენ ხომ დღესვე უნდა წავიდეთ სახლში?(ჯინა) ინტერესით შეხედა ბიჭს, რომელსაც სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გადაურბინა წამიერად.
_ჯინა აქ რამდენიმე დღე დავრჩებით და რომ არ ინერვიულო, შენი მშობლებისგან ნებართვა ავიღე, ასე, რომ ყველაფერი რიგზეა.(ჯონქუქი)
_ქუქ როდის მოასწარი ამ ყველაფრის მოგვარება და თან მე სკოლის ფორმით ვარ აქ.(ჯინა)
_მაგაზეც ვიზრუნე, დედაშენს ვთხოვე და ტანსაცმელი გამომატანა შენითვის. ზემოთ ოთახშია კარადაში შევალაგებინე მოსამსახურეებს.(ჯონქუქი)
_ქუქ საუკეთესო ხარ(ჯინა) ბიჭს ძლიერად ჩაეხუტა და მალევე მოშორდა.
_შეიძლება წყალი გადავივლო?(ჯინა)
_მაგას რა კითხვა უნდა წამოდი ოთახში აგაცილებ და გაჩვენებ რა სად დევს.(ჯონქუქი) ბიჭმა ჯინას ყველაფერი აჩვენა სააბაზანოში, სად რა იდო და მალევე გავიდა თავის ოთახში. ბიჭმაც გადაივლო წყალი, სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა და ქვემოთ ჩავიდა. ჯერ ჯინა არ იყო გამოსული სააბაზანოდა ამიტომ ჯონქუქმა გადაწყვიტა, რომ საჭმელი მოემზადებინა. მათ ხომ არაფერი ეჭამათ და უკვე საღამოს ხუთი საათი ხდებოდა.
ჯინას pov.
სააბაზანოდა გამოვედი ტანსაცმელი ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი. სამზარეულოში ჯონქუქი დავინახე, რომელიც ხახვს ჭრიდა და თვალებიდან ცრემლი მოსდიოდა. მის დანახვაზე გამეცინა და იმანაც შემამჩნია თუ არა თვალებზე ინსტიქტურად მაიკის მკლავი მოისვა, რათა ცრემლები მოეწმინდა.
_ჯონქუქ ტირიხარ?(მე) მისკენ ანერვიულებული წავედ მაგრამ სიცილს ძლივს ვიკავებდი. წარმოიდგინეთ ჯონქუქი, რომელიც ხახვის დაჭრისას ცრემლებად იცლება.
_არა საიდან მოიტანე?(ჯონქუქი)
_რატომ არ დამელოდ? მე მოვამზადებდი საჭმელს. თავი დაანებე მივხედავ.(მე)
_ჯინა შენ დაჯექი და მე გავაკეთებ ყველაფერს.(ჯონქუქი)
_არა მოდი დაგეხმარები და რას ვამზადებთ?(მე)
_მაკარონს ხორცით,იმედია გიყვარს(ჯონქუქი)
_კარგი არჩევანია(მე)მასთან მივედი და გადმოლაგებული პროდუქტები დავჭერი. თმა გაშლილი მქონდა და თვალებზე მედებოდა, რამდენჯერმე ხელით ვცადე გადაწევა მაგრამ არ გამომივიდა, რადგან დასვრილი მქონდა ხელები. ჩემს ამ გასაჭირს უყურებდა ჯონქუქი და ეღიმებოდა ბოლოს კი ჩემთან მოვიდა, ხელებით თმა ნაზად გადამიწია უკან და ისევ თავის საქმეს მიუბრუნდა.
_მალე მზად იქნება მე თეფშებს გავაწყობ(ჯონქუქი)
_კარგი(მე) ხუთ წუთში საჭმელიც უკვე მზად იყო და მაგიდაც. მე და ჯონქუქი მაგიდასთან დავჯექით და საჭმლის დაგემოვნება დავიწყეთ.
_აბა როგორია?(ჯონქუქი)
_უგემრიელესია(მე)
_იმიტომ, რომ შენი დახმარებით მოვამზადე.(ჯონქუქი)
_ქუქ ეს სახლი ვისია?(მე)
_ჩემი აქ ხშირად მივდიოდით ბავშვობაში და მთელი ოჯახი დროს კარგად ვატარებდით(ჯონქუქი)
_ულამაზესია აქაურობა(მე)
_შენ ჯერ კიდევ არ გინახავს ყველაფერი, ვჭამოთ და მერე დაგათვალუერებინებ ყველაფერს.(ჯონქუქი)
რაც შეიძლება მალე მივალაგეთ სამზარეულო და გარეთ გასასვლელად მოვემზადეთ. ჯონქუქმა გამაფრთხილა, რომ საღამოთ აცივდებოდა ასე, რომ თბილად უნდა ჩამეცვა.
ავტორის pov.
ჯონქუქმა ჯინას ხელი თავისაში მოაქცია და მაგრად ჩასჭიდა თითქოს სადმე გაექცეოდა. სახლიდან გავიდნენ და ვიწრო ბილიკს გაუყვნენ, რომელიც პატარა ტბისკენ მიდიოდა. ჯინა ამ სილამაზით აღტაცებული ათვალიერებდა ბუნებას, რომელიც შებინდებულზე კიდევ უფრო რომანტიკული გამხდარიყო. ჯონქუქი კი მის გვერძე მყოფ გოგონას არ აცილებდა თვალს და მისი ბედნიერებით ხარობდა. უკვე მერამდენედ შემოუარეს ტბას გარშემო და თითქოს ამას ვერც კი ამჩნევდნენ. ამასობაში შემოაღამდათ და სახლისკენ წამოვიდნენ.
_ჯინა რატომ კანკალებ? გქცივა?(ჯონქუქი)
_ცოტა(ჯინა)
_ასეთი მცივანა რატომ ხარ? მაგრამ ჩემთვის უფრო კარგი მე გაგათბობ.(ჯონქუქი) ბიჭმა გოგონას ხელები შემოხვია წელზე და მისკენ მიიზიდა, ზედ მთლიანად აიკრო და უკვე, როდესაც უნდა ეკოცნა ჯინასთვის, ტელეფონის ზარმა ჩაუშალა გეგმები. ეს საოცარი სიმშვიდე ჯინას ტელეფონზე ზარმა დაარღვია და გოგონაც ძლივს მოეგო გონს და უპასუხა თავის მეგობარს, რომელიც გათიშვას არ აპირებდა.
_გისმენ მინა.(ჯინა)
_სად ხართ? რას აკეთებთ? მარტოები ხართ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ?(მინა)
_გოგო ცოტა ნელა, ხომ უნდა გავიგო რას მეუბნები(ჯინა)
_ძალიან კარგად გაიგე რაც გითხარი, ასე რომ მიპასუხე(მინა)
_მარტოები ვართ თქვენს აგარაკზე(მინა)თითქმის ჩურჩულით თქვა და თან მორცხვად ჯონქუქს შეხედა, რომელიც აშკარად არ იყო კმაყოფილი ასეთი მომენტის გაფუჭებით. მან უცბად ტელეფონი წაართვა ჯინას და თავის დას თვითონ უპასუხა.
_დაო იცი მაინც რა მომენტი გააფუჭე? ახლა ყველაფერი იცი აღარ დარეკო რა(ჯონქუქი) თითქოს თხოვნით მიმართა ბოლოს.
_კარგი უბრალოდ..(მინა)ტელეფონი გაუთიშა ჯონქუქმა და ჯინას მიაწოდა.
_ტელეფონი საერთოდ არც უნდა წამოგეღო, მაგრამ ამ მომენტს მერე დავასრულებთ.(ჯონქუქი)
_რას დავასრულებთ?(ჯინა) ისეთი ტონით იკითხა აშკარად ვერ მიხვდა, მაგრამ ჯონქუქის მოქმედებამ ყველაფერი ნათელი გახადა. გოგონას მოწყვეტით აკოცა.
_აი ამას, მაგრამ არ გეგონოს რომ ეს მეყო(ჯონქუქი) გოგონას ხელი ჩაკიდა და სახლში შეიყვანა.
_ქუქ რამე ფილმს ვუყუროთ რა(ჯინა) საყვარელი სახით გახედა.
_ისეთი საყვარელი ხარ უარს როგორ გეტყვი.(ჯონქუქი)
_მე ფილმს ავარჩევ, შენ კი პოკორნი მოიტანე.(ჯინა) გოგონამ ისეთი ფილმი შეარჩია რომელიც არასდროს ენახა, მაგრამ სმენოდა, რომ კარგი იყო. მდივანზე მოკალათდნენ. ჯონქუქმა პოპკორნი კალთაში ჩაიდო და გოგო რაც შეიძლება ახლოს მისწია. ფილმს თავიდან დიდი სიამოვნებით უყურებდნენ, მაგრამ შეიქმნა ისეთი მომენტი როდესაც ჯინამ თავი არაკომფორტულად იგრძნო და უკვე ბოლომდე აწითლებულმა ჯონქუქს სთხოვა, რომ ფილმი გამოერთოთ.
_ჯონქუქ გამოვრთოთ რა(ჯინა)
_რატომ უნდა გამოვრთოთ, ჯერ ახლა დაიწყო და თან საინტერესო რაღაცეები ხდება(ჯონქუქი) ეშმაკურად გახედა აწითლებულ გოგოს, რომელსაც უკვე აღარ შეეძლო ჯონქუქის მზერის ატანა.
_ჯონქუქ ამას როგორ უნდა ვუყუროთ?(ჯინა)
_შენ არ აირჩიე ეს ფილმი?(ჯონქუქი)
_კი მაგრამ არ ვიცოდი ასეთები თუ იქნებოდა, და არც ის თვრამეტი პლიუსი შემიმჩნევია ზედ რომ ეწერა.(ჯინა)
_კარგი დამშვიდი არ გაძალებ არაფრის ყურებას გამოვრთოთ(ჯონქუქი) ბიჭმა ფილმი გათიშა და ჯინას შეხედა რომელსაც ჯერ კიდევ ვარდისფრად ჰქონდა ლოყები შეფერადებული.
_გინდა დავიძინოთ?(ჯონქუქი)
_კარგი იქნება(ჯინა) გოგო წამოდგა და კიბებზე ავიდა ჯონქუქიც უკან გაყვა. კარებთან მისული გაჩერდა და ჯონქუქს ძილინებისა უსურვა. ჯონქუქი თავის ოთახში შევიდა და პიჟამოები ჩაიცვა შემდეგ კი ჯინას ოთახოსკენ გაემართა.
გოგონა ამ დროს უკვე იწვა და დაძინებას აპირება. მაგრამ დაფეთებული წამოხტა, როდესაც ჯონქუქი დაინახა თავის ოთახში.
_აქ რას აკეთებ?(ჯინა)
_არ შეიძლება შეყვარებულთან ერთად დავიძინო?(ჯონქუქი)ბიჭი საწოლშე შეწვა და ჯინა ზედ მიიკრა. გოგონას რაღაცა უნდა ეთქვა, მაგრამ ბიჭმა დაასწრო.
_ნუ მორცხვობ და გპირდები არაფერს გავაკეთებ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ. ახლა კი დაიძინე.(ჯონქუქი) გოგონა ამ სიტყვების გაგონების შემდეგ მოეშვა და ბიჭის კისერში თავი ჩარგო. რამდენიმე წუთში კი ორივემ სხვა სამყაროში გადაინაცვლეს.დღეს უკვე მეორე თავი🥰🥰💜💜💜მაგრამ რაღა დღეს ღამის პირველი ხდება🤦♀️🤦♀️😂
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.