მინას pov.
დილით გავიღვიძე თუ არა ჩანს მივწერე.
მიმოწერა:
მინა: შეგიძლია შემხვდე?
ჩანი: დილამშვიდობის😍
ჩანი: რამე მოხდა?
მინა: უნდა გელაპარაკო.
ჩანი: კარგი, მაგრამ უნივერსიტეტში მივდივარ, იქნებ სამი საათისთვის შევხვდეთ?
მინა: კარგი(*****მისამართი)-ში მოდი
მასთან მესიჯობა დავასრულე და სააბაზანოში შევედი. თავი მოვიწესრიგე და სკოლაში წასასვლელად უკვე მზად ვიყავი. დღეს მარტოს მომიწია სკოლაში წასვლა. არც ჯინა და ჯონქუქი არიან. მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვიყავი არაფერი მაინტერესებდა და გაკვეთილებსაც ვერ ვუსმენდი. ერთი სული მქონდა როდის შევხვდებოდი ჩანს, იმედს მაინც არ ვკარგავდი და ვფიქრობდი, რომ თეჰიონის ნათქვამი უბრალოდ გაუგებრობა იქნებოდა და ჩანი არსად წასვლას არ აპირებს. ძლივს, მაგრამ დადგა ის დრო როდესაც მე კაფეში ვიჯექი და ჩანიც მოვიდა. მის დანახვაზე ცრემლები მომადგა მაგრამ თავი შევიკაცე, რომ აქვე არ მეტირა.
_მინ როგორ ხარ?(ჩანი) ჩემთან მოვიდა, მეც ფეხზე წამოვდექი და ჩავეხუტე.
_ჩან რაღაც მინდა, რომ გკითხო?(მე)
_ყველაფერი რიგზეა? რა ხდება? რაღაც არ მომწონს შენი ფერი, ცუდად ხომ არ ხარ?(ჩანი)აღელვებულმა თავისი თბილი ხელი ჩემს გაყინულ ხელს დაადო რომელიც მაგიდაზე მედო. ოფიციანტს ჩანმა ორი ყავა შეუკვეთა და მალევე მოიტანეს.
_ჩან სიმართლე უნდა მითხრა. შენ ჩემს მიტოვებას აპირებ?(მე) სახე მაშინვე შეეცვალა და ახლა მის სახეზე აღელვებასთან ერთად დაბნევასაც ამოიკითხავდით.
_მინ პატარავ, რატომ მეკითხები მაგას?(ჩანი)
_ამერიკაში უნდა წახვიდე სასწავლებლად?(მე)
_მე.. მინა.. ბოდიში(ჩანი)თავი დახარა და მისმა სიტყვებმა ორმაგად და სამაგად იმოქმედა ჩემზე, ვიდრე გუშინ თეჰიონმა, რომ მითხრა. ახლა არანაირი იმედი აღარ მქონდა. თურმე ის მართლა მიდის.
_ჩან რატომ არ მითხარი? რატომ უნდა გამეგო სხვისგან? ან საერთოდ აპირებდი ამის თქმას?(მე)ხმას ისე ავუწიე ვერც კი გავაცნობიერე და უკვე მთლიან კაფეში მყოფი ადამიანები მე მომჩერებოდნენ.
_ვაპირებდი, მაგრამ ვერ შევძელი... ბოდიში(ჩანი)
_როდის მიდიხარ? ან რამდენი ხნით?(მე)
_ორ კვირაში და ალბათ აქ აღარ დავბრუნდები...მინა არ მინდოდა ასე გამომსვლოდა... იმედია ეჭვი არ გეპარება, რომ ძალიან მიყვარხარ, შენით შეპყრობილი ვარ იმ დღიდან, როდესაც ჯინამ შენი თავი გამაცნო, მაგრამ მე უნდა წავიდე.(ჩანი)
_ჩან ასე არ უნდა მომქცეოდი.(მე)
ვერაფერს ვეუბნებოდი, უბრალოდ ამ დროს ტირილის მეტი არაფერი მინდოდა, მაგრამ არა ამდენი ხალხის წინ. მას ვერც კი დავემშვიდობე ისე წამოვედი. ატირებული და განადგურებული ქუჩაში დავბოდიალობდი.
ავტორის pov.
ჯონქუქი გოგონას სახეს დიდი ხანია რაც მიშტერებია და დაწვრილებით შეისწავლის მის ყოველ ნაწილს. მის ფიქრებში მხოლოდ ჯინა არსებობს, ამ წამს მხოლოდ მას ხედავს, მის მშვენიერებაზე კმაყოფილი იღიმის და ამაყობს ასეთ სილამაზესთან ახლოს ყოფნითი. იმით, რომ ჯინას მისი შეყვარებული ჰქვია. გოგონას არავინ შეხებია, პირველი კოცნაც იმ ბიჭმა მოჰპარა, ახლა გვერდით, რომ უწევს ჯინას. ჯონქუქი კიდევ დიდხანს გააგრძელებდა მძინარე გოგოს ყურებას, რომ არა ტელეფონის ხმა. ჯონქუქი მალევე წამოხტა და ტელეფონს უპასუხა, არ უნდოდა ჯინას გაღვიძება.
_ჯონქუქ როგორ ხართ?(ჯიმინი)
_ჯიმინ ჩვენ კარგად ვართ და შენ რატომ რეკავ? რამე მოხდა?(ჯონქუქი)
_არ შეიძლება მეგობარი მოვიკითხო? ან რატომ ჩურჩულებ?(ჯიმინი)
_ჯინას სძინავს და არ მინდა გაეღვიძოს(ჯონქუქი)
_ქუქ აბა როგორი ღამე გქონდათ?(ჯიმინი)
_რეებს ბოდიალობ ჯიმინ? არანაირი ღამე და თუ სათქმელი არაფერი გაქვს გავთიშავ(ჯონქუქი) ოდნავ მკაცრად უთხრა მეგობარს
_კარგი ისე დამაინტერესა, მაგრამ მივხვდი, რომ არაფერი გქონიათ და ჯონქუქ ჯინას არ უთხარი ერთი თვით, რომ მივდივართ იაპონიაში.(ჯიმინი)
_დღეს ვეტყვი, გუშინ ვერ მოვახერხე.(ჯონქუქი)
_კარგი წარმატებები(ჯიმინი)
ბიჭმა ტელეფონი მოიშორა ყურიდან და ჯინას გახედა, რომელსაც ისევ ისე უშფოთველად ეძინა. მასთან ფრთხილად მივიდა, შუბლზე ნაზად აკოცა და სააბაზანოში შევიდა. თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში ჩავიდა. საჭმლის გაკეთება დაიწყო, მართალია ამ საქმეში იდეალური არ იყო, მაგრამ ასე თუ ისე შეეძლო სამზარეულოში ტრიალი და რაღაცეების მომზადება. ამ მომენტში კი საოცრება იყო მისი სამზარეულოში წინსაფრით დანახვა და თან ის ხომ საუზმეს თავისთვის ძვირფას ადამიანს უკეთებდა. საჭმელთან ერთად ყავაც გაამზადა ორი ჭიქით. გადაწყვიტა გოგონასთვის საჭმლის საწოლში მირთმევა ოთახისკენ დაიძრა, კიბეები ფრთხილად აიარა, ოთახის კარიც ასევე ფრთხილად შეხსნა და საჭმელი საწოლის გვერდით დადო. თვითონ კი გოგონას გაღვიძებას შეუდგა. მას გვერდით დაუჯდა და სახეზე თითებით მოფერება დაუწყო, მაგრამ როდესაც შედეგი ვერ მიიღო ნაზად დაუკოცნა მთლიანი სახე. ამ დროს გოგონა შეიშმუშნა და თვალები ნელა გაახილა. ჯონქუქის დანახვაზე გაეღიმა და თვალები ისევ დახუჭა, მაგრამ ბიჭმა საშუალება არ მისცა გოგონას, რომ დაეძინა. ისევ იმ მეთოდს მიმართა და სახეზე ნაზი კოცნების დატოვება დაიწყო.
_ქუქ ციტახნით დავიძინებ რა(ჯინა) საყვარლად სთხოვა ბიჭს ისე, რომ თვალები არც კი გაუხელია.
_პატარა მაიმუნო ძილი არ გეყო? იცი უკვე პირველი საათი ხდება.(ჯონქუქი)
_ცოტაც რა სულ ნახევარი საათით დავიძინებ(ჯინა) ჯონქუქს გოგონას ასეთ სისაყვარლეზე გაეღიმა.
_კარგი მაშინ მე დაგეხმარები გამოფხიზლებაში.(ჯონქუქი) ბიჭმა ისეთი სისწრაფით მოიქცია გოგონას პატარა სხეული ხელებში, რომ ჯინამ მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როდესაც სააბაზანოში სარკის წინ დასვა ჯონქუქმა. თმები შეუკრა და გოგონას თავის ხელებით დაბანა ჯერ ხელები შემდეგ კი სახე. იქიდან ისევ ხელში აყვანილი გამოიყვანა და თან გოგონას აწითლებულ სახეს თვალს არ აშორებდა. საწოლზე დასვა ბალიში გაუსწორა და საჭმელი წინ დაუდო. გოგონას თვალები გაუფართოვდა საჭმლის დანახვაზე.
_ჯონქუქ ეს შენ გააკეთე?(ჯინა)
_მხოლოდ შენთვის გავაკეთე(ჯონქუქი)
_გემრიელად გამოიყურება და სუნიც შესანიშნავი აქვს.(ჯინა)
_აბა გასინჯე(ჯონქუქი) ბიჭმა გოგონას პირთან საჭმელი მიუტანა და გოგომაც მორცხვად მაგრამ მაინც გააღო პირი, მაგრამ ბიჭმა იმის მაგივრად, რომ ჯინასთვის ეჭმივნა საჭმელი თვითონ ჩაიდო პირში.
_ჰეი რას აკეთებ? ჩემი საჭმელი შეჭამე?(ჯინა) გოგომ ჯონქუქს ხელიდან ჩანგალი გამოართვა და თავისით დაიწყო ჭამა
_გემრიელია?(ჯონქუქი) ჯინა ცოტახანს დაფიქრდა მეორე ნაჭერიც ჩაიდო პირში და ნელა დაღეჭა. ჯონქუქი კი პასუხის მოლოდინში მის მოქმედებას აკვირდებოდა.
_თითქმის შეუდარებელია(ჯინა)
_თითქმის? ანუ მთლად კარგიც არა, მე კი ამდენი ვიწვალე.(ჯონქუქმა)
_კარგი რა ვიხუმრე, შენი გაკეთებული ცუდი არც იქნება.(ჯინა)
_ცუდად ხუმრობ(ჯონქუქი) გოგონასკენ გადაიწია და მის ტუჩებს წამიერად შეეხო.
_ახლა კი თუ უკვე მორჩი ჭამას ეს ყავა დალიე და ჩაიცვი. ქვემოთ დაგელოდები მე.(ჯონქუქი) ოთახიდან გავიდა და ქვემოთ ჩავიდა. გოგონამ ყავის ჭიქით ხელში დაიწყო ტანსაცმლის არჩევა და ბოლოს ერთი კაბა შეარჩია. უკვე ცარიელი ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო და სააბაზანოში შევიდა, ტანსაცმელი გამოიცვალა და ჯონქუქთან ჩავიდა.
_დღეს რას გავაკეთებთ?(ჯინა)
_რაც გინდა ის გავაკეთოთ, შეგვიძლია ისევ ფილმს ვუყუროთ, მაგრამ ეგ უკვე მომბეზრდა, იქნებ სახლის უკან, ეზოში გავიდეთ და ვილაპარაკოთ?(ჯონქუქი)
_კარგი გავიდეთ.(ჯინა)
ორივე ეზოში გავიდნენ და იქ მდგარ მდივანში მოკალათდნენ დღეს, რატომღაც არ იყო ისეთი ამინდი, როგორც გუშინ. გრილი და ღრუბლიანი დღე იყო. ჯონქუქმა იქვე დადებული პლედი აიღო და ჯინას შემოაფარა.
_ქუქ აქედან, როდის წავალთ?(ჯინა)
_აქ არ მოგწონს?(ჯონქუქი)
_პირიქით აქ ძალიან მომწონს და კიდევ დიდხანს დავრჩებოდი შენთან ერთად, მაგრამ მე სკოლში დავდივარ შენ კი იმდენი საქმე გაქვს.(ჯინა)
_შენ მაგაზე არ ინერვიულო და იცი აქ რატომ მოგიყვანე?(ჯონქუქი)
_რატომ?(ჯინა)
_ჯინა ერთი თვით მივდივართ ბიჭები იაპონიაში და მინდოდა წასვლამდე შენთან ერთად ვყოფილიყავი.(ჯონქუქი)გოგონამ ჯონქუქის თბილ მკერდს თავი მოაშორა და ჯონქუქს შეხედა.
_ქუქ ძალიან კარგია, რომ მიდიხარ, მაგრამ მომენატრები.(ჯინა)
_მეც მომენატრები პატარავ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. გპირდები ყოველ დღე დაგირეკავ და ყოველ წუთს შენზე ვიფიქრებ(ჯონქუქი)
_ჯონქუქ შენ მარტო ჩემზე უნდა იფიქრო და სხვა გოგოს არც კი შეხედო(ჯინა) ოდნავ ბრძანებლური ტონით უთხრა ბიჭს და თავი ისევ მის მკერდზე დააბრუნა.
_ჩემი პატარა ეჭვიანი, მაგასც გპირდები შენს გარდა არავის ზედმეტად არ შევხედავ.(ჯონქუქი)
მთელმა დღეებმა ასე ჩაირა. ერთად ატარებდნენ ყოველ წუთს და ტკბებოდნენ ბედნიერებით. კიდევ ორი დღე იყვნენ იქ და შაბათ საღამოს სახლში დაბრუნდნენ. მინა კი იმ დღის შემდეგ რაც ჩანს ელაპარაკა სახლში იყო გამოკეტილი და არავისთან სურდა დალპარაკება. ვინ იცის რამდენჯერ დაურეკა ჩანმა, ან მისწერა. თეჰიონიც ხშირად ურეკავდა, მაგრამ გოგონა არავის პასუხობდა. ახლა ის მარტო იჯდა თავის ოთახში და სახლშიც არავინ იყო. სულაც არ ელოდებოდა ჯონქუქს, რომელმაც დაუკითხავად შეხსნა მინას ოთახის კარი და მომტირალი დის დანახვაზე მასთან ანერვიულებული მივიდა. იატაკზე მჯდომ გოგონას, რომელსაც მუხლებში ჰქონდა თავი ჩარგული ძმის დანახვაზე უხეშად მოიწმინდა ხელის გულებით ცრემლები და ძმას შეხედა.
_ძმაო?(მინა)
_რატომ ტირი? რა დაგემართა?(ჯონქუქი)
_ამმ..მე.. ძმაო ფილმს ვუყურე და ხომ იცი არა გოგოებმა როგორ ვიცით(მინა)
_მინა ვიცი რომ მატყუებ რა მოხდა? არაფერი დამიმალო.(ჯონქუქი)
გოგონას ხელები მოხვია და ჩაეხუტა. მინამაც მეტი ვეღარ მოითმინა და ძმის მკლავებში ატირდა.
_ჩანს დავშორდი(მინა)
_რა რატომ? თქვენ ხომ ყველაფერი რიგზე გქონდათ?(ჯონქუქი) მინამ ყველაფერი მოუყვა და ამ ამბის მოსმენისთანავე ჯონქუქი სახლიდან გაგიჟებული გავარდა. მოპირდაპირე სახლის კარებზე დაიწყო მუშტების ბრახუნი და უეცრად წინ ჯინა შეეჩეხა.
_ჯონქუქ რა მოხდა?(ჯინა)გაოცებული გაიწია გვერდით, რადგან ჯონქუქი სახლში ისე შეიჭრა არც კი უპასუხია.
_შენი ძმა სად არის?(ჯონქუქი)
_აქ ვარ(ჩანი)ჯონქუქმა ხმის პატრონისკენ გაიხედა, რომელიც კიბეებზე ჩამოდიოდა. ბიჭმა ვეღარ შეიკავა თავი და შეყვარებულის ძმას მუშტი დაარტყა. ჩანი ოდნავ წაბარბაცდა, მაგრამ საპასუხოდ ის არაფერს აკეთებდ, მხოლოდ თავ ჩახრილი იდგა.
_ჯონქუქ რას აკეთებ?(ჯინა) ჯონქუქმა საყელოში ჩაავლო ჩანს და უნდა დაერტყა, მაგრამ ჯინამ ის მოაშორა ჩანს და ძმასთან მივიდა.
_ჩან კარგად ხარ?(ჯინა)
_ჩემნაირ ნაძირალაზე არ უნდა დარდობდე დაო, მე ღირსი ვარ მეტის ღირსი.(ჩანი) დას აცრემლებული თვალებით უყურებდა. ჯინას ასეთი ჩანი ცხოვრებაში არსდროს ჰყავდა ნანახი.
_რას ამბობ ძმაო? რომელიმემ რამე მითხარით.(ჯინა) ამჯერად ჯონქუქს შეხედა, რომელიც თავს მხოლოდ ჯინას გამო იკავებდა, რომ იქვე არ მოეკლა ცემით ჩანი.
_ჯონქუქ შეიძლება ჯინას მარტო დაველაპარაკო?(ჩანი)
_მინა, რომ ახლა ასეთი უბედურია ეს შენი ბრალია და იცოდე ამას არ გაპატიებ(ჯონქუქი) ამ სიტყვების შემდეგ კი სახლი დატოვა. ახლა კიდევ უფრო დიდ გაუგებრობაში მყოფი ჯინა ძმას წინ დაუდგა.
_რას ნიშნავდა ჯონქუქის სიტყვები, მინას რა სჭირს და რა არის შენი ბრალი?(ჯინა)
_ჯინა შენ ხომ მაინც იცი მინა როგორ მიყვარს?(ჩანი)
_ვიცი ჩან და რა ხდება?(ჯინა)
_გახსოვს ჩემი ოცნება რა იყო მთელი ბავშვობა?(ჩანი)
_კი ეგ როგორ დამავიწყდება.(ჯინა)
_ხოდა ამერიკაში მივდავ სასწავლწბლად და ალბათ ხვდები თქვენი, ჩემთვის საყვარელი ადამიანების დატოვება მომიწევს, ალბათ იცი, რომ ეს ჩემი შანსია მივაღწიო ცხოვრებაში იმას რასაც მთელი ბავშვობა ვოცნებობდი. ბევრი ვიფიქრე იმაზე თუ რა დაშავდება, რომ მე აქ დავრჩე და მხოლოდ ერთია პასუხი. მომიწევს უარი ვთქვა ჩემს ოცნებაზე.(ჩანი)
_ჩან(ჯინა) გოგონა ბიჭს მაგრად ჩაეხუტა და პატარა ბავშვივით ატირდა._ჩან მე რა მეშველება შენს გარეშე? ვინ მოვა ღამით ჩემთან და ვინ დამიცავს საშინელი კოშმარებისგან?(ჯინა)
_დაო გახსოვდეს, რომ მე ყოველთვის შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის გქონდეს შენი ძმის იმედი. ვიცი ეგოისტი ვარ, რომ მხოლოდ ჩემ თავზე ვფიქრობ, მაგრამ შენ იცი, რომ დღე და ღამე წიგნებში ვიყავი ჩაფლული იმისთვის, რომ შემძლებოდა ამერიკაში წასვლა და იქ სწავლა.(ჩანი)მოკლედ ახალი თავი და შემდეგ თავსაც დავდებ უკვე🥰🥰
ხალხნო მგონი ჩვევაში გადამივიდა შუაღამით ფიკების წერა🤣😂
იმედია მოგეწონებათ. ნუ თავიდანვე მქონდა დაგეგმილი ჩანის და მინას დაშორება, უბრალოდ მიზეზი არ მქონდა მოფიქრებული და არ ვიცი, რამდენად საინტერესო მიზეზი ვიპოვე😂😂🤣❤❤💜💜💜💜
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.