ჯინას pov
შოკირებული ვიყავი რამდენიმე წამის წინ გაგებულით, არ მჯეროდა ან არ მინდოდა იმის დაჯერება რომ ჯონქუქმა, ასე მომატყუა. მასზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ, ეს გრძნობა უფრო სხვა რამეს გავდა, ალბათ უფრო წყენას ვგრძნობდი. დიახ მე ნაწყენი ვიყავი მასზე. არ მინდოდა მასთან ურთიერთობის გაწყვეტა და თან ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ადვილად შემიძლია პატიება, ამ ყველაფერზე ფიქრში, გამთენიას ჩამეძინა.
ჯონქუქის pov.
ვხვდებოდი იმას, რომ მე ჯინას ვაწყენინე და ამის გამოსწორება მინდოდა, მაგრამ არ ვიცი ეს როგორ უნდა მომეხერხებინა. დილით ჩემ დასთან მივედი და მას ყველაფერი მოვუყევი, ვფიქრობ ის შეძლებდა ჩემთვის რაიმე რჩევის მოცემას, რადგან ისინი ხომ საუკეთესო მეგობრები არიან.
_კარგი რა ძმაო შენ მართლა გააფრინე? ეს რატომ გააკეთე? ძლივს ურთიერთობა დაგილაგდათ და ისეთი კარგადაც იყავით და ახლა შენ მაინც გააფუჭე ყველაფერი.(მინა) ჩემს გაკიცხვას ვერაფრით ამთავრებდა, უფრო და უფრო უწევდა ხმას და უკვე შეშლილივით ღრიალებდა.
_ახლა ნამდვილად დაამტკიცე რომ ჩემი და ხარ, მაგრამ თუ არ გაჩუმდები აქედან გავალ. მე შენთან რჩევის საკითხავად მოვედი, რათა ყველაფერი გამოვასწორო.(მე)
_მე როგორ უნდა დაგეხმარაო?(მინა)
_მესმის მინა რომ შეცდომა დავუშვი, როდესაც მას ისე მივწერე, თითქოს არ მიცნობდა და მოვატყუე, მაგრამ ეს იმიტომ გავაკეთე, რომ მისი უკეთ გაცნობა მინდოდა, გესმის მაინტერესებდა თუ რას ფიქრობდა ჩემზე.(მე)
_არა მართლა არ ხარ შენ ნორმალური, მაგრამ შენგან სხვას რას უნდა მოველოდე? ეს შენ ხარ თვით ჯონქუქი(მინა)
_კარგი მორჩი და მითხარი დამეხმარები ჯინისთან ურთიერთობის გამოსწორებაში?(მე)
_კარგი დაგეხმარები.(მინა)
_მაშინ მითხარი ყველაფერი მასზე, რა უყვარს რა არა.(მე)მან ყველაფერი მითხრა რაც ჯინაზე იცოდა, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, მასთან დალაპარაკება მინდოდა, შეიძლება არც მომისმინოს მაგრამ ცდად ღირს. მინას ვთხოვე როგორმე ჯინა გარეთ გამოეყვანა, რადგან მასთან პირისპირ დალაპარაკება შემძლებოდა. ყველაფერი დავგეგმეთ და დღეს საღამოს ისინი კაფეში წავლენ, მე კი შევძლებ ბოდიშის მოხდას ჯინასთვის.
ჯინას pov
სამზარეულოში მარტო ვიყავი და საჭმელს ვჭამდი, სახლში არავინ იყო ყველა თავის საქმეებზე გავიდა დილით, მე კი საშინლად დამწუხრებული უკვე ორი საათია მაგიდასთან ვზივარ და საჭმელს უაზროდ ვუყურებ. მადა არ მაქვს, ყველაფერი მეზარება, საშინლად ცუდ ხასიათზე ვარ. ტელეფონი შევამოწმე და ჯონქუქს რამდენჯერმე დაურეკავს. რამდენიმე მესიჯიც იყო, მაგრამ ახლა ამის ხასიათზე არ ვარ და ტელეფონი ისევ გადავდე. მასზე ნაწყენი ვარ, მაგრამ ვგრძნობ რომ მომენატრა ის უცნობი, რომელიც ძალიან მომაბეზრებელი იყო და ასევე ის ბიჭი რომელთან შეხვედრისას გული საშინლად მიჩქარდებოდა და მისი ერთი გაღიმებაც კი საკმარისი იყო, რომ მთლი დღე კარგ ხასიათზე ვყოფილიყავი. ნუთუ არ შეეძლო ასე არ მოქცეულიყო ჯონქუქი და უბრალოდ ისე მოეწერა როგორ ნამდვილ მას და არა ვიღაც ჩემთვის უცნობს? ახლა ვერაფერს შევცვლი, ყოველშემთხვევაში მე ვერაფერს გავაკეთებ არ მინდა მისი დაკარგვა და მასაც თუ არ უნდა ეს, აჯობებს მან გამოასწოროს თავისი გაფუჭებული. ამ ფიქრებიდან ტელეფონის ზარმა გამომიყვანა.
_გისმენ მინა(მე)
_რას შვრები? როგორ ხარ?(მინა)
_ძალიან კარგად ვარ ასეთი კარგად არასდროს ვყოფილვარ.(მე)
_ვიცი რაც მოხდა ჯინა ყველაფერი მითხრა ჩემა ძმამ. მის გამო ვწუხვარ, თვითონაც ძალიან წუხს და რაც მთავარია იცის, რომ დააშავა.(მინა)
_კარგი რა მინა არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი(მე)
_როგორც გინდა, მაგრამ გთხოვ დღეს საღამოთი კაფეში გავიდეთ, შენც გახალისდები და თან მეც მოგიყვები რაღაცას.(მინა)
_უი სულ დამავიწყდა გილოცავ, მიხარია უკვე ჩემი ძმის შეყვარებული ხარ(მე)
_მადლობა, ხოდა მინდა დღეს საღამოს ვილაპარაკოთ, გთხოვ დროს მოგწერ და გარეთ შევხვდეთ..(მინა)
_კარგი მოვალ.(მე)
ტელეფონი გავთიშე და მალევე მოვიდა მისგან მესიჯი სადაც დრო იყო მითითებული.
საღამოს გავემზადე და სახლიდან გავედი. მინა უკვე იქ მელოდებოდა.
_დიდი ხანია აქ მელოდები?(მე)
_არა მეც ახლა გამოვედი.(მინა)
_წავიდეთ?(მე)
_წავიდეთ(მინა)
ტაქსი გავაჩერეთ და ადგილის მისამართი უთხრა მინამ მძღოლს. ნახევარ საათში ადგილზე ვიყავით. მძღოლს ფული გადავუხადეთ და მანქანიდან გადმოვედით. შიგნით, რომ შევედი ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, კაფე მთლიანად განათებული, ჭერზე უამრავი, სხვადასხვა ფერის ბუშტები, ყველაფერი საზეიმოდ იყო მორთული, ვერაფერს ვერ ვხვდებოდი და გაოცებული მინასკენ მივბრუნდი, რომელიც არსად ჩანდა და უკვე კარისკენ წავედი როდესაც უკნიდან ხმამ შემაჩერა.
_ვერსად ვერ გახვალ სანამ არ მომისმენ.(ჯონქუქი) მისმა ბოხმა და მშვიდმა ხმამ ადგილზე გამაჩერა და შემდეგ მისკენ გაოცებული მივბრუნდი.
_აქ რას აკეთებ?(მე)
_შენთან ლაპარაკი მინდა.(ჯონქუქი)
_მე კი არ მინდა ასე, რომ კარგად იყავი.(მე) მას ჩემთვის არაფერი უთქვამს არც კი შემაჩერა, მე კი კარისკენ წავედი და როდესაც მისი გაღება ვცადე არ გაიღო, შემდეგ კი მასზე ჯაჯგური დავიწყე, რომ როგორმე ის გამეღო და ამ დროს ისევ ის ხმა მომესმა, რომელიც ჯონქუქს ეკუთვნოდა.
_ვერ გახვალ, კარი ჩაკეტილია. ამიტომ ახლა გთხოვ, რომ მოხვიდე და მშვიდად მომისმინო.(ჯონქუქი)
_გითხარი რომ შენთან ლაპარაკი არ მინდა ასე, რომ კარი ახლავე გამიღე. აქედან უნდა გავიდე.(მე)უკვე ყვირილზე გადავედი.
_სანამ არ მომისმენ და არ მაპატიებ აქედან ვერც ერთი ვერ გავალთ.(ჯონქუქი) მე უბრალოდ გავჩუმდი და ხელები გადავიჯვარედინე, იმის მოლოდინში, რომ ის ლაპარაკს დაიწყებდა, მაგრამ მან ამის მაგივრად ჩემთან ნელა მოახლოება დაიწყო, მალე ხელი ჩამავლო და მაგიდისკენ წამიყვანა, რომელიც კაფის ცენტრში იდგა და განსხვავდებოდა სხვა მაგიდებისაგან, იმით რომ საუცხოვოდ იყო მორთული. მან სკამი გამომიწია და თვალით მიმანიშნა, რომ უნდა დამჯდარიყავი. მეც მას დავუჯერე და ისიც ჩემს პირდაპირ დაჯდა.
_ამდენი დრო არ მაქვს ასე, რომ მალე თქვი რისი თქმაც გინდა და გამიშვი.(მე)
_მაინც, რატომ არ გაქვს დრო?(ჯონქუქი)
_არ ვაპირებ შენთან ამაზე ლაპარაკს.(მე) ხელები გადავიჯვარედინე და უკან მივეყუდე სკამს.
_მოკლედ ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩემმა ასეთმა იდიოტურმა საქციელმა გამოიწვია შენი განაწყენება. მინდა, რომ მაპატიო, რადგან შეიძლება მოგატყუე და მოგწერე სხვისი სახელით, მაგრამ ჩემი გრძნობები შენდამი სიმართლეა. სიმართლეა ის, რომ მე შენთან ერთად მომწონს, დროის გატარება და ის თუ როგორი, სასიამოვნოა შენთან მესიჯობა, მაშინ როდესაც საშინლად დაღლილი ვიყავი მაინც მინდოდა შენთან მომწერა. იცი შენი ბრალია, მე რომ, ასე მოვიქეცი, ამაში მხოლოდ შენ ხარ დმნაშავე.(ჯონქუქი)
_უკაცრავად. მე რა შუაში ვარ?(მე)უკვე საგრძნობლად შეინიშნებოდა ჩემ ხმაში გაბრაზება.
_იმდენად მომხიბლე და იმდენად დამატყვევე, რომ უკვე თავზე კონტროლს ვკარგავდი. მას შემდეგ რაც ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ღამით ვეღარ ვიძინებ და ვარჯიშებზეც ვერ ვკონცეტრირდები. იცი რატომ მოვინდომე შენთან როგორც ვიღაც უცნობს ისე მომეწერა? იმიტომ რომ მეტი გამეგო შენზე და რაც ყველაზე მეტად მაინტერესებდა გამეგო ის თუ რას გრძნობდი ჩემს მიმართ.(ჯონქუქი) მისი ეს სიტყვები საოცრად მიჩქარებდა გულს, სასიამოვნო შეგრძნებას მისახავდა მთლიან სხეულში. პირველად მქონდა ასეთი შეგრძნება. მგონი უკვე ვაპატიე მას მაგრამ მინდა ცოტა გავაწვალო. რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ მან ჩემი ხელი თავისაში მოიქცია და ლაპარაკი გააგრძელა.
_ჯინა მე პირდაპირ გეტყვი იმას, რომ სიყვარული აქამდე არ ვიცოდი რა იყო, არ შემყვარებია არავინ და ახლა რასაც შემოგთავაზებ ესეც პირველია ჩემთვის. შემიყვარდი და თან ისეთი მალე, რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი. მაინტერესებს რამდენად დიდია ის გრძნობები ჩემს მიმართ, რასაც შენ გრძნობ და თუ გახდები ჩემი შეყვარებული?(ჯონქუქი) ამ მომენტში მას თვალებში ვუყურებდი და ვგრძნობდი იმ სველ სითხეს, რომელმაც მალევე გაიკვალა გზა ჩემს სახეზე. მე ვტიროდი, მაგრამ ეს ცრემლები სიხარულის ცრემლები იყო. ამ მომენტში თავი ყველაზე ბედნიერი მეგონა. ყველაფერი დამავიწყდა და მხოლოდ ჩემს წინ მჯდარ ბიჭს ვხედავდი, რომელიც ჩემი პასუხის მოლოდინში იყო და უკვე სახეზე ანერვიულებაც დაეტყო. ახლა ალბათ მაიმუნობის დრო არ არის, მაგრამ მაინც გავბედე და ჩემი ხელი მისი დიდი და თბილი ხელებიდან უხეშად გამოვათავისუფლე და გაბრაზებული სახით წამოვხტი. ჯონქუქმა ისეთი სახე მიიღო, ჯერ ის ამ მდგომარეობაში არასდროს მყავდა ნანახი.
_სულელი ხარ? საერთოდ რა კითხვა დამისვი? ჩემო გრძნობები არის თუ არა იმხელა, რომ გავხდე შენი შეყვარებული? გრცხვენოდეს(მე) ოდნავ ხმამაღლა ვამბობდი ამ ყველაფერს და შემდეგ თავი ვეღარ შევიკავე და გამეცინა.
_რატომ იცინი?(ჯონქუქი) დაბნეული იყო.
_სულელი ხარ ქუქ, რათქმაუნდა ჩემი გრძნობები შენს მიმართ უსაზღვროა(მე) მის სახეზე ვხედავდი, როგორ იცვლებოდა ემოციები დადებითისკენ და აღარ დამამთავრებინა სიტყვა, როდესაც მისი ბაგეები ჩემსას შეახო. ღმერთო ის ისეთი სასიამოვნო იყო, მეც მალევე ავყევი კოცნაში. ასე ვნებიანად ვკოცნიდით ერთმანეთს, სანამ ჰაერი არ გამოგველია. ქუქიმ თავისი შუბლი ჩემსას შეახო და თვალებში დამიწყო ყურება.
_ვიქნები შენი შეყვარებული(მე)ჩუმად ვუთხარი და მან როგორც კი ეს გაიგო ხელში ამიტაცა და რამდენჯერმე დამატრიალა.
_ჯინა ძალიან მიყვარხარ(ქუქი)
_მეც ქუქი, მეც ძალიან მიყვარხარ.(მე)მას ამჯერად მე ვაკოცო ოღონდ ეს კოცნა წინასთან შედარებით, ცოტახანს გაგრძელდა.
_მომწონს პატარავ მასე, რომ მეძახი(ქუქი)გამარჯობათ💖💖დიდი ხანია არ დამიდია🤦♀️😂😂 მოკლედ საშინლად მოწყენილი ვზივარ სახლში და უკვე ყელშია ამოსული ეს კორონა😣 ასე, რომ ცოტა გავხალისდი და ეს თავი დავდე💖💖💕💕მიყვარხართ💞💞💜💜
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanficეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.