დილა მშვიდად იწყება, ჯერ ჯინა იღვიძებს, შემდეგ ჯონქუქი. მისაღები ოთახიდან შემოსული ხმით თუ ვიმსჯელებთ ბიჭებს უკვე გაეღვიძათ.
_დილამშვიდობის, გინდა ცოტახანს კიდევ დაიძინე?(ჯონქუქი)
_არა ავდგეთ, მომშივდა.(ჯინა)
_კარგი(ჯონქუქი) ორივე ქვემოთ დანარჩენებთან ჩადიან.
_ჯინა ღამით ოთახში არ იყავი?(მინა)
_ჩემთან ერთად ეძინა(ჯონქუქი)
_ოხ ნახე ერთმანეთის გარეშე ვერ ძლებენ(ჯინი)
_ბიჭებო გთხოვთ არ დაიწყოთ(ჯონქუქი) თვალით ჯინაზე ანიშნა, რომელიც ისევ ზედ ყავდა მიხუტებული.
_თეჰიონი სად არის?(მინა)
_გუშინ ღამით წავიდა(ჰობი)
_რატომ? ან სად წავიდა?(მინა)
_გუშინ ოთახში გაღიზიანებული შემოვიდა ტელეფონს ხელი დაავლო და წავიდა(ჯიმინი)
_რამე მოხდა? თუ რატომ იყო გაღიზიანებული?(ჯონქუქი)
_ჩემი ბრალია(მინა)
_შენ რა შუაში ხარ?(ჯინა)
_გუშინ სანამ დავწვებოდი ეზოში გავედი და ისიც გამოვიდა, ხოდა მაშინ უხეშად ველაპარაკე(მინა)
_დავურეკავ(ჯიმინი) ჯიმინიმ ტელეფონი ჯიბიდან ამოაცურა, სასურველი ნომერი აკრიფა და დარეკა. გავიდა ერთი, ორი, სამი, ოთხი ზარი და მეხუთეზე უპასუხა.
_თეჰიონ სად ხარ?(ჯიმინი)
_სახლში ვარ და რა მოხდა?(თეჰიონი)
_გუშინ ისე წახვედი არავისთვის არაფერი გითქვამს და ვნერვიულობდით.(ჯიმინი)
_კარგად ვარ ჯიმინ, ახლა გავთიშავ(თეჰიონი)ჯიმინს ოდნავი გაკვირვება დაეტყო.
_კარგად ვარო, მაგრამ რაღაც ხმა არ მომეწონა.(ჯიმინი)
_სად არის?(ნამჯუნი)
_თავისთან სახლში(ჯიმინი)
_იქნებ წავიდეთ და დაველაპარაკოთ(ჯინი)
_კარგი აზრია, მაგრქმ არამგონია რამე გვითხრას, თეჰიონს ხომ იცნობთ(შუგა)
_არცერთი არ წახვალთ, მე ვაწყენინე და მეთვითონ უნდა დაველაპარაკო. ისიც ვერ გავიგე ასეთი რა ვუთხარი და უნდა გავარკვიო(მინა)
მინა თავის ოთახში ავიდა, გამოიცვალა და სახლიდან გავიდა. დანარჩენებმა ისაუზმეს და ისინიც წავიდნენე. მხოლოდ ჯონქუქი და ჯინა დარჩნენ სახლში. მდივანზე ჩამოსხდნენ და ფილმის ყურება დაიწყეს. ჯონქუქმა შეამჩნია, რომ ფილმს არც ჯინა უყურებდა და არც თვითონ მოსწონდა. ამიტომ ფილმი გამორთო და ჯინას მიუბრუნდა.
_ჯინა ვიფიქრე სადმე დასასვენებლად წავიდოდით(ჯონქუქი)
_მართლა?(ჯინა) სიხარულისგან წამოიყვირა.
_მგონი კარგი იქნება, მხოლოდ მე და შენ.(ჯონქუქი) ბიჭმა მაცდური ღიმილით შეხედა გოგონას.
_სად უნდა წავიდეთ?(ჯინა)
_მაგას საიდუმლოდ დავტოვებ(ჯონქუქი)
_კარგი რა მითხარი(ჯინა)
_არ გეტყვი(ჯონქუქი) გოგონას ენა გამოუყო და გაიქცა, ჯინაც გაეკიდა და მანამდე დარბოდნენ ოთახებიდან ოთახებში სანამ ჯინა არ დაიღალა და დანებების ნიშნად კიბის საფეხურზე არ ჩამოჯდა. გვერდით ჯონქუქიც დაუჯდა. ხმამაღლა და აჩქარებულად სუნთქავდნენ. შემდეგ ორივე სამზარეულოში შევიდნენ. ყავის გასაკეთებლად, მაგრამ ჯინამ უეცრად ისე, რომ ამას ჯონქუქი არ მოელოდა წყალი შეასხა.
_აბა შეგარჩენდი წეღანდელს? იმდენი ვირბინე.(ჯინა) ჯერ ისევ გაკვირვებულ ბიჭს სიცილით შეხედა და სველ ჯონქუქის დანახვაზე უფრო მოუმატა სიცილს.
_ეს არ უნდა გექნა?(ჯონქუქი) ბიჭმა მკაცრად უთხრა გოგონას, რომელიც უკვე გაქცევას აპირებდა, მაგრამ ჯონქუქმა ერთი მარტივი მოქმედებით ჯინას წელზე ხელი მოხვია და ზედ აეკრო. აქამდე ზურგით აკრული ჯინა, შემატრიალა და თვალებში შეხედა, ოდნავ ჩაიცინა და გოგონა მსუბუქი მოძრაობით მაგიდაზე შემოსვა. ჯინას ფეხებს შორის დადგა და მისი ხელები თავისაში მოიქცია. ნელა მიიწევდა გოგოს სახისკენ ისე, რომ ტუჩებიდან თვალს არ აშორებდა. ჯინას იმის მოლოდინში თუ როდის შეეხებოდა ბიჭის ტუჩები თავისას, თვალები დახუჭა. ბიჭმა ხელები გაუშვა და მას სახეზე ოდნავ შეეხო. ჯინას ამ მდგომარეობით ისარგებლა, იქვე წყლით სავსე ჭიქას ხელი დაავლო და გოგონას ზედ გადაასხა. ჯინამ როგორც კი გაანალიზა რა მოხდა თვალები გაახილა და მის წინ სიცილისგან ჩაკუნტულ ჯონქუქს შეხედა.
_ახლა ერთით ერთია(ჯონქუქი) ძლივს დაიმშვიდა სახე, რომელიც სიცილისგან გაწითლებოდა.
_ასე არა?(ჯინა) ამჯერად გოგონა წყლით სავსე, უფრო დიდი ზომის ჭურჭელით გაეკიდა ჯონქუქს და ზედ დააცალა. მოკლედ ასე გაგრძელადა, მანამ მთლიანი სახლი სულ არ გადაწუწეს. თვითონაც თავიდან ბოლომდე სველები იყვნენ.
_კარგი გვეყოფა, შენ გაიმარჯვე(ჯონქუქი)
_ახლა მიხვდი, რომ მე ვერ მომიგებდი?(ჯინა)
_წამოდი რამეს მოგცემ და გამოიცვალე.(ჯონქუქი)
_არ მინდა სახლში გადავალ(ჯინა)
_ასეთი სველი უნდა გახვიდე გარეთ? არარსებობს ახლავე ამომყევი(ჯონქუქი)ჯონქუქმა გოგონას ხელი ჩაავლო და თავის ოთახში აიყვანა. კარადიდან თავისი მაიკა და შორტი გადმოუღო.
_მიდი შედი სააბაზანოში და გამოიცვალე.(ჯონქუქი) გოგონა უსიტყვოდ დაემორჩილა და სააბაზანოში შევიდა, იქიდან მალევე გამოვიდა და ჯონქუქი დახვდა, რომელსაც უკვე გამოეცვალა. გოგონას თვალი შეავლო და კმაყოფილმა უთხრა.
_ძალიან კარგად გამოიყურები(ჯონქუქი)
მინა უკვე რამდენიმე წუთია თეჰიონის სახლის კართან იდგა და ელოდა თუ როდის გაუღებდა კარს თეჰიონი. ბიჭმა თავიდან ხმაც არ გასცა, როდესაც მინამ კარებზე ბრახუნი დაიწყო მხოლოდ მაშინ გამოსძახა სახლიდან, რომ მასთან საუბარი არ უნდოდა. მინა კი არ ნებდებოდა.
_თეჰიონ რა ჭირვეული ბავშვივით იქცევი, კარი გამიღე.(მინა)
_იცოდე სანამ არ გავიგებ რა გეწყინა ჩემგან აქედან ფეხს არ მოვიცვლი.(მინა) საკეტის გადატრიალების ხმას, კარის გაღებაც მოჰყვა და მალე მინას წინ თმა აჩეჩილი თეჰიონი აისვეტა.
_მინა რატომ არ დამაცდი დასვენებას?(თეჰიონი) გოგოს პასუხის გაცემაზე არც კი უფიქრია ისე შეეჭრა სახლში თეჰიონს.
_გუშინ ისე წასულხარ არავისთვის არაფერი გითქვამს(მინა)
_ვალდებული ვიყავი ვინმესგან ნებართვა ამეღო?(თეჰიონი)
_ეგ არ მიგულისხმია(მინა)
_აბა რა ხდება მინა რაში გადარდებს ჩემი ბედი და აქ რას აკეთებ ახლა?(თეჰიონი)
_ასე რატომ მელაპარაკები? აქ იმისთვის მოვედი, რომ გამეგო რამე არასწორი გითხარი გუშინ?(მინა)
_მინა ეს მხოლოდ გუშინდელ საღამოს არ ეხება ეს არც ერთი და ორი დღის გამოა.(თეჰიონი)
_ვერ ვხვდები რას მეუბნები(მინა)
_სწორედ ეს პრობლემა მაქვს, საერთოდ ვერაფერს ხვდები?(თეჰიონი)
_ვერ ვხვდები თეჰიონ, იქნებ ამიხსნა(მინა) გაღიზიანებული ყვირილზე გადავიდა.
_ახსნა არ შემიძლია, მაგრამ გაგაგებინებ(თეჰიონი) რამდენიმე მეტრით დაშორებულ, სიბრაზისგან გაწითლებულ გოგოს, უეცრად მიუახლოვდა, ორივე ხელით სახე დაუჭირა და მის ტუჩებს შეეხო. ნაზი კოცნა მალევე გააუხეშა, ისე კოცნიდა როგორც მხეცი. მინამ ცადა მისი მოშორება, მაგრამ არ გამოსდიოდა. ამ დროს გოგო თავის თავზე უფრო ბრაზობდა, რადგან ამ უეცარმა კოცნამ და თეჰიონის შეხებამ იმდენად იმოქმედა მასზე, რომ რაღაც მომენტში ისიც აჰყვა კოცნაში, მაგრამ მაშინვე გაწყვიტა კოცნა, როგორც კი მიხვდა, რომ ამის გაკეთებით უფრო შეტოპავდნენ. თეჰიონმა წინ დაბნეული მინას დანახვაზე და იმის გაფიქრებაზე თუ რა გააკეთა რამდენიმე წამის წინ ტუჩებზე ხელი მოისვა. ორივეს სუნთქვა აჩქარებული ჰქონდათ.
_ახლა მიხვდი? მინა მე რამდენი წელია გიცნობ? ექვსი? შვიდი? იქნებ რვა? გესმის ეს წლები საკმაოდ დიდი დროა იმისთვის, რომ ადამიანი გამეცნო და შემყვარებოდა. მინა თითქმის სამი წელია რაც მივხვდი იმას, რომ მომწონხარ და არა მარტო მომწონხარ არამედ მიყვარხარ.(თეჰიონი) მინა უსმენდა და ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, ან რას ეტყოდა?
_ხედავ არაფერს ამბობ, მე კი სულ მეშინოდა იმის თქმა, რომ მიყვარხარ. იცი როდის მივხვდი, რომ მიყვარდი? მაშინ როდესაც ჩანთან ერთად გხედავდი ბედნიერს.(თეჰიონი)
_ვწუხვარ თეჰიონ, მაგრამ უნდა წავიდე(მინა) გოგო სახლიდან გავარდა და თეჰიონს ის არც კი შეუჩერებია. სახლში მისულ მინას ჯონქუქის გარდა არავინ დახვდა. კიბეებზე ადიოდა, როდესაც ძმამ დაინახა.
_მინა რა ქენი ელაპარაკე თეჰიონს?(ჯონქუქი)
_თავი მტკივა ძმაო მერე დაგელაპარაკები(მინა) ოთახში შევიდა და კარები ჩაკეტა. საწოლზე ჩამოჯდა, საფეთქლები ხელის თითებით დაიზილა და წამოწვა. ყველაფერი გაიხსენა, რაც ბოლო რამდენიმე თვეში მოხდა. თავიდან ჩანმა სიყვარული აუხსნა, ბედნიერება, სიხარული, შემდეგ მას დაშორდა და ამის გადატანაც არ ყოფილა მარტივი, მაგრამ ასე თუ ისე შეძლო. იმაზე დაფიქრდა თუ ვისი დახმარებით დაივიწყა ჩანი. რათქმაუნდა ჯინას და ჯონქუქსაც ჰქონდათ დიდი წვლილი, მაგრამ თეჰიონი აქ მთავარი იყო. ის იყო ადამიანი, რომელიც მის უაზრო მოთქმას უსმენდა და მის გვერდით მჯდომი შეჰყურებდა ტირილისაგან სახე დასიებულ გოგოს. რა გამოდიოდა გოგო იმ ბიჭთან წუწუნებდა თავის ყოფილზე ვისაც თურმე ის უკვე რამდენიმე წელია უყვარდა. კითხვები უჩნდებოდა მინას, ახლა რა იქნებოდა? როგორ გაარძელებდნენ ის და თეჰიონი ურთიერთობას? მთავარი კითხვა კი მაინც სულ სხვა იყო, გრძნობდა რამეს თეჰიონის მიმართ თუ არა? აქამდე მისთვის, რომ გეკითხათ თეჰიონი როგორც შეყვარებული მოგწონს თუ არაო. გეტყოდათ, რომ ამ სიმპატიურ ბიჭში მხოლოდ მეგობარს ხედავდა. ახლა კი ალბათ რაღაც შეიცვალა მის ტვინში. არა კი არ შეიცვალა ყველაფერი ამოუბრუნდა. თეჰიონმა, რომ აკოცა სწორედ მაშინ ამოუბრუნდა თავში ყველაფერი. რაღაც ისეთს გრძნობდა, რაც არასდროს გამოეცადა. ენით აღუწერელი სიამოვნება იყო და კიდევ უფრო მეტი. იმ დღეს თავისი ოთახიდან არ გამოსულა მთელი დღე ფიქრობდა. არც თეჰიონი იყო კარგ მდგომარეობაში. ახლა ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ მინა სამუდამოდ დაკარგა. იმ დღეს მასთან ბიჭები მივიდნენ, ყველაფრის ახსნა მოუწია, რადგან არც ერთი თავს არ ანებებდა.
გავიდა ორი დღე და მინამ გადაწყვიტა, რომ ეს გაუგებრობა რაც მის თავში ტრიალებდა უნდა დაესრულებინა. რა მოხდებოდა იმით თუ თეჰიონთან იქნებოდა. მართალია არ იყო ჯერ თავის გრძნობებში დარწმუნებული, მაგრამ თეჰიონს უყვარდა და იქნებ ეცადა? ამ აზრებით ჰქონდა გადატვირთული გონება და ერთ-ერთ კაფეში იჯდა. ერთ წერტილს მიშტერებული იყო როდესაც ტელეფონზე მესიჯი მოუვიდა.
ჯონქუქი: მინა სად ხარ?
მინა: კაფეში.
მინა: რამე მოხდა?
ჯონქუქი: სამ დღეში ჯინას დაბადებისდღე აქვს და მინდოდა სურპრიზი გამეკეთებინა.
მინა: გასაგებია სახლში წამოვალ
ჯონქუქი: კარგი გელოდები.
მინამ ფული გადაიხადა და კაფიდან პირდაპირ სახლში წავიდა. იქ მისულს ჯონქუქი სახლში დახვდა.
_აბა ძმაო რას აპირებ?(მინა)
_ვიფიქრე პატარა წვეულებას მოვაწყობდით ერთი დღით ადრე ჯინას დაბადებისდღემდე აქ და შემდეგ სადღაც ვაპირებ მის წაყვანას დასასვენებლად.
_კარგი აზრია და რაში დაგეხმარო?(მინა)
_ისეთი არაფერი უბრალოდ მინდა ჯინასთვის ეს სურპრიზი იყოს და შეეცადე არაფერი გაიგოს და ხო სახლის მორთვაში დამეხმარე.(ჯონქუქი)
_კი, რა პრობლემაა(მინა)
_ისე შენ რას აპირებ თეჰიონთან?(ჯონქუქი)
_არ ვიცი(მინა)
_ცოდოა ის ბიჭი.(ჯონქუქი)
დღე მალე მიილია შემდეგიც და უკვე გათენდა ექვსი ივლისი. ჯონქუქი დილიდანვე რაღაც საქმეებს აგვარებდა, თან თეჰიონს დაურეკა სთხოვა მოსულიყო, დიდი თხოვნის შემდეგ ძლივს დაითანხმა.
ჯერ დილის ათი საათი იყო ამიტომ მინას არ ეღვიძა. ჯონქუქი სახლიდან გავიდა და ჯინასთვის კაბის საყიდლად წავიდა. მინას კარზე ზარის ხმა აღვიძებს, გოგოს ადგომა არ უნდა, მაგრამ მაინც მოუწია საწოლიდან წამოდგომა და ახალ გაღვიძებულმა კარი გააღო.
თეჰიონის pov.
უკვე რამდენჯერ დავრეკე ზარი და კარს არავინ აღებდა, არადა ჯონქუქმა მითხრა სახლში მივსულიყავი და მას დავხმარებოდი. უკვე წასვლას ვაპირებდი, როდესაც ზურგს უკან კარების გაღების ხმა გავიგე და მაშინვე უკან შევბრუნდი. მინა დავინახე, რომელიც ჩემს თავს მაგონებდა. დილით საწოლიდან, რომ ვდგები და სანამ სააბაზანოში შევალ მანამდე ზუსტად მასე ვარ ხოლმე. თვალების ფშვნეტით და მთქნარებით იდგა კარებში. ჩემს დანახვაზე ცოტა დაიძაბა და არც მე ვიყავი კომფორტულად მის გვერდით.
_გამარჯობა(მინა)
_გამარჯობა(მე)
_სახლში არაა ჩემი ძმა(მინა)
_ჯონქუქმა დამირეკა და მთხოვა დასახმარებლად მოვსულიყავი, მაგრამ ვფიქრობ სპეციალურად გააკეთა.(მე)
_შემოდი(მინა) გვერდით ჩაიწია და მეც შევედი. ჯონქუქმა რა იფიქრა, რომ მარტოს დაგვტოვებდა და ამით რა შეიცვლება? მისაღებში შევედი და მდივანზე ჩამოვჯექი.
_გამოვიცვლი და ჩამოვალ(მინა) თავის ოთახში ავიდა და რამდენიმე წუთში ჩამოვიდა.
_დავიწყოთ?(მინა) ვგრძნობდი დაძაბულობას, რომელიც ვიცი რის გამოც იყო.
_რას ვაკეთებთ?(მე)
_სახლი უნდა მოვრთოთ.(მინა)
_კარგი დავიწყოთ(მე)სხვადასხვა ფერის ბურთები გავბერეთ და იატაკზე მივყარეთ. რამდენიმე მათგანი სხვადასხვა ადგილას მივამაგრეთ, ლამაზად მოციმციმე განათებებიც დავამაგრეთ და საბოლოვოდ კმაყოფილები და დაღლილები ჩავესვენეთ მდივანზე. რამდენიმე წუთი უხერხული სიჩუმე იყო. ვიფიქრე და გადავწყვიტე, რომ უნდა რამე მეთქვა და ეს აუტანელი სუჩუმე დამერღვია.
_მინა იმ დღეს არასწორად მოვიქეცი, რისთვისას ბოდიშს გიხდი და არ მინდა შენთან ცუდი ურთიერთობა მქონდეს(მე) მან შემომხედა და დაძაბულობისგან თითებს ერთმანეთში ახლართვა დაიწყო.
_თეჰიონ ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ შენ მართლა მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის. არ ვიცი რას ვგრძნობ შენს მიმართ, იმ დღეს, რომ მაკოცე სულ ავირიე და ვაღიერებ ეგ კოცნა ჩემთვის სრულიად განსხვავებული და სასიამოვნო იყო. პირდაპირ გეტყვი მინდა ვცადოთ თუ შენ არ ხარ წინააღმდეგი. ვცადოთ ურთიერთობა(მინა)ახლა მომესმა თუ მართლა ასე თქვა? მაშინვე მთელი ძალით ჩავიხუტე.
_მადლობა რომ შანს მაძლევ, ყველაფერს ვიზავ თავი, რომ შეგაყვარო(მე)
ავტორის pov.
საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო. მთელი დღე არაფერი სმენია ჯინას ჯონქუქისგან. სწორედ ამ დროს მინა მივიდა მათთან სახლში.
_ჯინა ადი და ეს ჩაიცვი.(მინა)
_ეს რა არის?(ჯინა) მინას ყუთი გამოართვა.
_ეს შენთვის იყიდა ჯონქუქმა და უნდა, რომ ჩაიცვა.(მინა)
_თვითონ სად არის?(ჯინა)
_ამდენ კითხვას რატომ სვავ? მიდი აქ გელოდები ჩაიცვი(მინა) გოგონა სააბაზანოში შევიდა და იქიდან ულამაზეს წითელი ფერის კაბაში გამოწყობილი გამოვიდა. პირდაპირი მნიშვნელობით ბრწყინავდა. კაბა გრძელი, ფეხთან ჩახსნილი და ზემოთ ბრეტელებიანი, ამოღებული ზურგით. ულამაზესი იყო და შემდეგ მინას მიერ გაკეთებული მსუბუქი მაკიაჟით კიდევ უფრო ბრწყინავდა.
_მაინც არ მესმის, რატომ აკეთებ ამას?(ჯინა)
_გაჩუმდი და წამომყევი(მინა)
გოგო ოთახიდან გაიყვანა, მშობლებს მის დანახვაზე ცრემლები წამოუვიდათ და მათ შვილს უამრავი კომპლიმენტი უთხრეს. გარეთ გავიდნენ და პირდაპირ მინას სახლისკენ წავიდნენ. სახლი ჩაბნელებული იყო, მინამ კარი გააღო და ჯინა სრულ სიბნელეში ვიღაცას მიაჯახა. შუქები აინთო და ჯინას გარშემო სრული სილამაზე გადაიშალა. ჯონქუქი მის წინ იდგა და ხელები ჩევლო. მისი მეგობრებიც უკლებლივ იყვნენ, ჯერ ისევ გაოცებული იყო ამ ყველაფრით.
_უმშვენიერესი ხარ(ჯონქუქი)
_მადლობა და ეს ჩემთვის გააკეთეთ?(ჯინა)
_მხოლოდ შენთვის(ჯონქუქი)
გართობა დაიწყო, ჯინას გაოცება მარტო ამით არ მთავრდებოდა, სულ არსაიდან თეჰიონი და მინა დაინახეს როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს და ხელჩაკიდებულები იჯდნენ ერთად. წვეულება ჯონქუქისთვის და ჯინასთვის მალე დასრულდა.
_ახლა ჩვენ უნდა წავიდეთ(ჯონქუქი)
_სად?(ჯინა)
_ნახავ(ჯონქუქი) ყველას დაემშვიდობნენ და სახლიდან გავიდნენ. მანქანით ერთ საათზე მეტ ხანს იარეს და შემდეგ გზა იახტით გააგრძელეს.
_ჯონქუქ არ მეტყვი სად მიგყავარ?(მინა)
_იქ სადაც მე და შენ ბედნიერად დავისვენებთ(ჯონქუქი)
გოგოს მეტი აღარაფერი უთქვამს. იახტაზე ყოფნით ტკბებოდნენ და ცოტაოდენ სასმელსაც მიირთმევდნენ. უკვე ღამის თორმეტი საათი ხდებოდა, ისხდნენ და ცას უყურებდნენ. მალე იახტა ჩერდება და ჯონქუქს ჯინა კუნძულზე გადაჰყავს. ამ კუნძულზე რამდენიმე შენობის გარდა არაფერია. სრული სიმშვიდე, სიმწვანე და სილამაზე. ერთ-ერთ სახლში შეჰყავს გოგონა. შიგნით შუქები არ ენთო, მაგრამ სინათლე მაინც იყო. უამრავი სანთლების და ფანჯრიდან შემოსული მთვარის შუქი ამ გარემოს რომანტიკულობას უფრო ამძაფრებდა.
_აბა როგორ მოგწონს ჩემი სურპრიზი?(ჯონქუქი) ჯერ კიდევ ამ სილმაზის თვალიერეაბაში გართული გოგო გონს ძლივს მოდის.
_ეს წარმოუდგენლად ლამაზია.(ჯინა) ჯონქუქი საათზე იხედება, შემდეგ წყნარ მუსიკას რთავს და გოგონას უახლოვდება, წელზე ხელებს ნაზად ხვევს და ნაზად კოცნის.
_უკვე თვრამეტის ხარ(ჯონქუქი)
_მერე მაგას რამე მნიშვნელობა აქვს?(ჯინა) გამომწვევად იწყებს ლაპარაკს და ტანს აყოლებს მუსიკას.
_კი თან ძალიან დიდი(ჯონქუქი)
_მაინც რა?(მინა)
_გინდა გაიგო?(ჯონქუქი)
_შენ გინდა?(ჯინა) ცდილობს ჯონქუქი გააწვალოს.
_ჯინა მოთმინებას ვკარგავ და თავის შეკავებას ვეღარ შევძლებ(ჯონქუქი)თითქოს და გამაფრთხილებელი ხმით ეუბნება.
_აღარ შეიკავო ქუქ(ჯინა) მის ყურთან გამომწვევად ამოიჩურჩულა. ბიჭმა ეს თანხმობად ჩათვალა და ის ნაზად აიტაცა ჰაერში. გოგომ ჯოქუქის წელს ფეხები შემოხვია და მის ტუჩებს დაეწაფა. ოთახში შევიდნენ და ჯონქუქმა ფეხით მიიხურა კარი ზურგს უკან. გოგონა საწოლზე ნაზად დააწვინა და კაბა გახადა. მის სხეულს შეხედა და შემდეგ მისი დაკოცნა დაიწყო. ლავიწებსა და ყელში სილურჯეები დაუტოვა. ჯინას ზედმეტი სიამოვნებისგან თვალები მიენაბა და შიგადაშიგ ამ სიამოვნებისგან ხმებს გამოსცემდა. ამ ღამით საბოლოოდ ჯონქუქის გახდა ჯინა.
დღე ჩვეულებრივ დაიწყო. გათენდა შვიდი ივლისის დილა, ჯონქუქი გოგონას სახეზე და თმებზე ეფერება. უკვე თითქმის ნახევარი საათია მის სახეს აკვირდება. ახსენდება წინა ღამით მომხდარი, ეღიმება გოგონას ტუჩებზე ეხება, მოწყვეტით კოცნის და მანამდე იმეორებს ამას სანამ გოგონა თვალებს არ ახელს.
_დილამშვიდობის ჩემო იუბილარო, გილოცავ.(ჯონქუქი)
_დილამშვიდობის(ჯინა) ისიც საპასუხოდ კოცნის ჯონქუქს
_ღამით შეუდარებელი იყავი(ჯონქუქი)
_შენც(ჯინა) სახეზე სიწითლემ გდაურბინა.
_არასდროს დაგტოვებ, სამუდამოდ ჩემი ხარ პაკ ჯინა(ჯონქუქი)
_არასდროს დამტოვო ჯეონ ჯონქუქ(ჯინა)
დასასრული._____________________
ჩემი პირველი ფიკი დასრულებულია🥳🥳მოკლედ სულ თავიდან იმაზე მეფიქრებოდა საერთოდ ვინმე წაიკითხავდა თუ არა, ხოდა მერე ისიც ვიფიქრე თუ არავინ წაიკითხავდა უფრო კარგი იქნებოდა.😂😂🤦♀️მადლობა ყველა იმ მკითხველს რომელიც ამ ფიკს კითხულობდა🤗🤗💙💙💜💜💜მიყვარხართ!!!😘😘💖💖💚💚💜💜
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.