ჯინას pov
დილით მაღვიძარამ ექვსის ნახევარზე გამაღვიძა. სასწრაფოდ ავდექი, სპორტულები ჩავიცვი და გარეთ გავედი. ჯოქუქის სახლთან რამდენიმე წუთი მომიწია ლოდინი და მალე ისიც გამოვიდა. ჩემ დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, აქ ნამდვილად არ მელოდა, მისი ნომერიც არ მქონდა, რომ გამეფრთხილებინა.
_ჯინა შენ რა მართლა აპირებ ჩემთან ერთად სირბილს?(ჯონქუქი) მგონი ცუდად მოვიქეცი უკითხავად, რომ დავადექი თავზე, მაგრამ თვითონ შემომთავაზა მასთან ერთად სირბილი.
_სემ ხომ მითხარი, ბოდიში სახლში წავალ(მე)
_მოიცა სად მიდიხარ? უბრალოდ არ მეგონა ჩემთან შეხვედრის გამო ყოველ დილით ასე ადრე თუ გაიღვიძებდი.(ჯონქუქი)
_ასე არ უნდა გეფიქრა, ხედავ მე შენს წინ ვდგავარ.(მე)
_ბოდიში ცუდად გამომივიდა, წავიდეთ?(ჯონქუქი)
_წავიდეთ(მე)
ნეტა რატომ დავთანხმდი ამ ბიჭს ასე ადრე ადგომასა და მერე სირბილზე. მგონი სულ გავაფრინე, ბიჭის გამო ამ სიცივეში დავრბივარ. ჯონქუქს უკვე ნახევარი საათია ძლივს მოვსდევ.
_ჯონქუქ გთხოვ შევისვენოთ.(მე) ძლივსღა ვსუნთქავდი.
_ჯინა ორი წუთის წინ არ შევისვენეთ?(ჯონქუქი) შეანელა სირბილი და თან უკან გამომხედა, მე კი უკვე სადმე ავყირავდებოდი.
_ძალიან სწრაფად დარბიხარ(მე)
_მე კი არ დავრბივარ სწრაფად ეს შენ მომდევ ნელა, საერთოდ შენ რასაც აკეთებ მაგას სირბილი არ ჰქვია.(ჯონქუქი)
მისთვის ხმა არ გამიცია, ჩემთან ყველაზე ახლოს მდებარე სკამზე ჩამოვჯექი და ისიც გვერძე დამიჯდა.
_წადი შენ გააგრძელე, მე ცოტას დავისვენებ და სახლში დავბრუნდები(მე)
_მეც შენთან ერთად დავრჩები და ერთად დავბრუნდებით სახლში.(ჯონქუქი)
_კარგი(მე)
_ძალიან დაიღალე არა?(ჯონქუქი)
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.