ავტორის pov.
იმ საღამომ მშვენივრად ჩაიარა ქუქი და ჯინა დიდხანს საუბრობდნენ, იცინოდნენ და რაც მთავარია ბედნიერები იყვნენ. საღამოს დასასრულს, როდესაც მათ სახლში წასვლა გადაწყვიტეს ქუქი გოგონას წინ აისვეტა და თავისი ბაჭიის ღიმილი, რომელსაც მთელი საღამო არ იშორებდა დაუსერიოზულდა. ბიჭის ამდაგვარი საქციელი დამაბნეველი აღმოჩნდა ჯინასთვის, მაგრამ ქუქის თვალებში მანამდე უყურებდა სანამ ბიჭმა არ ამოიღო ხმა.
_ოხ ჯინა დღეს შენი პასუხით ყველაზე ბედნიერი გამხადე. ვიცი საკმარისი არ იქნება ეს ყელსაბამი, იმის გამოსახატავად თუ როგორ გამაბედნიერე, მაგრამ გპირდები მუდამ შენს გვერდით ვიქნები და არასდროს დაგტოვებ.(ჯონქუქი)ბიჭმა ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და ფრთხილად გახსნა. გოგონა ჯერ კიდევ მისი სიტყვებით თავბრუდახვეული უყურებდა ბიჭის ყოველ მოძრაობას. ქუქმა კოლოფიდან ყელსაბამი ამოიღო და გოგონას უკან დადგა, თმები ნელა და ნაზად გადაუწია კისრიდან, რომ მათ ხელი არ შეეშალათ ბიჭისთვის. წამებში მშვენიერ ნათალ კისერს და ლავიწებს ამშვენებდა კიდევ უფრო ნაზი და საოცრად ლამაზი ყელსაბამ. თითქოს ის გოგონასთვის იყო შექმნილი. ჯინა ქუქისკე შეტრიალდა აცრემლებული თვალებით და ბიჭს მთელი ძალით ჩაეხუტა. ახლა უკვე გოგონა მართლა ტიროდა, მაგრამ ეს არც ერთს აწუხებდათ, რადგან ცრემლები, რომლებიც გოგონას უნაკლო სახეს ასვლელებდა სიხარულისგან იყო გამოწვეული. რამდენიმე წუთიანი ჩახუტება ქუქმა დაასრულა, ის გოგონას ფრთხილად მოშორდა, რადგან ვეღარ უძლებდა მის ცრემლებს და მან თავისი ხელები გოგოს სახეზე მოჰკიდა, შემდეგ კი ცერა თითებით შეუმშრალა სახე.
_ჯინა საოცრება ხარ, მაგრამ არ მომწონს, როდესაც ტირი.(ჯონქუქი)
_ქუქ ეს შენ ხარ ჩემი საოცრება, რომელმაც ჩემი ცხოვრება გაახალისა და თან შენ ხარ ადამიანი რომელმაც მე გადამარჩინა.(ჯინა)
_ჩემი პატარა ხარ შენ, ძალიან პატარა და ჩემი მოვალეობა სწორედაც, რომ შენი დაცვაა. იცი ეს ყელსაბამი, რომ დავინახე მაშინვე შენ გამახსენდი.(ჯონქუქი)
_ულამაზესი ყელსაბამია ქუქ და მადლობა, რომ ჩემთან ხარ(ჯინა)
----☆☆☆☆----
გადიოდა ულამაზესი დღეები და უკვე რამდენჯერმე იყვნენ ჯონქუქი და ჯინა პაემანზე, მაგრამ მათთან ერთად მინა და ჩანიც დადიოდნენ. დიახ მშვენიერი წყვილები იყვნენ და დროს ერთად ხშირად ატარებდნენ, ერთობოდნენ და ყველაზე მთავარი ჯინას მშობლებმაც გაიგეს მათი შვილების ბედნიერების ამბავი. ცოტა გვიან კი ჯონქუქის მშობლებსაც უთხრეს ახალი ამბავი. მოკლედ არავინ იყო ბავშვების ამ ურთიერთობის წინააღმდეგი. გათენდა აპრილის პირველი თბილი და სასიამოვნო დღე. ამ საღამოს ქუქმა და მისმა ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს პატარა წვეულების გამართვა და მათთან ერთად რათქმაუნდა ჩანი და გოგოებიც იქნებოდნენ. უკვე საღამოს ქუქმა ჯინას მისწერა.
_საყვარელო მზად ხარ?(ჯონქუქუ)
_ქუქი ორი წუთიც და გამოვალ(ჯინა)
_გარეთ გელოდები(ჯონქუქი)
ჯინამ თმები შეისწორა ბოლო შტრიხი შეიტანა მაკიაჟში და ქუქისთან ჩავიდა.
_როგორც ყოველთვის ჩემი პატარა გოგო ულამაზესია.(ჯონქუქი)
_გეყოს ჩემი გაწითლება(ჯინა)
_ასეთიც ძალიან საყვარელი ხარ, ასე, რომ არ შევწყვეტ შენს დახასიათებას, თუ როგორი არაამქვეყნიურად ლამაზი, გასაოცარი და საყვარელი ხარ, შენ ჩემი პაწაწინა ფერია ხარ.(ჯონქუქი)
_ქუქი ასე ძალიან გიყვარს ჩემი წვალება?(ჯინა) გოგონა ბიჭს მიუახლოვდა და მის ყურთან ამოიჩურჩულა. შემდეგ მალევე მოშორდა და სიცილით მანქანისკენ წავიდა, მაგრამ ქუქმა ის მისკენ შემოაბრუნა, მის წელს თავისი ხელები შემოხვია, ახლოს მიიზიდა და მოწყვეტით აკოცა რამდენჯერმე.
_ჩემს გამოწვევას ცდილობ?(ჯონქუქი)
_არა საიდან მოიტანე(ჯინა) ბიჭი სანამ ხელებს გაუშვებდა, ჯინას ცხვირზე ნაზად აკოცა და მანქანაში ჩაჯდა. ამჯერად წვეულებას შუგას სახლში მართავდნენ. ბიჭებმა ის ძლივს დაითანხმეს და ძალიან გასაკვირია, თუ რატომ დასთანხმდა შუგა მათ ამ შემოთავაზებას, რომ მოეწყოთ წვეულება, რომელიც ძალიან ხმაურიანია და თან მისი დასრულების ბოლოს მთლიანი სახლი თავდაყირაა. მანქანა პატარა სასიამოვნო შესახედაობის სახლის წინ გააჩერა ქუქიმ და შემდეგ ჯინასთან ერთად შევიდა შიგნით. როგორც ჩანს ყველანი მისულები იყვნენ უკვე და ახლად შემოსულებს ელოდნენ. ჩანი და მინა ერთად ისხდნენ პატარა მდივანზე და იცინოდნენ, მაგრამ ჯინს არ გამოჰპარვია თეჰიონის მზერა ამ წყვილზე, თუ როგორ აკვირდებოდა მათ თეჰიონი და ისიც შესამჩნევი იყო ყველასთვის, რომ მას არ მოსწონდა ჩანი. ერთხელ მინასაც დაელაპარაკა და გააფრთხილა, რომ არ ღირდა ჩანთან ურთიერთობა, მაგრა მის ამ დარიგებას მხოლოდ გოგონას გაბრაზება მოჰყვა. ჯინი თეჰიონს წინ გადაეღობა და ეცადა ყურადღება მიექცია, წინ ხელები აუფრიალა და როგორც იქნა თეჰიონმაც შეხედა ჯინს და მობეზრებით ჰკითხა.
_რა გინადა ჯინ?(თაე)
_ძმაო, რა უნდა მინდოდეს გარდა იმისა, რომ ჩემი მეგობრები ბედნიერები იყვნენ. რატომ არ ერთობი?(ჯინი)
_არ ვარ ხასიათზე ჯინ(თაე)
_კარგი როგორც გინდა(ჯინი)თეჰიონს მოშორდა და იქვე ახლოს მყოფ მეგობრებს შეუერთდა. ყველა ერთობოდა, შესანიშნავად მიდიოდა ყველაფერი სანამ თეჰიონმა არ გააფუჭა ეს მშვენიერი საღამო.
ბიჭმა ბევრი დალია და თან მთელი საღამო თვალს არ აშორებდა მინას და ჩანს. ბოლოს კი როდესაც მინა მარტო დარჩა მასთან მივიდა.
_მინა სალაპარაკო მაქვს.(თაე)
_გისმენ თეჰიონ(მინა)
_არ მომწონს ეგ ბიჭი.(თაე)
_შენსას არ იშლი? რა გინდა მისგან? თავი დაგვანებე.(მინა)
_მინა მასე ნუ მიყვირი და ერთხელ, რომ გითხარი არ შეხვდეთქო ჩანს რატომ არ გესმის?(თაე)
_თეჰიონ შენ ვინ გეკითხება? თან ის ჩემი შეყვარებულია და ძალიან ვუყვარვარ.(მინა) ამ დროს მათთან ჩანი მივიდა და თეჰიონი უკან გასწია, რადგან ის ძალიან ახლოს იყო მინასთან.
_მინა რა ხდება?(ჩანი)
_არაფერი ჩან უბრალოდ..(მინა) მინას გააწყვეტინა თეჰიონმა.
_უბრალოდ მას თავი უნდა დაანებო.(თაე)
_რას მეუბნები? თეჰიონ ნასვამი ხარ და ჯობს სახლში წახვიდე არ მინდა რამე ისეთი თქვა მერე შენი ცემა მომიწიოს.(ჩანი)
_შენ ვერ მიბრძანებ ვერაფერს.(თაე)ეს თქვა თუ არა ჩანს მუშტი გაუქანა სახეში, რასაც ჩანისგანაც პასუხად მისი მიმართულებით მოჰყვა მუშტი. საკმარისადაც კი სცემეს ერთმანეთი და როგორც იქნა მათი გაშველებაც მოახერხეს.
----☆☆☆☆----
ცოტა ძალიან დავაგვიანე ახალი თავის დადება, რისთვისაც ბოდიში😁😁🤣იმედია მოგეწონებათ და გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ვოუთის და კომენტარის საშუალებით🤗🤗მიყვარხართ ხალხოო❤❤❤💞💞🥰🥰😘😘ვაიმეეე ამ ფოტოზე მეკეტებააა ძალიან მიყვარს🥰🥰🥰💞💞💞❤❤🤗🤗🤗
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.