გამარჯობათ💞💞 იმედია მოგეწონათ🥰😘😘
ჯინას pov
დილით თვალებს ვახელ თუ არა უცხო გარემო ძალიან მაშინებს, მაგრამ მალევე ვაცნობიერებ ყველაფერს და ვწყნარდები. სააბაზანოში შევდივარ და თავს ვიწესრიგებ, ჩემს შავ სწორ თმას მაღლა ვიწევ და ჩოლკას ვივარცხნი, შემდეგ კარადაში ვიწყებ ქექვას და ბოლოს ვპოულობ ჩემთვის სასურველ ტანსაცმელს.
სამზარეულოში ჩავედი და ყველანი უკვე მაგიდასთან ისხდნენ, მადა არ მქონდა და მხოლოდ ცხელი ჩაი დავლიე.
_"ისე ჯინა აქვე ახლოს კარგი სკოლა ვნახე და საბუთები მივიტანე, ორშაბათიდან უკვე შეძლებ სწავლის დაწყებას."(დედა)
_"ძალიან კარგია"(მე)
_"ფორმა და წიგნები უნდა ვიყიდოთ, როდის წავიდეთ საყიდლებზე?"(დედა)
_"ხვალ ჯობია, თან დღეს ცოტა გავივლი და აქაურობას დავათვალიერებ"(მე)
_"არ გინდა წამოკყვე?"(ჩანი)
_"მარტოს მირჩევია"(მე)
_"კარგი და თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე"(ჩანი) მე თანხმობის ნიშნად გავიღიმე და გამოვედი.
ყურსასმენებში სიმღერებს ვუსმენდი და გზას მივუყვებოდი, შემდეგ მარჯვნივ შევუხვიე და ერთი პატარა პარკი ვიპოვე. იქ ერთ გრძელ ხის სკამზე ჩამოვჯექი. ასე რამდენიმე საათი გავატარე სიმღერების მოსმენაში და ფიქეში. ვფიქრობდი ჩვენს აქ გადმოსვლაზე. ისე ერთის მხრივ კარგია აქ, რომ გადმოვედით, რადგან ჩანის სასწავლებელი უფრო ახლოსაა. თვითონ თქვა რომ მანქანით მხოლოდ ნახევარი საათი დასჭირდება. ამ ფიქრებიდან ჩემა მუცლის ხმამ გამომარკვია და გადავწყვიტე რამე გემრიელი მეჭმა. გზას მივუყვებოდი და სახლს უფრო ვშორდებოდი, ერთი მყუდრო პატარა რესტორანი ვნახე და იქ შევედი. შეკვეთა მალევე მომიტანეს და როცა ჭამა დავამთავრე ყავის დალევა გადავწყვიტე. ამ დროს დედამ დამირეკა.
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanficეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.