💙თავი 16💜

728 49 13
                                    

მინას pov.
ამ საღამოს ჩანმა და თეჰიონმა იჩხუბეს რაღაც უაზრობის გამო, მაგრამ უკვე მთელი ღამეა ვფიქრობ თეჰიონის სიტყვებზე და ძალიან მაინტერესებს ასე რატომ ვერ იტანს ჩანს? იქნებ მართალია და ჩანი რაღაცას მატყუებს?
_შე იდიოტო გოგო რეებზე ფიქრობ?არა ეს შეუძლებელია მე ჩანს ვენდობი და მისი მჯერა. ის არაფერს დამიმალავს.
ამ სიტყვებს ვჩურჩულებდი და თან ვცდილობდი თავი დამემშვიდებინა, მაგრამ არა საშინლად მაწუხებს კითხვები და ხვალ მათზე პასუხებს აუცილებლად გავიგებ. თეჰიონს უნდა ვთხოვო მომიყვეს რაც იცის. ტელეფონი ავიღე და მას მივწერე.
_თეჰიონ გძინავს?(მე)ჩემდა გასაკვირვად მალევე მიპასუხა.
_არა რამე მოხდა? რატომ არ გძინავს? დილის 5 საათი ხდება.(თეჰიონი)
_ვერ დავიძინე და შენ რატომ გღვიძავს?(მე)
_მეც ვერ დავიძინე(თეჰიონი)
_თეჰიონ შეიძლება ხვალ სადმე შევხვდეთ? (მე)
_ასეც ვფიქრობდი, გაინტერესებს ხომ რატომ არ მინდა ჩანთან რომ იყო?(თეჰიონი)
_ის ჩემი შეყვარებულია და მას ვენდობი, უბრალოდ შენმა სიტყვებმა სულ დამაბნია.(მე)
_კარგი ხვალ სკოლის შემდეგ გამოგივლი და სადმე წავიდეთ.(თეჰიონი)
_კარგი(მე)ტელეფონი გადავდე და დაძინება ვცადე, მაგრამ მაინც ვერაფრით ვერ ვიძინებდი. დილით უკვე სკოლისთვის გამზადება დავიწყე და სამზარეულოში ჩავედი. ამდენი ხნის შემდეგ მთელი ოჯახი ერთად შევიკრიბეთ. ეს ჩვენს ოჯახში იშვიათად თუ მოხდება.
_მინა წამოდი სკოლაში მე წაგიყვანთ შენ და ჯინას.(ჯონქუქი)
_კარგი(მე) მასთან ერთად გავედი და მანქანაში ჩავჯექით, რამდენიმე წუთში ჯინაც გამოვიდა და ჯონქუქის გვერდით დაჯდა. მათ გამო ძალიან მიხარია, რადგან ჩემთვის ორი უძვირფასესი ადამიანი ერთად არის და თან ერთმანეთი ძალიან უყვართ. სკოლის ეზოში მანქანა გააჩერა ჯონქუქმა და მე დამემშვიდობა.
_მინა შენ წადი და ჯინა ჩემთან ერთად იქნება დღეს.(ჯონქუქი) ჯინას გაოცებულმა შევხედე და მისთვისაც მოულოდნელი იყო ჯონქუქის ნათქვამი.
_კარგი(მე)მას მეტი კითხვები აღარ დავუსვი და სკოლაში დაბნეული შევედი.
ჯონქუქის pov.
მინა გადავიდა თუ არა მანქანა დავძარი და სკოლიდან გავედი.
_ქუქ რას აკეთებ?(ჯინა)
_სადღაც უნდა წაგიყვანო, წინააღმდეგი ხომ არ ხარ?(მე)
_უბრალოდ არაფერი ვიცოდი და მოულოდნელი იყო შენი ასეთი საქციელი(ჯინა)
_ჩემგან უნდა შეეჩვიო ასეთ ქმედებებს, რადგან ძალიან ხშირად ვაპირებ სურპრიზების გაკეთებას.(ჯონქუქი)ძალიან მორცხვია ჯინა და ახლაც ლოყები აუწითლდა. ეს გოგო ვერ ხვდება, რომ ამ მომენტში ძალიან საყვარელია და თავს ძლივს ვიკავებ მის ტკბილ ტუჩებს, რომ არ გავუსინჯო გემო. სახეზე შევატყვე რომ ეძინებოდა.
_პატარავ ცოტახანი დაიძინე, დიდი გზაა წინ და როცა ადგილზე მივალთ გაგაღვიძებ.(მე)
_არა, იყოს არ მეძინება(ჯინა)
_როგორ არ გეძინება თვალებს ძლივს ახელ(მე)
_უბრალოდ მზე მანათებს თვალებში და მაგის გამო ვარ ასე(ჯინა) ძალიან ჯიუტია და ჩემი მოტყუებაც უნდა, ვნახოთ თუ არ ჩაეძინება.
_კარგი როგორც გინდა.(მე) მშვიდი მუსიკები ჩავრთე და თან დრო და დრო გავეხავდი ხოლმე ჯინას, რომელიც ფანჯრიდან იყურებოდა და არაფრით ნებდებოდა, დაძინებას არ აპირებდა. დარწმუნებული ვარ ახლა ყველაზე მეტად ძილი უნდა, მაგრამ ის ხომ უბრალოდ სიჯიუტის განსახიერებაა. მაგრამ ერთხელაც მისკენ გავიხედე და ძალიან საყვარლად ეძინა. თავის ზურგჩანთას ჩახუტებოდა, დაბუშტული ტუჩები წინ გამოეწია და სახეზე აბრეშუმივით სწორი, გრძელი, შავი თმა ჩამოჰყროდა. ცალი ხელი საჭეზე დავტოვე მეორეთი კი მის თმას ნელა შევეხე და ყურთან გადავუწიე. ასეთი მშვენიერი არსება ჯერ არასდროს მენახა. მძინარეც კი ულამაზესი იყო. მისი ყურება არასდროს მომბეზრდებოდა, მაგრამ არც ის მინდოდა რამე უბედურება დაგვმართნოდა, ამიტომ მთელი ყურადღება გზაზე გადავიტანე.
მინას pov.
სკოლაში ვიყავი უკვე ბოლო გაკვეთილზე, როდესაც ვიღაცამ მომწერა. ჩუმად ამოვიღე ტელეფონი და მესიჯი გავხსენი.
_სკოლასთან ვარ უკვე, შენ ვერ მორჩი?(თეჰიონი) ეს იდიოტი სკოლაში არ დადიოდა თუ თავს იშტერებს. რა კითხვებს მისმევს არ იცის გაკვეთილი როდის მთავრდება?
_იდიოტო გაკვეთილზე ვარ.(მე) მას ასე იმიტომ ველაპარაკები, რომ ერთმანეთთან ახლოს ვართ. ის ხომ ჩემი ძმის მეგობარია და ძალიან ხშირად ჩვენთან რჩებოდა სახლში.
_ნუ წიწკინებ და მალე გამოდი.(თეჰიონი)
_კიდევ მე ვწიწკინებ? ათ წუთში დამთავრდება გაკვეთილი და გამოვალ.(მე)
ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე და მასწავლებელს მივუბრუნდი. ყველაზე მეტად რა მაინტერესებს ამ მასწავლებელს, როგორ შეუძლია ასე უცბად დაძინება, ორი წუთის წინ გაკვეთილს ხსნიდა. ახლა კი წიგნზე თავი აქვს დადებული და თკბილად სძინავს. ახლა მე რას არ მივცემდი, რომ ცოტახანს დამეძინა, მთელი ღამე ფიქრში გავათენე. ახლა კლასიდან რომ გავიდე ეს ქალი ვერაფერს გაიგებს. წიგნები ზურგჩანთაში ჩავყარე და კლასიდან თვალის დახამხამებაში გამოვედი. გძელი დერეფანი დიდი სიფრთხილით გავიარე და კიბებით პირველ სართულზე ჩავედი, მოკლედ ბევრი ვიწვალეთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ მთლად ასე მარტივადაც ვერ გამოვიპარე. სკოლის ეზოში გავედი თუ არა თეჰიონი თავისი მანქანით დამხვდა. მის გვერდით ჩავჯექი და მისგან კითხვებიც მივიღე.
_აბა ათ წუთში გამოვალო? მოიცა გამოიპარე?(თეჰიონი)
_დაძარი მანქანა დროზე სანამ ვინმემ დამინახა.(მე)
_კარგი და ასე თუ ინერვიულებდი ათი წუთიც მოგეცადა.(თეჰიონი)
_გინდა უკან შევბრუნდები?(მე)
_არა კარგი წავიდეთ.(თეჰიონი)
მანქანა დაძრა და მთელი გზა ხმას არც ერთი ვიღებდით. ბოლოს მანქანა გააჩერა და იქიდან გადავიდა მეც უკან გავყევი. ძალიან ლამაზი ადგილი იყო, მანქანის წინ ულამაზესი ხედი გადაიშალა. მწვანე მდელო და ამ სიმწვანეში გვირილები და ბაბუაწვერები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა. შორს კი სხვადასხვა ზომის გორაკები იყო რომლებზეც აქაიქ რამდენიმე ვარდისფრად შეფერადებული ხე მოჩანდა. სიმშვიდე და სილამაზე, ამ ადგილს მთლიანად ახასიათებს ეს ორი სიტყვა. მანქანაზე მივეყრდენი და თეჰიონიც გვერდით დამიდგა.
_მოგწონს?(თეჰიონი)
_ძალიან(მე)აღტაცებისგან წამოვიყვირე.
_ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.(თეჰიონი)
_აქ ხშირად მოდიხარ ხოლმე?(მე)
_ყოველთვის, როდესაც მარტო დარჩენა მინდა(თეჰიონი) რამდენიმე წუთი ორივე ჩუმად ვიყავით და წინ გადაშლილი სილამაზით ვტკბებოდით, გარშემო გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა და ამ ყველაფერს უფრო დიდ ელფერს სძენდა. სიჩუმე თეჰიონმა დაარღვია.
_აქამდე ამ ადგილას მარტო მოვდიოდი, შენ კი პირველი ხარ ვინც მოვიყვანე.(თეჰიონი) ჩემთვის არ შემოუხედავს ისე მითხრა მე კი მისი ეს სიტყვები მესიამოვნა კიდეც. მისკენ შევბრუნდი და რაც ენაზე მომადგა ის ვუთხარი.
_და რატომ მომიყვანე მე?(მე)
_არ ვიცი(თეჰიონი)
_თეჰიონ რა პრობლემა გაქვს ჩანთან?(მე) წყნარად ვკითხე და პასუხის მოლოდინში გავჩუმდი.
_მინა ხომ იცი შენ ჩემთვის არ ხარ უცხო ადამიან, არამედ ძალაინ ძვირფასი ხარ და ყველაზე მეტად არ მინდა გული, რომ გეტკინოს.(თეჰიონ)
_რატომ უნდა მეტკინოს გული?(მე)
_არ მინდა შენსადა ჩანის ცხოვრებაში ჩავერიო და ურთიერთობა გაგიფუჭოთ (თეჰიონ)
_ასეთ რა იცი რითიც ურთიერთობას გაგვიფუჭებ?(მე)
_შენ თვითინ რომ კითხო კარგი იქნება(თეჰიონ)
_ვინმე სხვა ჰყავს?(მე)
_არა(თეჰიონი)
_ბოლოს და ბოლოს იტყვი თუ არა?(მე) ხმა საგრძნობლად შემეცვალა და ყვირილზე გადავედი.
_ნათესავი მყავს, იმ უნივერსიტეტში დადის სადაც ჩანი, მეგობრობენ და იმან რაღაც გაიგო.(თეჰიონი)
_გააგრძელე მოყოლა(მე)
_ჩანი ამერიკაში მიდის სასწავლებლად(თეჰიონი) ისეთი სწრაფად თქვა ეს წინადადება კაი ხანი მოვანდომე აზრის გამოტანა.
_რა?(მე)თვალები ამიცრემლიანდა, მაგრამ მოვეშვი რადგან უარესის მოლოდინში ვიყავი.
_როდის მიდის?(მე)
_არ ვიცი ზუსტად, მაგრამ მგონი ამ თვის ბოლოს.(თეჰიონი) უკვე მიჭირდა ცრემლების შეკავება და ამ დროს თეჰიონმა მთელი ძალით ჩამიხუტა.
_თუ გინდა იტირე, ცოტა მოგეშვება და დაწყნარდები. თავის შეკავება არ გინდა მე არავის ვეტყვი.(თეჰიონი) მისი ამ სიტყვების გაგონება და ჩემი ცხარე ცრემლით ტირილი ერთი იყო. ის ხელს თმაზე ნელა მისმევდა, რაც ძალიან მამშვიდებდა. მოსაღამოვდა და ამ დროს ჩვენ წინ უზარმაზარი მცხუნვარე მზე წუთებში გაუჩინარდა იმ გორაკების უკან რომლის იქითაც არაფერი ჩანდა. მშვენიერი სანახაობა იყო.
_აცივდა და არ წავიდეთ?(მე)
_ბოდიში ჩემით ვერ მივხვდი(თეჰიონი) ტანიდან თავისი შემოსაცმელი გაიხადა და მე შემომაფარა.
_ასე გათბები სანამ სახლში მივალთ, წამოდი მანქანაში ჩაჯექი.(თეჰიონი)
_მადლობა(მე)
მანქანაში ჩავჯექით და დაახლოებით ერთ საათზე მეტი დაგვჭირდა სახლამდე. მანქანა გააჩერა და ჩემსკენ შემობრუნდა.
_კარგად ხარ?(თეჰიონი)
_კარგად ვარ არ იდარდო.(მე)
_ახლა რას იზავ?(თეჰიონი)
_დღეს ძალიან დავიღალე ხვალ კი ჩანს დაველაპარაკები.(მე)
_კარგი იქნება, ოღონდ სიმშვიდე შეინარჩუნე.(თეჰიონი)
_აუცილებლად, მადლობა დღევადელისთვის.(მე) შემოსაცმელს ვიხდიდი, მაგრამ მან შემაჩერა.
_გქონდეს და მერე მომეცი, მანქანიდან რომ გადახვალ შეგცივდება.(თეჰიონი)
_კარგი, ნახვამდის.(მე)
_კარგად(თეჰიონი)
სახლში შევედი და ჩემი ძმა ვიკითხე, მან ხომ დილით ჯინა სადღაც წაიყვანა, მაგრამ დედამ მითხრა, რომ სახლში არ იქნებოდა რამდენიმე დღე. ეს რას ნიშნავს, ნეტავ სად წაიყვანა ჯინა?
ოთახში ავედი, გამოვიცვალე და დავალებების შესრულება დავიწყე კიდევ კარგი არც ისე ბევრი მქონდა, საწოლში დავწექი და ჯინას დავურეკე.

სალამით ხალხო🤗👋აბა რას შვრებით, როგორ ხართ?🤗მუზა მომივიდა და დავწერე, ხოდა შეიძლება საღამოს კიდევ ერთი თავი დავდო🙃თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების და ვოუთების საშუალებით💜 ყველა თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის💖💖🤗
ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და თავს გაუფრთხილდით💜💜დარჩით სახლში🤗🤗🤗💜💜💜💖💖

სალამით ხალხო🤗👋აბა რას შვრებით, როგორ ხართ?🤗მუზა მომივიდა და დავწერე, ხოდა შეიძლება საღამოს კიდევ ერთი თავი დავდო🙃თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარების და ვოუთების საშუალებით💜 ყველა თქვენგანის აზრი მნიშვნელოვანია ჩემთვის💖💖🤗ყველას გისურვებთ ...

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
Don't Leave Me《completed》✔Where stories live. Discover now