ჯონქუქის pov
მანქანის კარი გავაღე და ჯინას მივანიშნე, რომ ჩამჯდარიყო.
_სად მივდივართ?(ჯინა)
_როცა მივალთ ნახავ(მე)
_მალე მივალთ?(ჯინა)
_მალე უკვე ადგილზე ვიქნებიტ(მე)
_ალბათ ჩემები ნერვიულობენ, სკოლიდან ისე წამოვედი არავისთვის არაფერი მითქვამს.(ჯინა)
_მინას ვუთხარი და ის მოაგვარებს, შენებს ის ეტყვის ყველაფერს, ამიტომ არაფერი გაქვს სანერვიულო.(მე) ნახევარ საათში უკვე ადგილზე ვიყავით, მანქანა გავაჩერე და გადმოვედით. ჯინამ იქაურობას თვალი მოავლო და სიხარულისგან ხტუნვა დაწყო.
_ვაუ ეს ჩემი საყვარელი ადგილია, გასართობი პარკი, წამოდი დროზე.(ჯინა)
_ვიცოდი, რომ აქ მოგეწონებოდა.(მე) მან ხელი ჩამავლო და მთელი სისწრაფით გაიქცა. იმ დღეს თითქმის ყველგან ვიჯექით, ბევრს ვერთობოდით და ვიცინოდით. მას ხელი ამჯერად მე ჩავავლე და ეშმაკის ბორბალთან მივიყვანე, მას რომ შევხედე უცნაურად გამოიყურებოდა.
_ცუდად ხომ არ ხარ?(მე)
_კარგად ვარ, წამოდი დროზე დავჯდეთ.(ჯინა) ეშმაკის ბორბალი დაიძრა ჯინას კი სახე სულ გაუფითრდა, მივხვდი რომ აქ რარაც რიგზე არ იყო, ამიტომ მას გვერძე მივუჯექი. მისი ხელები ჩემსაში მოვაქციე და ჩემსკენ შემოვაბრუნე ისე, რომ თვალებში ვუყურებდი.
ჯინას pov
ოხ რა დებილი ვარ, აქ არ უნდა დამჯდარიყავი, მე სიმაღლის შიში მაქვს. ვერც კი მივხვდი ჩემს გვერძე ისე გადმოჯდა ჯონქუქი და ჩემი ხელები თავისაში მოაქცია. ზალიან თბილი ხელები ქონდა, მას ამ მომენტში თვალებში ვუყურებდი და ყველანაირი შისი დავიწყებული მქონდა.
_სიმაღლის შიში გაქვს?(ჯონქუქი) მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე, მან კი ჩემი აკანკალებული სხეული ჩაიხუტა. ეშმაკის ბორბალი გაჩერდა და მაშინვე ჩამოვედით.
YOU ARE READING
Don't Leave Me《completed》✔
Fanfictionეს ფიკი 17 წლის გოგონაზეა, რომელიც ხუთი წლის წინ ავარიაში მოყვა, ახლა კი არაფერი ახსოვს იმ დღეზე. გოგონა ერთმა უცხო ბიჭმა გადაარჩინა და თუ ვინ არის ეს ბიჭი ამას მოგვიანებით გაიგებთ.