-სტაილს!-ვყვირი და წლების უნახავი მეგობრისკენ გავრბივარ.
-ღმერთო ჩემო, ნესა-ამოიოხრა ჰარიმ და ხელები გაშალა. მისკენ გავექანე და ხელები კისერსე მოვხვიე, მან კი დამატრიალა და ლოყაზე მაკოცა.
-მენატრებოდი-მის კისერში თავჩარგულმა ამოვიგმინე.
-მეც მენატრებოდი, კნუტო.
-სერიოზულად ჰარი?-თვალებ ავატრიალე.
-რაიყო?! ადრე სულ ასე გეძახდი არ გახსოვს? ღმერთო ჩემო რამდენი დრო გავიდა-გადაიხარხარა ჰარიმ და ისევ მაკოცა ლოყაზე, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ახლა საშინლად ხმაურიანად გააკეთა ეს.
-არ გაიზარდე?-ვკითხე და მისი მარწუხებიდან თავი გავითავისუფლე.
-კარგი რა ნეს-ახლა თვითონ აატრიალა თვალები-ორი საათია რაც ბრედფორდში ჩამოვფრინდი, შენ კიდე უკვე მეჩხუბები!
-არ გეჩხუბები ჰარი, უბრალოდ ვფუქრობ, რომ დრო მოვიდა გაიზარდო. უკვე ამხელა კომპანიას ფლობ. სჯობს დასერიოზულდე.
-კარგი პატარავ, მაგრამ ახლა თუ. შეიძლება სადმე კაფეში დავსხდეთ და იქ ვილაპარაკოთ-მითხრა და თვალი ჩამიკრა. "პატარა" დავაიგნორე,
დავეთანხმე და ჩემი საყვარელი კაფისკენ გავაქანე.2014 წელი , 16 აგვისტო-დღე როდესაც მან დამტოვა. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, ასე უბრალოდ ადგა და წავიდა. ჯანდაბა! სულ დამავიწყდა!
მე ნესა ვარ. ვანესა (ნესა) ლილიან მალიკი. მყავს ერთი ძმა ზეინი და ორი საუკეთესო მეგობარი, ლეა და ლიამი.
ჩემი მშობლები ორი წლის წინ დაიხოცნენ, ამიტომ კომპანია მე დამრჩა (ჩემმა უსაქმურმა ძმამ გადაწყვიტა, რომ ნორმალური ცხოვრება სურს და ამისთვის ზედმეტად უპასუხისმგებლო და პატარაა, ახლა კი საღამოობით ჩემი და ლეას გახსნილ ბარში, "ალიბი"-ში მღერის). თავიდან მიჭირდა ამდენი რაღაცის ერთად კეთება, მაგრამ მალევე შევეჩვიე. მოკლედ ექვსი წლის წინ ჰარი ბრედფორდიდან გადავიდა. ამ დროს გავიცანი ლეაც. ის ყოველთვის გვერდში მედგა და მარტო არასდროს მტოვებდა. ფაქტიურად მან გადამატანინა ჰარის წასვლა და საბოლოო ჯამში მისი ადგილიც დაიკავა. 15 წელი მე და ჰარი ერთმანეთის გვერდიგვერდ ვიზრდებოდით. მისი მშობლები ჩემი მშობლების კომპანიის პარტნიორები იყვნენ ასე რომ ყველაზე მეტი 10 საათი ვიყავით დღეში დაშორებულები. გამუდმებით ერთად ვრჩებოდით. ჩემზე წლინახევრით დიდია და ამიტომ ჩემი ძმასთან ერთად მოხვდა კლასში, მაგრამ მაინც გამუდმებით ჩემთან ერთად ატარებდა დროს.
ყოველთვის ყველაზე კარგად მიგებდა სანამ...
2014წლის 16 აგვისტოს, როგრც უკვე ავღნიშნე, ბოლოჯერ ჩამეხუტა და დამპირდა, რომ ყოველდღე მომწერდა და დამირეკავდა. ერთი თვე კი, მირეკავდა ხოლმე, მაგრამ ნელნელა კავშირი გაგვიწყდა. დღეს დაბრუნდა. სახლში დაბრუნდა. ამის გამო ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ ნამდვილად, მაგრამ მისი წასვლის შემდეგ საგრძნობლად შევიცვალე.
მეშინია, რომ ვერ გამიგებს და კიდევ ერთხელ დავკარგავ.***
-ჰეიი ნეეს კარგად ხაარ?-მკითხა ჰარიმ და ხელი ცხვირწინ ამიფრიალა.
-კი ჰარი რა მოხდა?-ვკითხე გაოცებულმა.
-არაფერი, უბრალოდ ერთი საათია გეძახი, შენ კიდევ ყურადღებას არ მაქცევ.
-მ...მაპატიე უბრალოდ ჩავფიქრდი-ვუთხარი და გავუღიმე. თვითონაც ღიმილით მიპასუხა და ყავა შეუკვეთა ბანანიან ბლინთან ერთად.
-აბა-დაიწყო-ედი და ლინდა როგორ არიან-მკითხა და ინტერესით აღსავსე მწვანე თვალები მომაბყრო.
-ეეედი და ლინდაააა?-გადავიხარხარე ისტერიულად-მეღადავები ხოო?-ვკითხე და კიდევ ერთხელ ამოვიხარხარე.
-ეი დამშვიდდი რა გჭირს-გაკვირვებული მიყურებდა.
-ედი და ლინდა, ჩემო ძვირფასო ჰაროლდ, ორი წლის წინ, ავტოკატასტროფაში დაიხოცნენ-ვუთხარი და სუსტად გავიღიმე.
-ო არა!-ამოიოხრა და თავი ხელებში ჩარგო.
-ჰარი არ არის საჭირო ეს უაზრო სენტიმენტები-ვუთხარი და ჩემი ყავა "მოვხრუპე".
-What the hell is wrong with you! არ ხარ ის ნესა, 5 წლკს წინ მე რო დავტოვე! არ ხარ ის ნესა სიცოცხლეზე მეტად რომ მიყვარდა!-დამიყვირა და მაგიდას მუშტი დაარტყა.
-მეე? მე რა მჭირს ჰარი?? გიფიქრია ოდესმე იმაზე თუ რა მჭირდა შენი წასვლის შემდეგ?? ყოველ დღე რომ ველოდებოდი შენს ზარს და ყოველ ღამე რომ ვტიროდი. ოდესმე გიფიქრია ამაზე? ორი წელი ტანჯვაში გავატარე! არ გაქვს უფლება ახლა გამოჩნდე და შეცვლაზე მელაპარაკო! რამდენი წელია ჩემი თვალებიდან ერთი წვეთი არ გადმოვარდნილა! რამდენი წელია რაც გრძნობები დავკარგე ყველას და ყელაფრის მიმართ! შენ კი მოდიხარ და შეცვლაზე მელაპარაკები!-ვერც კი შევამჩნიე ფეხზე როდის წამოვხტი. ჰარი გაოგნებული მიყურებდა და ცდილობდა მომხდარი გადაეხარშა.
-ნეს... მე...-დაიწყო მაგრამ გავაწყვეტინე.
-არ გინდა ჰარი, აქედან მივდივარ.-ვთქვი თუ არა მაშინვე გამოვედი კაფედან. გააცეცხლებული ვიყავი. აი რასაც ქვია გაცეცხლებული ვიყავი და განტვირთვისთვის ლეას დავურეკე და ერთ საათში ალიბიში შეხვედრა დავუთქვი.არ მაქვს იმედები, რომ ნახვებს დააგროვებს. ამ წამს ქაოსში შექმნილი მეორე ექაუნთია და უცებ დიდი ხნის წინ დაწერილი მოთხრობის დადება მომინდა.
მოკლედ. თუ ვინმე წაიკითხავთ, გამიხარდება.
Xoxo Chaotic lily
YOU ARE READING
Kitty (H.S) ✅
Teen Fiction-ნესა ბოლოს როდის იტირე?! -ბოლოს? ბოლოს ჰარი, შენ რომ დამტოვე, აი მაგ დღეს ვიტირე. 24.02.20-16.07.20🦋