•6•

558 44 12
                                    

-ნეს გაიღვიძე-ვგრძნობდი რომ ვიღაც ნელა მანჯღრევდა.-ნესა პატარავ, უნდა ადგე-ამოვიოხრე და თვალები გავახილე, და მხოლოდ ამის შემდეგ გავიაზრე სად ვიმყოფებოდი.
-ჰარი, ექიმისგან რამე ისმის?-ვკითხე და მისი კალთიდან თავი წამოვყავი.
-ამიტომ გაგაღვიძე, ექიმი გეძახდა.-ამის გაგონებაზე დენდარტყმულივით წამოვვარდი სკამიდან და სასწრაფოდ ექიმის სანახავად გავეშურე.

-მის მალიკ- შემომეგება ექიმი-
იცით?! თქვენი მეგობარი, ლიამი ძალიან კარგი ორგანიზმის მატარებელია..
-არც კი გაბედოთ იმის თქმა, რომ ჩემი მეგობრის დონორად გამოყენება გსურთ.
-ნესა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ მეგონა იცოდით, რომ თქვენს მეგობარს დილით დაუდგინეს, რომ მისი ტვინი მთლიანად მკვდარია. დაიტანჯება ასე. თქვენი ან მისი მშობლების თანხმობა მჭირდება იმისათვის, რომ ის აპარატიდან გამოვაერთოთ.
-არავითარ შემთხვევაში! ის იცოცხლებს! როგორ ბედავთ და როგორ მეუბნებით იმას, რომ ჩემი მეგობრის ნაწილების აქეთიქით მიმოფანტვა გსურთ. არც კი გაბედოთ მასთან ახლოს მისვლა.
-მის მალიკ, უნდა მომისმინოთ,19 წლის ბრაიანს სასწრაფოდ სჭირდება თირკმელის გადანერგვა და მისი შესაფერისი თირკმელი ვერსად ვიშოვნეთ. ლიამს კი სწორედ ასეთი აქვს. ლიამი ფაქტიურად განწირულია, თქვენ კი ამ საქციელით ბრაიანის ცხოვრებას იხსნით.
-მგონი უკვე გააგებად გითხარით, რომ ჩემი მეგობრის არც ერთ ნაწილს არ მიეკარებით. ახლა კი, თქვენის ნებართვით დაგტოვებთ.-ვუთხარი და გამოვბრუნდი. გზაში აფორიაქებული ჰარი შემხვდა და ხელები წელზე მჭიდროდ მომხვია.
-ნესა კარგად ხარ?
-კი ჰარი, კარგად ვარ.
-ექიმი ნახე?
-ვნახე.
-არ გინდა მომიყვე რაო?
-რაო? რაო ჰარი და პირდაპირ მითხრა შენი მეგობრის სხეულის ნაწილები უნდა გავყიდოო.
-რას ნიშნავს უნდა გავყიდო?
-არა, კარგი მთლად მასეც არ უთქვამს, უბრალოდ მითხრა რომ ლიამის ორგანიზმი იმდენად ჯანმრთელია რომ მისი დონორად გამოყენება სურთ.
-მაგრამ ლიამმა რომ გაიღვიძოს?
-ვერ გაიღვიძებს ჰარი.
-რას ნიშნავს ვერ გაიღვიძებს?
-ტვინი მოკვდა. მისი ტვინი მკვდარია.
-მაგრამ...
-არა ჰარი, არანაირი მაგრამ. ლიამი ვეღარ გაიღვიძებს და ამას უნდა შევეგუოთ.-ვუთხარი და გამოვტრიალდი. ჰარი უკან ამედევნა და მარცხენა ხელის მაჯაზე ხელი მომხვია.
-ნეს, ახლა შეიძლება ლიამის აპარატიდან გამორთვა გახდეს საჭირო.
-არ ვაპირებ ლიამს სიცოცხლე დროზე ადრე მოვუსწრაფო, ასერომ არა ჰარი, არ ვარ თანახმა.- ჰარიმ ამოიოხრა და თავი დამიქნია.
-ჯობია სახლში წავიდეთ-მითხრა ხმადაბლა. ისეთი დასუსტებული ვიყავი, რომ უყუყმანოდ დავთანხმდი და პირველ სართულზე ბავშვებთან ჩავედი.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now