•13•

442 38 19
                                    

უკვე მოსაღამოვდა და ზევით ასვლა გადავწყვიტე. ხითხითით დავიწყე კიბეებზე ასვლა და ის იყო ოთახისკენ უნდა შემეხვია, რომ ვიღაცის კარგად ნაცნობი ხმა გავიგონე

-დიდიხანია შენთან ამაზე ლაპარაკი მინდა, მაგრამ მარტო ვერაფრით ვერ მოგიხელთე.-ეს გავიგონე თუარა კედელს ამოვეფარე და ყური დავუგდე.. თავიდან ვიფიქრე გავუვლი და საუბარში არ ჩავეჭრები-მეთქი, მაგრამ ზედმეტად უცნაურად მეჩვენა მათი ლაპარაკი.
-ოჰ, გისმენ-ოპაა ზეინის გარდა ყველას მოველოდი. ნეტა რაზე სურს ლაპარაკი? იქნებ უბრალოდ ავდგე და გავიარო. უზრდელობაა სხვისი საუბრის დაუკითხავად მოსმენა. მაგრამ რას მიხვდებიან რო?
-მოკლედ, ორი თვის წინ, ნესა ჩემთან იყო მოსული და ზუსტად მაშინ მითხრა ლიამის ამბავი. ზეინ, სულელი და გამოთაყვანებული არ ვარ, პლიუს ამას სამედიცინოზე ვსწავლობ. ძმაო დარწმუნებული ხარ რომ არაფერი გაქვს სათქმელი?-საშინლად დამცხა. მივხვდი ლუის საითკენაც მიჰყავდა ლაპარაკი და სმენა უფრო გავამახვილე.
-ლუი ვერ ვხვდები რ..რას გულისხმობ-ზეინის ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა. ნუთუ ეს სიმართლეა.
-ექიმმა ლიამის სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, ნესას უთხრა, რომ მინიმუმ ორი თვე ისევ შეძლებდა სუნთქვას, ამის შემდეგ კი გაარკვდნენ რაიმე შეცდომა ხომ არ იყო, უცებ კი ხდება ისე, რომ საღამოს რეკავს ექიმი და ნესას ეუბნება გულით გარდაიცვალაო. არადა მანამდე ენა არ გაუჩერებია ლიამის ძლიერ ორგანიზმზე ტლიკინით. ფიქრობდა, რომ საკმარისად ძლიერი იყო იმისთვის რომ ებრძოლა.
დარწმუნებული ვარ ამაში რაიმე უცნაურობას შენც ხედავ.
-მე.. მეე.. ვერ ვხვდები ამით რისი თქმა გსურს.
-მალიკ, ლიამის აპარატიდან გამოერთების ხელშეკრულებაზე, სამადსამ ადამიანს შეეძლო ხელის მოწერა. ნესა ფაქტია, რომ ამას არ გააკეთებდა, ლეა ნესას გარეშე ნაბიჯს არ დგამს. ერთადერთი ადამიანი გვრჩება. და ეს შენ ხარ.
-ჯანდაბა. კი.. ის მე გამოვაერთებინე აპარატიდან-სუნთქვა გამიხშირდა და საკუთარი ძმის მიმართ მთელი სხეული ზიზღით ამევსო.-არ შემეძლო მეყურებინა, ჩემი საუკეთესო მეგობარი უსიცოცხლოდ როგორ იწვა პალატაში. არ შემეძლო ამის ყურება, უნდა გამიგო ლუი.-თავბრუ დამეხვა. თავს საშინლად ვგრძნობდი. ესეიგი ჩემი დათუჩას სიკვდილი ამ ეგოისტი ნაბიჭვრის ბრალია. ლუიმ ამოიოხრა.
-ხვდები მაინც რა გააკეთე? მისი გამოღვიძების შანსი რომ ყოფილიყო? შენ ის მას წაართვი.
-ისედას სინდისი მქენჯნის უკვე, გთხოვ ნუ დამიმატებ.
-უნდა გეფიქრა სანამ მაგას იზამდი. მისმინე, ჯობია ნესას დაელაპარაკო. ისედაც ბევრი რაღაც გაქვთ გასარკვევი.
-მე ნესას? ამთემაზე? შანსი არ არის ლუი. ჩემს ერთადერთ სიხარულს დავკარგავ. მე.. იცი, მე მას დავპირდი, რომ არაფერს ვიზამდი, მაგრამ არ შემეძლო ჩემი საუკეთესო მეგობრის მსგავს სიტუაციაში ყურება.
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო-ახლა უკვე მოთმინებადაკარგულმა ლუიმ იყვირა-ნესასიც, ლეასიც. უნდა გეფიქრა სანამ მას სიცოცხლეს გამოასალმებდი. ეს დანაშაულია ზეინ-ხმა დაუწყნარდა, მე კიდევ გაშეშებული ვიდექი და ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა.
-ლუი-პასუხად აღშფოთებული ზეინის ხმა გაისმა-ეს დანაშაული არ არის.
-შეიძლება კანონით არა, მაგრამ დანაშაულია ლიამისთვის, დანაშაულია ნესათვის, ჩემთვის და ლეასთვის. შენ საუკეთესო მეგობარი ყველას წაგვართვი.
-ის ჩემი საუკეთესო მეგობარიც იყო-ახლა ზეინმა იყვირა-რატომ არ გესმის, რომ მისი გამოღვიძების შანსი 0.01 %-იც კი არ იყო!
-გეთანხმები, პატარა, ძალიან პატარა, მაგრამ მისი გამოფხიზლების შანსი მაინც იყო. შეიძლება შეცდომა იყო, შეიძლება სულაც კომაში იყო. ასე მარტივად ამას ვერ დაადგენდნენ. არ უნდა გეჩქარა.
-ნესას ვერ ვეტყვი-ხმა აუთრთოლდა ზეინს.-და იმედი მაქვს არც შენ ეტყვი.
-ვერ დაგპირდები, რომ თვითონვე არ მიხვდება.
-არ არის საჭირო რამის თქმა, მე უკვე ისედაც ყველაფერი გავიგონე-ვთქვი და კედელს მოვშორდი, შემდეგ კი ზეინის პირდაპირ დავდექი.
-ლამაზო..-დაიწყო ლუიმ. ხელის აწევით შევაჩერე.
-ორი თვეა მგონია, რომ ლიამი გულით გარდაიცვალა. სინამდვილეში კიდევ ამდენი ხანი, თურმე მის მკვლელს ვეხუტებოდი და ვკოცნიდი.
-ნესა ეს მკვლელობა არ ყოფილა, რატომ არ გესმის!
-ამას მნიშვნელობა არ აქვს-ვიყვირე-ამის გაკეთების უფლება არ გქონდა!
-და აბა ვის ქონდა შეენ?-ხმას თვითონაც აუწია.
-მე არა. სამ ადამიანს შეგვეძლო, ამ სამიდან ორი კი უარზე იდგა. ტრაკი უნდა დაგეყენებინა და შენი ძმა არ უნდა მოგეკლა.
-ყველაფერი ასე მარტივად არაა.
-წეღან ერთი ამბავი ამიტეხე იმაზე, რომ ორი თვე შეყვარებულის ყოლას გიმალავდი, შენკიდე ჩემი ძმის საკუთარი ხელით მოკვლა დამიმალე. რანაირად გქონდა საერთოდ გაბრაზების უფლება.
-მე..
-მოკლედ-ვუთხარი და ცრემლი მოვიწმინდე-არ შემეხო, არ დამელაპარაკო, ჩემი სახელი არ ახსენო და ერთი მეტრის რადიუსზე ახლოს არ მომიახლოვდე გასაგებია?-თვალები აუცრემლიანდა. გამოვტრიალდი და ოთახში შევვარდი. საწოლზე დავემხე და ტირილი დავიწყე.

*Harry's POV*

-Take me to the magic of the moment, On a glory night, Where the children of tomorrow dream away, In the wind of change-ვღიღინებდი და ნესას მოსაძებნად კიბეებზე ცეკვა-ცეკვით ავდიოდი. ოთახისკენ რომ შევუხვიე, ზეინის და ლუის გაცხარებული კამათი მომესმა.
-ჰარი-დამიძახა ზეინმა.
-ჰო.
-გთხოვ, ნესა დააწყნარე და აუხსენი, რომ უნდა დამელაპარაკოს.
-რა მოხდა??
-ყველაფერს მოგიყვება, იმედი მაქვს.
-მჰ, კარგი?-ნაბიჯს ავუჩქარე და სასწრაფოდ მის ოთახში შევვარდი. ნესა საწოლზე მოკუნტული იწვა და გულამოსკვნილი ტიროდა. აი რასაც ქვია ისტერიკაში იყო და მთლიანად ცახცახებდა.
-კნუტო-ჩემს ხმაზე ტირილს უფრო უმატა და ბალიში მკერდზე უფრო ახლოს მიიჭირა.-მოდი ჩემთან და ამიხსენი რა მოხდა კარგი?-თავი დამიქნია და კალთაში ჩამიჯდა. ხელები კისერზე მომხვია და ტირილი განაგრძო.-ჩჰჰ დამშვიდდი პატარავ-თავზე ვეფერებოდი და მის დაწყნარებას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ, უფროდაუფრო უმატებდა ტირილს. გული მეკუმშებოდა ასეთს რომ ვხედავდი და ძალიან დიდი სურვილი მიჩნდებოდა ზეინის დაჟეჟვის.-მეტყვი რა მოხდა?-ვკითხე ბოლოს. უცებ ტირილი შეწყვიტა და მოგუდული ხმით ჩემს კისერში ამოილაპარაკა.
-ზეინმა ლიამის აპარატიდან გამოერთების ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.-გავოგნდი. ამას არ მოველოდი ნამდვილად. არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა.
-რა?
-ჰო.
-..-ხმას უბრალოდ ვერ ვიღებდი. გამომაშტერა გაგონილმა.
-ჰარი.
-ჰო კნუტო.
-აქედან წამიყვანე, კარგი?
-აუცილებლად წაგიყვან პატარავ.
-ნივთები უნდა ავიღო.
-მომისმინე. ახლა ადექი და გავისეირნოთ. ცოტა გამოიარე, ნახე რა ლამაზი ბუნებაა. დამშვიდდი და შემდეგ გადავწყვიტოთ ყველაფერი. ჩვენ თუ წავალთ, ამათ ერთი მანქანა დარჩებათ და წამოსვლა გაუჭირდებათ. მგონი ჯობია დამშვიდდე და მერე დაწყნარებულზე სწორად გადაწყვიტო რას ვიზამთ.
-და ლუს მანქანა?
-ლუი და რეი ტაქსით ამოვიდნენ, ამდენი კი ერთ მანქანაში ვერ ჩაეტევიან.-უცებ ცრემლები მოიწმინდა. ბაგეებზე სველი კოცნა დამიტოვა და ფეხზე წამოდგა.
-გავისეირნოთ.-თავი დავუქნიე და ქურთუკი ავიღე, შემდეგ კი ნესას უკან გავყევი.
ზეინისთვის ზედაც კი არ შეუხედავს კიბეებზე ისე ჩაიარა.
-მოგვიანებით ვილაპარაკებთ-შევუღრინე ზეინს და ნესას ქვევით ჩავყევი.

ცოტა ხანი ხმის ამოუღებლად მივდიოდით. შემდეგ კი მაკოცა, მომეხვია და მითხრა:
-მადლობა, რომ გვერდში მიდგახარ ჰარი.

ბიჭო ბიჭო ბიჭო.. მეთვითონ არმინდოდა მარა უნდა მექნა რა. ფთშთ მართლა.
მიყვთ ყველანი ძაააალიან <333
Xoxo Chaotic Lily

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now