•15•

492 36 7
                                    

*ერთი თვის შემდეგ*

სახლში დავბოდიალობდი და ტანსაცმელს ვეძებდი. ჰარიმ ცოტახნით მასთან გადასვლა შემომთავაზა. თავიდან უარზე ვიდექი, მაგრამ ბოლოს იმდენი მეხვეწა დავთანხმდი.
-მმ რაც საჭიროა მგონი ყველაფერი ჩავდე... ჩემი ფუმფულა პიჟამაც დევს... აამმ. კიდევ რა... ჰო ჰო ბუბიც დევს-ბუბი ჩემი ბავშვობის სათამაშოა, სამის რომ გავხდი მაშინ მომიყვანა მამამ. პატარა საყვარელი და ცოტა ღიპიანი ბეჰემოთია. რაც მაჩუქეს, მას შემდეგ სულ მასთან ერთად მძინავს. სადაც არ უნდა წავიდე ყველგან დავათრევ ხოლმე.
-ჰაჰა, ყველაფერი მზად მაქვს.-გადავწყვიტე ზეინთან შემევლო. მის ოთახთან მივედი და კარზე დაკაკუნება დავაპირე, მაგრამ კარი შეღებული დამხვდა.
-ღმერთო რა სილამაზეა-გავიგონე ზეინის ხმა-რა ნაკვთები, რა ცხვირი, რა ტუჩები. თმაზე ლაპარაკიც არ მინდა.. ეს რა სილამაზე მოვევლინე დედამიწას.. სულ არ მიკვირს მთელი სკოლა ჩემზე რომ აფანატებდა.-წელსზემოთ შიშველი სარკესთან ათვალიერებდა თავის თავს.
-ლას სვლები ზი, სენს თავს აქებ ბალტკოო?-შეშინებულმა გამომხედა და რომ მიცნო გადაიხარხარა, შემდეგ კი თვალი ჩამიკრა.-ვის გავხარ ასეთი ნარცისი.
-ოხ ისე მეუბნები, გეგონება 24 საათი შენს თმებზე და თვალებზე ლაპარაკით არ მიწყალებდე გულს რა.-ხელი აიქნია და თავისი თავის თვალიერება განაგრძო. საწოლზე ჩამოვჯექი, შემდეგ კი ზურგით გადავწექი და ზეინს შევხედე.
-ზი.
-ხო ფრინცეს.
-ხომ იცი, დღეს გადავდივარ.
-კი.-მითხრა და გვერდით მომიწვა. რამდენი ხნით?
-ანუ ზეინ არ ვიცი. საერთოდ ვერვხვდები რაშია ეს ყველაფერი საჭირო.
-მას უბრალოდ შენთან ერთად სურს ყოფნა.
-ისედაც სულ ერთად ვართ.
-შენთან ერთად გაღვიძება უნდა. უნდა სახლში რომ დაბრუნდება სახლში დახვდე. ამაზე ყველა მამაკაცი ოცნებობს.
-რაზე?
-რომ საყვარელი ქალი გამუდმებით გვერდით ჰყავდეს.
-და შენ არ გინდა ლეასთან ერთად ყოფნა?-თვალები ჩახარა.
-რა მოხდა ზი?-ხელი ლოყაზე დავადე.
-მინდოდა, მაგრამ არ გეუბნებოდი.-საწოლზე წამოვჯექი.
-ღმერთო რა სულელი ხარ! რატომ!
-არვიცი..
-ლეა ჩემი დაა კრეტინო! ისედაც ასე ხშირად ჩებოდა ჩვენთან. ორივესთან ცალცალკე. რატომ არ უთხარი.
-ვაიმე არ ვიცი ნესა, უბრალოდ არ მიფიქრია ამაზე
-რანაირად არ გიფიქრია, თუ ამაზე ყველა კაცი ოცნებობს.-ამოიოხრა.-ზეინ რაღაცას მიმალავ.
-არაფერს პატარავ, უბრალოდ მე და ლეას დაშორების შემდეგ, საგრძნობლად შეგვეცვალა და დაგვეძაბა ურთიერთობა.
-მაგრამ ახლა მაინც ერთად ხართ.
-კი, მაგრამ ფაქტია, რომ ვეღარ მენდობა. ზედმეტად ფრთხილობს დ ნაწილობრივ ჩემი ეშინია.
-ზეინ რა ჯანდაბას გულისხმობ? არაფერი მესმის. ეს ხომ უბრალოდ კოცნა იყო. ერთი სულელური კოცნა.-ამოიოხრა.
-უბრალოდ კოცნა არ ყოფილა.
-რა?-თვალები გამიფართოვდა.
-ელისონთან ვიწექი.-ახლა მე ამოვიოხრე.
-ამიტომ არ გპატიობდა ამდენი ხანი?-თავი დამიქნია. დავიხარე და ლოყაზე ვაკოცე, შემდეგ კი ხელები წელზე შემოვხვიე.-გიყვარს?
-მეღადავები ხო?
-არა.
-ყველაზე ძალიან, მაგრამ მისი ნდობის მოპოვება ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე.
-და შენი რატომ ეშინია?
-ერთხელ შეესწრო როგორ ვცემე ვირაც ახვარი.
-და ამიტომ ეშინია შენი?
-მგონი.
-სისულელეა ზეინ.
-არვიცი..
-ზეინ ლეას ძალიან უყვარხარ. დროთა განმავლობაში ურთიერთობა დაგილაგდებათ. აი ნახავ.
-ახლა აღარ გაგიშვებ ჰარისთან იცოდე-ჩავიხითხითე და წამოვდექი.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now