*Nessa*
ორი თვე გავიდა, მას შემდეგ, რაც მე და ჰარი ერთად ვართ. მასთან თავს ყველაზე ბედნიერად ვგრძნობ. ჯერ ზეინისთვის არ გვითქვამს, მაგრამ ახლო მომავალში ვაპირებთ. ახლაც, ჰარისთან ერთად მის საწოლზე ვწევარ და ჭერს შევყურებ, მაგრამ ტელეფონის ზარი იდეალურ დილას მიფუჭებს.
-გისმენ ლუი-ამოვიოხრე და საწოლზე წამოვჯექი. ლუის გაგონებაზე, ჰარიმ თვალები დაჭყიტა და ისიც ჩემთან ერთად წამოიწია, რათა ჩვენი საუბარი უკეთ გაეგონა. ლუი იმ ამბის შემდეგ, ხშირად მოდიოდა ჩვენთან მაგრამ იმ თავისი იდუმალი შეყვარებულის ჩვანთვის გაცნობას არ ჩქარობდა. ჰარიც თითქოს დაუმეგობრდა, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა ჩვენი ასეთი კავშირები.
-ლამაზო-ჰარიმ წარბი აწია-დღეს მინდა ჩემთან ამოხვიდეთ აგარაკზე. ყველანი. მმ, ჩემი შეყვარებული უნდა გაგაცნოთ.
-ოხ, მადლობა ღმერთს მიხვდი, რომ ამისი დრო მოვიდაა.
-ჰო-ჩაიცინა-ამიტომ შენ, ჰარი, ნაილი ზეინი და ლეა, დღეს ჩემთან ამოდით, მისამართს ტელეფონზე მოგწერ. უი, და ტანსაცმლის ჩალაგება არ დაგავიწყდეს.
-კი მაგრამ, რანდენი ხნით მივდივართ, მე კომპანიაში საქმეები მაქვს.
-ჯანდაბასაც წაუღია ეგ კომპანია, შენი ხმა არ გავიგო, დღეს 1 კვირით ამოდიხართ ჩემთან.
-კარგი, კომპანიის ამბებს მოვაგვარებ.
-კარგი გკოცნი, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხაარ-უცებ ჰარის გამომეტყველებაზე გამეცინა.
-რა გაცინებს ნესა?-მკითხა ლუიმ
-ის რო დროზე თუ არ გათიშავ, მსოფლიოში პირველი ადამიანი იქნები, ვისაც ტელეფონიდან მოკლავენ.-ამოიოხრა და ტელეფონი გათიშა.
-ჰარი, სხვისი საუბრის მოსმენა უზრდელობაა.
-მართლა?-მკითხა და ხელები წელზე მომხვია.
-კი მართლა.-ვუთხარი და მის მკლავებში კომფორტულად მოვკალათდი.
- ჰმ რას გაინებე კნუტივით -მკითხა ჰარიმ და ცხვირზე მაკოცა. უცებ ლუი და მისი აგარაკი გამახსენდა და ჰარის თავი შორს გავაწევინე.
-ადექი ახლა, საქმეები გვაქვს.-ვუთხარი. ჰარიმ ტანჯული სახე მიიღო და საცოდავად ამოიგმინა-ლეას ნაილს და ზეინს უნდა დავურეკოთ, შემდეგ კი ტომს და ამანდას, რომ ბარს და კომპანიას უჩვენოდ მიხედონ.
-იცი, ხანდახან მაღიზიანებს შენი ასეთი საქმიანი ხასიათი-თავი ბალიშში ჩარგო და ამოიოხრა. შიშველ ზურგზე ნაზად ვაკოცე და კულულები მოვწიწკნე-თან-არშეიმჩნია და გადმოტრიალდა, -იქ, ლუისთან, ზეინიც იქნება.-ისევ ამოიოხრა-ანუ ერთად ვერ დავიძინებთ?
-მმ. მგონი დრო მოვიდა ზეინს ვუთხრათ.
-დღეეეს?
-ხო, დღეს დალევს და მეც ვეტყვი. თან ლეაც იქნება. გადაიტანს ჰარი ნუდარდობ. მთავარია შენ არ მოგკლას-ვუთხარი და გავიცინე.
-ხოო როგორი სასაცილოაა-დამეჭყანა და საბანი თავზე გადაიფარა.
-ადექი დროზე-ვუთხარი და საბანი გადავაძრე.
-ვდგები ხო-შემომიბღვირა.
გამეცინა და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე, ცოტა ხანში კი ლეას დავურეკე. არ მიპასუხა.
-ლეა არ მპასუხობს ჰარი.
-ზეინი?
-ზისთან არ დამირეკავს, მოიცა დავურეკავ.
არც ზეინმა არ მიპასუხა.
-აუ არც ზეინი არ მპასუხობსსსსსს.
-ვწუხვარ ნესა.
-ოო რაგინდა რა.
-შეეშვი, რახან არ გპასუხობენ, ესეიგი ძინავთ. ეტყობა მთელი ღამე არ უძინიათ-წარბები აათამაშა-ჩვენსავით-დაამატა.
-ნუ რამე დავაშავე ღმერთოოოო?-ვიკითხე და მაღლა ავიხედე.-დროზე ჩაიცვი და გამოეტიე.
ბოლოს ნაილს დავურეკე. თავიდან არც ის მპასუხობდა, მაგრამ მალევე მიპასუხა.
-ჰმ-აშკარად გავაღვიძე.
-გაგაღვიძე პრინცესავ?
-შემეშვი, რაგინდა ამ დილაუთენია.
-რა და, დღეს ბავშვები ლუსთან ავდივართ აგარაკზე, ხოამოხვალ.
-აუ დღეს? შანსი არაა ახლა არანაირად არმაქვს ადგომის, ჩალაგების, და მერე გამოსვლის თავი.
-კარგი რა ნაილო. ერთკვირიან დასვენებას მაზავ.
-მმ. იცი რავქნათ? დღეს რაღაც საქმეები მაქვს და დავრჩები, მაგრამ ხვალ ან ზეგ გპირდები ამოვალ.
-მართლა ამოხვალ თუ?
-კი მართლა ამოვალ, ახლა კი თუ შეიძლება ძილს შევიბრუნებ.-შეპასუხებაც არ დამაცადა ისე უცებ გათიშა ტელეფონი. ამოვიოხრე და ლეას მივწერე, რომ ჩემი ნივთებიც ჩაელაგებინა და ცოტახანში სახლთან დაგვხვედროდნენ.
YOU ARE READING
Kitty (H.S) ✅
Teen Fiction-ნესა ბოლოს როდის იტირე?! -ბოლოს? ბოლოს ჰარი, შენ რომ დამტოვე, აი მაგ დღეს ვიტირე. 24.02.20-16.07.20🦋