•2•

842 58 13
                                    

-პეინო ორმაგი დამისხი-ვუთხარი ბარმენს და ბარის მაგიდასთან ოხვრით დავჯექი.
-ა-რა!-მითხრა ლიამმა და ხელის მტევნებით მაგიდას დაეყრდნო.
-კარგი რა ლიამ რატო
-მერე სახლში ისევ ჩემი წასათრევი გახდები და მინდაგითხრა ნეს, ეს საერთოდ არ მსიამოვნებს.
-ლიამ, განტვირთვა მჭირდება! დამისხი!
-ერთ ჭიქა მოჰიტოს დაგისხამ და შენი ხმა არ გავიგო.-ამოვიოხრე და თავი დავუქნიე.
-ბოზებოოო-კივილით შემოვარდა ლეა და სკამზე მოწყვეტით დაეხეთქა-სუფთა ვისკი დამისხი დათვოო.
-არც შენ არ დაგისხამ ლეა.-მშვიდი, აუღელვებელი ტონით უთხრა ლიამმა.
-რას ქვია არ დამისხამ!-წარბები მაღლა აზიდა ლეამ.
-ლეა, წეღან ნესას ვუთხარი, და ახლა შენც გეტყვი, რომ საერთოდ არ მაქვს იმისი სურვილი, რომ დღეს ღამე სახლში ორი უგონოდ მთვრალი სხეული მივათრიო.
-კარგი რა პეინო!-დაიღმუვლა ლეამ და თვალები აატრიალა.
-შენც მოჰიტოს დაგისხამ-უთხრა ლიამმა და ლოყაზე აკოცა.
-ხედავ ლეიტო რა დღეში ვარ?-ვკითხე საცოდავად.
-თავს ნუ მაცოდებთ ახლა!-თქვა ლიამმა მკაცრად-მაინც არ დაგალევინებთ!
-კარგი მამიკო.-უთხრა ლეამ და ეცადა არ გასცინებოდა, მაგრამ ლიამის მობეზრებულ სახეს რო გავხედეთ, ორივეს სიცილი აგვიტყდა.
-ბავშვებს ბარში არ ვუშვებთ-თქვა ლიამმა და თვითონაც გადაიხარხარა. უცებ ტელეფონმა დარეკა. ზეინი იყო.
-ოხ ვაჟბატონი რეკავს.-ვთქვი და ლეას გავხედე. სახეზე ჭახლისფერი ედო და თვალი ერთი წერტილისთვის ქონდა მიშტერებული.
-ხო ძამიკო-ვკითხე და ჩავიცინე-სად ხარ? ახლა ბარში არ უნდა იყო?
-კი კნუტო, მოვდივართ.-მითხრა და ტელეფონი გათიშა.
-მოდის შენი შავტუხა?-კითხა ლიამმა ლეას და გადაიხარხარა. მეც ვერ შევიკავე თავი და სიცილში ავყევი.
-მოკეტეთ იდიოტებო-თქვა ლეამ და სუსტად გაიღიმა.
-როდემდე უნდა იყოთ ასე?-ისევ ლიამმა იკითხა.
-არ ვიცი.-ამოიოხრა ლეამ და თავი ხელებში ჩარგო.
-ხო იცით ორივემ რომ ერთმანეთი სიცოცხლეზე მეტად გიყვართ-ვთქვი და ჩემი მოჰიტო ხმაურიანად მოვხრუპე.
-რა ვქნა ნეს.-ისევ ამოიოხრა- ჯერ კიდევ ვერ ვპატიობ.
-ერთი კოცნა იყო იდიოტო-თვალები აატრიალა ლიამმა.-მხოლოდ ერთი კოცნა.
-მაგრამ აკოცა თან იმ ადამიანს ყველაზე მეტად რო მეზიზღება(აჭარბებს)-კიდევ ერთხელ ამოიოხრა-არ შემიძლია.
-ნუ ატრაკებ რა-ვთქვი და სკამიდან ჩამოვხტი-წავალ ვიცეკვებ და მოვალ-ვთქვი და საცეკვაოდ გავეშურე, მაგრამ ჩემკენ მომავალი ორი ბიჭის სილუეტი შევამჩნიე და გავჩერდი.
-ნეეეს! დამიძახა ზეინმა -ნახე ვინმოვიყვანე?!-ხელით ჰარისკენ მანიშნა. მინდოდა ზეინი მეცემა ის იდიოტი აქ რომ მოიყვანა მაგრამ არ შევიმჩნიე და ჰარის მსუბუქად მივესალმე.
-ჰმმ. ნესს.. შეიძლება დაგელაპარაკო?-მკითხა ჩუმად, მაშინვე როგორცკი ზეინმა დაგვტოვა.
-არა ჰარი. არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
-მაგრამ მე მინდა.
-კარგი გისმენ.
-ბოდიშის მოხდა მინდა. მეც მაკლდი ნეს. ყველაზე მეტად მაკლდი. უბრალოდ არ ვიცი რატო არ ვრეკავდო ხოლმე. არ ვიცი მართლა. მაპატიე პატარავ. მიყვარხარ საოცრად მართლა. ჩემთვის მთელი ჩემი ცხოვრება ხარ. ძალიან, ძალიან მომენატრე და არ მინდა ისევ დაგკარგო.
-ისე ვეღარ ვიქნებით, როგრც ადრე ვიყავით ჰარი. მეც ძალიან მიყვარხარ და საოცრად მომენატრე, მაგრამ...
-უნდა ვცადოთ. გთხოვ. ერთი შანსი მომეცი.
-არ ვიცი ჰარი.
-ნეს...
-კარგი.-ვუთხარი და უცებ მის მკერდზე აღმოვჩნდი აკრული.
-კარგი, ახლა აქედან გავიდეთ-შუბლზე მაკოცა და ისევ ბარის მაგიდასთან მიმათრია.
იქ კიდევ ისეთი ცუდი აურა იყო მეტი რო აღარ შეიძლება. დაძაბულზე დაძაბული და მძიმე ჰაერი იყო.
ლიამი კლიენტებს ემსახურებოდა, ხოლო ზეინი და ლეა მაგიდასთან ისხდნენ და უხერული დუმილით შესცქეროდნენ ერთმანეთს. მომეჩვენა, რომ ზეინმა რაღაცის სათქმელად პირი დააღო, მაგრამ სწორედ ამ დროს დაეხეთქა ჰარი სკამზე.
-ერმ, გამარჯობა-ღიმილით თქვა ჰარიმ და ლეას ხელი გაუწოდა-მე ჰარი ვარ.
-ლეა-მოკლედ მოუჭრა ლეამ, მაგრამ ზეინის შეკრული წარბები მეც შევამჩნიე, მანაც და ჰარიმ ხო საერთოდ.
-ამ. ზეინ დღეს არ მღერი?-ვკითხე და მივეყუდე.
-კი, ახლა ავდივარ სცენაზე.-მითხრა.
უცებ ლეას ტელეფონი განათდა, და მიუხედავად იმისა, რომ სასწრაფოდ ჩამალა, მაინც მოვასწარი მისი და ზეინის ფოტოსთვის თვალის შევლება.

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now