Epilogue

677 38 11
                                    

*Author*

-აუუუ არ მომწონს ეს ფერი რაა-წუწუნებს პატარა ბიჭი და უმცროს დას პიჯაკის გადაცვლას სთხოვს.
-სანდრე, ნუ იქნები უპასუხისმგებლო-ეპასუხება მოცუცქნული გოგონა, რომელმაც ეს სიტყვა სულ ახლახანს ისწავლა და წარმოდგენაც არ აქვს იმაზე თუ კონკრეტულად რომელ კონტექსტში გამოიყენება.
-საერთოდაც შენ ჩემზე ლამაზი რაღაც გაცვია, მე კიდევ კრემისფერი იდიოტური პიჯაკი. სხვათაშორის ამ პიჯაკში ბიძია ზეინს ვგავარ.
-ოხ?! და რას მიწუნებთ მისტერ სტაილს?-თავი შემოყო ზეინმა ოთახში.
-შენ არ გიწუნებ ბიძია, უბრალოდ ეს საშინელი პერანგი თავიდან ვერაფრით ვერ მოვიშორე
-ხომ იცი რომ დედიკოს ეწყინება თუ მის არჩეულ პიჯაკს არ ჩაიცვამ.
თან შეხედე ანასტასია როგორი დამჯერი გოგოა
-ბიძია, ტასიას კაბა შედარებით ლამაზი ფერია, ჩემი კიდევ რაღაც უსაშინლესი კრემისფერი.
-დედას ეწყინებაო სანდრე!-დაიყვირა ანასტასიამ.
-კარგი ხო ჯანდაბას ჩავიცვამ! მაგრამ მოხმარება დამჭირდება.
-ლეას ვეტყვი და დაგეხმარება-პატარამ თავი დაუქნია და ტანსაცმლის გახდა დაიწყო.
-აბა ჩემო პაწუკებო რა ხდება?-ოთახის შესასვლელიდან იკითხა ლეამ და სანდრესკენ დაიძრა.
-პიჯაკის ჩაცმაში უნდა დამეხმარო.
-ზეინმა მითხრა საშინლად არ მოსწონს ეს პიჯაკიო. ვითომ რას უწუნებ?
-ლეა რა საშინელი ფერია შეხედე!
-ოხ პატარა მხატვარო.. სხვა გზა არ არის. დედას უნდა რომ ეს გეცვას.
-ვიცი და მხოლოდ მის გამო მაცვია. იცოდეთ! ცერემონიის დასრულებისთანავე ოთახში შემოვალ და დავჭრი.
-კარგი პატარავ-უპასუხა ლეამ და სანდრეს ცხვირზე აკოცა.
-ლიამი სად არის?-ახლა ტასიამ იკითხა და სარკის წინ მომხიბვლელად დაბზრიალდა.
-ლიამი ეზოში დარბის და ყურადღების მიქცევას ცდილობს.
-იცი? დღეს მამიკომ მითხრა შეგიძლია საღამოს შენ იმღეროო.
-რათქმაუნდა უნდა იმღერო. შენ რას ჩუქნი დედიკოს და მამიკოს სანდრე?
-მე ნახატი დავუხატე. ლამაზია, მრავალფეროვანი, ნათელი. მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იდიოტური ფერი საერთოდ არ ურევია.-ლეას და ანასტასიას გაეცინათ, ხოლო სანდრე ისევ დაბოღმილი სახით იდგა და პიჯაკის ღილებს ნერვიულად იკრავდა..

Kitty (H.S) ✅Where stories live. Discover now